პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოდელები

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების რამდენიმე მოდელი არსებობს. ყველაზე გავრცელებული სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად დამსაქმებლების მიერ გაცემული ანაზღაურებაა. სხვა მოდელების მიხედვით, დეკრეტულ შვებულებას მხოლოდ სახელმწიფო, უფრო იშვიათად კი, მხოლოდ დამსაქმებლები გასცემენ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში  კერძო სექტორში დასაქმებული ქალების დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მიდგომა, არასაკმარისია ქალის და ბავშვის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის და ის სახელმწიფომ უნდა შეცვალოს.  ამისათვის კი მნიშვნელოვანია გავრცელებული მოდელების მიმოხილვა და  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. 

ჩვენი კომენტარი:

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების განსხვავებული მოდელების არსებობა სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ქალისა და ბავშვის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა. შესაბამისად, საქართველოში უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად გასაცემი მაქსიმუმ 1000 ლარიანი ანაზღაურების წესი და გაიცეს იმგვარი დეკრეტული ანაზღაურება, რომელიც უზრუნველყოს ქალისა და ბავშვის კეთილდღეობა.

რა უნდა ვიცოდეთ?

დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით სახელმწიფო ქალისა და ბავშვის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფს. ქვეყნები, დასაქმებული ქალების საჭიროებებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით თავად ადგენენ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში დამსაქმებლის მონაწილეობის მოცულობებსა და პირობებს.

დეტალურად:

მოდელი 1: სახელმწიფო

  • მოდელის მიხედვით, ანაზღაურება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდის საშუალებით გაიცემა. ამ სქემის მონაწილე ზოგიერთი ქვეყანა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს, არამედ მის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს.

მაგალითად, ლიეტუვაში დეკრეტული შვებულება სრული პერიოდის (126 დღე) განმავლობაში ხელფასის მაქსიმუმ 78%-ით, მაგრამ თვეში არანაკლებ 240 ევროთი ანაზღაურდება.   

მოდელი 2: დამსაქმებელი

  • მალტაში დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას მხოლოდ დამსაქმებელი ფარავს, ასევეა გამონაკლის შემთხვევებში საბერძნეთშიც.  მალტაში ქალს ხელფასი სრულად 14 კვირის განმავლობაში უნარჩუნდება და მას ანაზღაურებს დამსაქმებელი. 

მოდელი 3: სახელმწიფო და დამსაქმებელი

შერეული მოდელი მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ დეკრეტულ შვებულებას სახელმწიფოსთან ერთად დამსაქმებლებიც ანაზღაურებენ. ფინანსური სარგებლის გაცემის წესი და ოდენობა სხვადასხვაგვარად ადმინისტრირდება: 

  1. დამსაქმებელი სრულად ანაზღაურებს დეკრეტული შვებულების თანხას, შემდეგში კი მას ნაწილობრივ სოციალური ფონდებიდან იბრუნებს. 

მაგალითად, იტალიაში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 5 თვეა. ამ პერიოდში დასაქმებულს ხელფასის 80-100% უნარჩუნდება, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო სოციალური სამსახურისგან დამსაქმებელს 80% უბრუნდება.

  1. ზოგიერთ სახელმწიფოში კანონით განსაზღვრულ შემწეობაზე დამსაქმებლები დამატებით ანაზღაურებას გასცემენ, რომელიც არ უნაზღაურდებათ. 

მაგალითად, ამ თანხამ შეიძლება შემოსავლის 90%-იც კი შეადგინოს. ირლანდია კონკრეტულ ზღვარს არ აწესებს, თუმცა დამსაქმებლების მიერ დამატებითი ანაზღაურების გადახდა იქ დამკვიდრებული პრაქტიკაა. 

 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი