პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

როდის და რატომ მიმართავენ პოლარიზაციას პოლიტიკური ელიტები?

სრულად

სიღარიბე – რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა

ლიბერალურმა დემოკრატიამ ფუნდამენტურად შეცვალა პოლიტიკური წარმომადგენლობის ჩარჩო. მან არ დატოვა სივრცე სახალხო საჭიროებებზე სამუშაოდ. ეს ტენდენცია გვხვდება საქართველოშიც. ის ამომრჩევლისა და პოლიტიკური ელიტის გაუცხოებაში ვლინდება. საზოგადოებისთვის სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა უმთავრესი პრობლემაა, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი არ ითვალისწინებს სოციალურ წუხილებს.

სტატიაში ვეცდებით, წარმოვაჩინოთ, რამდენად პრიორიტეტულია პარლამენტისთვის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ქვეყანაში.

სრულად

წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი საქართველოში – რატომ არ მუშაობს ხელისუფლება ხალხისთვის?

წარმომადგენლობით დემოკრატიას აქვს პრეტენზია, იმოქმედოს ხალხისთვის, ხალხის ძალით და სახელით. მისი თავდაპირველი იდეა იმ ისტორიული დისბალანსის გარღვევა იყო, რომელსაც საზოგადოებისმმართველდამართულნაწილებად დაყოფა იწვევდა. ამ მოდელში კენჭისყრის გზით შერჩეული ელიტა იღებს ძალაუფლებას. წარმომადგენლობითი სისტემის თავისებურება ის არის, რომ ერთი ელემენტისაზოგადოებრივი ინტერესი არის მისი როგორც უფლებამოსილების, ასევე ლეგიტიმაციის წყარო. წარმომადგენლობით მართვა უფლებამოსილია, თუ ის ეფუძნება სახალხო ინტერესების შეჯერების საფუძველზე გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს და ლეგიტიმურია, თუ მოქმედებს ამ ინტერესების ფარგლებში. თუმცა თანამედროვე ლიტერატურა კვლევებზე დაყრდნობით ხშირად საუბრობს ამ მოდელის კრიზისზე, რასაც ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს, მაგრამ ყველაზე ცხადად ორ რამეში ვლინდებაერთია ამომრჩევლის რეპრეზენტაციის (ვის ტოვებს პოლიტიკური პროცესების მიღმა და ვის რთავს მასში), ხოლო მეორეამომრჩევლის ინტერესების დაცვის კრიზისი. 

წარმომადგენლობის კრიზისი მხოლოდ ახალგაზრდა სახელმწიფოების პრობლემა არ არის. თუმცა მას განსხვავებული საფუძვლები და ფორმა აქვს მყიფე და მყარ დემოკრატიებში. ამ საკითხს ჩვენ საქართველოს მაგალითზე განვიხილავთ და ყურადღებას ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე გავამახვილებთ

სრულად

სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ტრაგედია – რა შეეძლო და რა გააკეთა პარლამენტმა?!

ლიბერალური დემოკრატია წარმომადგენლობითი პრინციპის მეშვეობით მუშაობს. თეორიულად ამ კონცეფციის სათავეში ხალხი და მისი ინტერესი დგას. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი იწერება ამ მოდელის კრიზის შესახებ. ავტორები ვარაუდობენ, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია ვერ ამართლებს საკუთარ მიზნებს, ის წარუმატებელია როგორც მოქალაქეთა წარმომადგენლობის, ასევე მისი ინტერესების დაცვაში. ამ მოდელის კრიზისის გლობალური ტენდენცია კარგად ჩანს საქართველოს პარლამენტის მაგალითზე. წინა სტატიებში ჩვენ ვიმსჯელეთ პარლამენტის როლზე სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა კი ვისაუბრებთ, რა შეუძლია და რას აკეთებს ის საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად სტიქიური უბედურების დროს

სრულად

ვინ წარმოადგენს ხალხს და ვინ აკონტროლებს მთავრობას?

გლობალურად მზარდი სოციალური უთანასწორობისა და მმართველი ელიტების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის შესახებ ბევრს საუბრობენ. ამ დისკუსიას ეჭვი შეაქვს მოქალაქის წარმომადგენლობის ტრადიციულ კონცეფციაში და არსებული დემოკრატიული მოდელის გადააზრების აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. ამას თავისი მიზეზი აქვსლიბერალურ დემოკრატიაში ხელისუფლება სათანადოდ ვერ წარმოადგენს ხალხს და ვერ იცავს მის ინტერესს. ამ ციკლის ფარგლებში ჩვენ პარლამენტზე, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე ვისაუბრებთ. 

სრულად

როგორ აღრმავებს პოლარიზაციას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტები?

ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ამომრჩევლის მობილიზების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ემოციური პოლარიზაციაა. ამ დროს პარტიებს არ უწევთ საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავება, პოლიტიკას პროპაგანდა ანაცვლებს, პარტიები კი მხარდაჭერის მოპოვებას ოპონენტზე უშინაარსო თავდასხმებით ცდილობენ.

სრულად

გარდამავალი მართლმსაჯულება – შემაჯამებელი

სრულად

რა არის და რატომ გვჭირდება გარდამავალი მართლმსაჯულება საქართველოში?

სრულად

რას ამბობს ეუთო უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტზე?

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და შემდეგ საზოგადოების პროტესტის გამო უარყოფილი კანონპროექტების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს კანონპროექტებს, მათ შესაძლო გავლენას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. 

სრულად

ემოციური პოლარიზაცია მოქალაქეთა ინტერესების უგულებელყოფას იწვევს

პოლიტიკური პოლარიზაცია მკაფიოდ განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა დაპირისპირებას, მათ შორის წინააღმდეგობრივი მუხტის გაძლიერებას გულისხმობს. ის ამახინჯებს ჯგუფებს შორის ნორმალურ კომუნიკაციასა და ხელს უშლის შეთანხმებას სტრატეგიულ საკითხებზე. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ პოლარიზაციის მნიშვნელობას, მის ფორმებს და ვიმსჯელებთ, როგორი გავლენა აქვს მას დემოკრატიაზე

სრულად

როდის და რატომ მიმართავენ პოლარიზაციას მმართველი ელიტები?

პოლიტიკური პოლარიზაცია სხვადასხვა ფორმით და საფუძვლით ვითარდება. ზოგიერთ შემთხვევაში პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური სხვაობა ბუნებრივად იწვევს წინააღმდეგობას. თუმცა ქვეყანაში არსებული ტენდენციები ცხადყოფს, რომ ის ხშირად ელიტებს შორის ხელოვნურად აღმოცენებული და გამიზნულად შენარჩუნებული დაპირისპირებაა. ამ სტატიაში მოკლედ ვიმსჯელებთ, როდის და რატომ ირჩევენ პოლარიზაციას მმართველი ელიტები. 

სრულად

კრიმინალი, ოცნება და რეალობა საქართველოს ისტორიაში – გვაქვს თუ არა სამართლიანობის აღდგენის შანსი?

სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია არასდროსაა წარმატებული ძალადობრივ წარსულზე სათანადო რეაგირების გარეშე. პოსტ-რეპრესიული სახელმწიფოების უახლესმა გამოცდილებამ დაამსხვრია მითი, რომ „ისტორიული ამნეზია“ კურნავს კოლექტიურ ტრავმას და სტაბილურ გარემოში დემოკრატიის შენების საფუძველს ქმნის. წარსულის დავიწყება, როგორც მართვის მეთოდი, ვერ იმარჯვებს საზოგადოებრივ მეხსიერებაზე და მუდმივად ქმნის კონფლიქტების გაღვივების, ჩაგვრის დაბრუნების რისკს. 

სრულად

როგორ იკარგება ჩვენი ხმები არჩევნებზე

სრულად

სამართლიანობის აღდგენა – საქართველოს ისტორიის რომელი ეტაპები შეიძლება მოითხოვდეს შეფასებას?

საქართველოს უახლესი ისტორიის ბევრი ეპიზოდი მოითხოვს შეფასებას. ძალადობრივი გამოცდილების უგულებელყოფა ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დადგენას, შერიგებას, ჩაგვრის პრევენციასა და დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ამის საპირისპიროდ არსებობს გარდამავალი მართლმსაჯულების, ანუ სამართლიანობის აღდგენის, კონცეფცია, რომელიც გვაჩვენებს წარსულის ანალიზისა და მომავალი განვითარების გზებს. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ძირითად ისტორიულ ეტაპებს, რომელთა კონტექსტშიც ღირს საქართველოში ამ იდეაზე საუბარი. 

სრულად

გარდამავალი მართლმსაჯულების მოდელები და გამოცდილება

გარდამავალი მართლმსაჯულების კონცეფცია გასული საუკუნის ბოლოს, ავტორიტარული რეჟიმების რღვევის ფონზე განვითარდა. ამ პროცესს ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებულმა პოლიტიკურმა გარდაქმნებმა შეუწყო ხელი.  სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ გარდამავალი მართლმსაჯულების გამოცდილებას ზემოთ აღნიშნული რეგიონების მაგალითზე.

სრულად

რას გულისხმობს და როგორ მუშაობს გარდამავალი მართლმსაჯულება?

წარსულის დავიწყება დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ავტორიტარული რეჟიმების მსხვრევის და სახელმწიფოს ხელახალი შენების მშვიდობიან გზად. თუმცა სამართლიანობამ სახელმწიფოებს კოლექტიურ ტრავმებზე სრულფასოვანი რეაგირება მოსთხოვა. ამ იდეაზე დაყრდნობით განვითარდა გარდამავალი მართლმსაჯულება. სტატია მოკლედ ხსნის, რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს გარდამავალი მართლმსაჯულება

სრულად

ალტერნატივა სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად

პოლიტიკური სისტემა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ორგანოების ფუნქციონირებაზე. უმრავლესობის (მაჟორიტარული) პრინციპით მართვა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას უწყობს ხელს. ამდენად, ის ეფექტიანი საჯარო ადმინისტრირების მოლოდინს ქმნის. თუმცა ფაქტია, რომ ამ მოდელით საქართველომ ვერ შეძლო მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა შეექმნა. შედეგად კი გააქტიურდა მსჯელობა საყოველთაო ჩართულობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული (კონსენსუალური) დემოკრატიის შესახებ. სტატიის მიზანია, დაგვანახოს, რომ ამ უკანასკნელს სამართლიანი მართლმსაჯულების შემოთავაზება შეუძლია.

სრულად

რა დისკუსია მიმდინარეობს საარჩევნო ბარიერის შესახებ ევროკავშირში?

საარჩევნო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ელემენტია. განმსაზღვრელია, რამდენად შეუძლია მას ყველა მოქალაქე თანასწორად და სამართლიანად წარმოადგინოს პოლიტიკურ პროცესებში. მასში გადამწყვეტი როლი ენიჭება საარჩევნო ბარიერს. მაღალი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პროცესებში დაბალი წარმომადგენლობის საფრთხეს ქმნის. სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს საარჩევნო ბარიერები და მასთან დაკავშირებული კრიტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

სრულად

საგამოძიებო კომისიის მანდატი და მისი შექმნის საჭიროება

სრულად

პლებისციტური დემოკრატია: რას ნიშნავს და როგორ მანიპულირებენ მისით?

პლებისციტური დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივაა, ზღუდავს ელიტების ძალაუფლებას და აძლიერებს ხალხის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. იგი ნამდვილი, სახალხო დემოკრატიის ფორმაა. თუმცა დემოკრატიის სასარგებლოდ მხოლოდ იმ სისტემაში მოქმედებს, რომელშიც აღკვეთილია პოლიტიკურ პროცესებზე ერთპიროვნული გავლენის, მანიპულაციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე. ავტორიტარული ტენდენციების მქონე ქვეყნებში იგი კარგავს დემოკრატიულ ბუნებას და რეჟიმის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი ხდება. სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს პლებისციტური დემოკრატიის იდეა და მისი ბოროტად გამოყენების მაგალითები

სრულად

რა შეგვიძლია ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხო კანონის წინააღმდეგ?

სრულად

საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს

სრულად

საგამოძიებო კომისია

სრულად

რას აშავებდა უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი?

სრულად

რატომ გვჭირდება კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა?

არჩევანი კონსენსუალურ და მაჟორიტარულ პოლიტიკურ სისტემებს შორის არსებითად განსაზღვრავს დემოკრატიის არქიტექტურას სახელმწიფოში. მაჟორიტარიზმი (უმრავლესობის მმართველობა) ძალაუფლებას ერთი გუნდის, უმრავლესობის ხელში აგროვებს. ხოლო, კონსენსუალური, შეთანხმებაზე დაფუძნებული დემოკრატია მას სხვადასხვა ჯგუფს შორის აზიარებს და თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის. ამ სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს მათ შორის არსებული სხვაობა და აჩვენოს, რატომ გვჭირდება კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა. 

სრულად

საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს

დემოკრატიას არასდროს ჰქონია ფუფუნება, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მსურველთათვის კარი დაეხურა. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღებისას მუდამ საპირისპიროდ მოქმედებდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა). 

სრულად

რატომ არის უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტები ღირსების შემლახველი?

რას მოიცავს სიტყვა „აგენტის“ მნიშვნელობა?

როდესაც რუსო „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ მესამე წიგნში „მთავრობას“ ტერმინ „აგენტით“ მოიხსენიებდა, მას ამით, არა მხოლოდ, იმის თქმა სურდა, რომ ეს „მთავრობა“ სუვერენის (ანუ ხალხის) ნდობით აღჭურვილი პირია, არამედ იმისაც, რომ ამ სტატუსის მატარებელს საკუთარი, ინდივიდუალური ნება არ გააჩნია. მისი ფუნქცია ხალხის დავალების ფარგლებში მოქმედება ანუ ადმინისტრირებაა. ასეთივე მნიშვნელობითა, ეს სიტყვა გამოყენებული საქართველოს პირველი კონსტიტუციის განმარტებებში. აქ გაკრიტიკებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთი მოდელი, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლება „სრულიად ექვემდებარება ცენტრს“ და ამდენად, არის „აგენტი“, რომელიც „გამოხატავს ცენტრის ნებას“. გერმანელი მეცნიერი იულიუს ჰაჩეკიც, ვისი იდეების გავლენაც ჩვენს მაშინდელ უზენაეს კანონზე დიდია, როდესაც სურს უმეშვეო დემოკრატიაში აღმასრულებელი ხელისუფლების სუვერენიტეტისგან დაცულობას გაუსვას ხაზი, მას საკანონმდებლო შტოს „მსახურ აგენტს“ უწოდებს. ინგლისურ ენაში სიტყვა „აგენტის“ ამგვარი გაგება, მერიამ-ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით, შუა საუკუნეების ლათინურიდან შევიდა. ერთ-ერთი მნიშვნელობით ის აღნიშნავდა პირს, ვინც უფლებამოსილია იმოქმედოს სხვისთვის.

„აგენტი“ კერძო ურთიერთობებშიც სწორედ ამ შინაარსით დამკვიდრდა. მის ქვეშ მოიაზრება პირი, რომელიც მარწმუნებლის დავალებით შედის კონკრეტულ პროცესში. გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა, უძრავი ქონების აგენტი, მუსიკოსის აგენტი, გაყიდვების აგენტი და ა.შ. თუმცა, მათ ყველას ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ: „აგენტი“ ის არის, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სხვა ძალის სახელით, ამ ძალის ინტერესებისთვის. მისი ნებისმიერი მოქმედება მარწმუნებლის მოქმედებაა. მას არასდროს არ აქვს უფლება ჩაანაცვლოს იმის ნება, ვისთვისაც მუშაობს.

სრულად

რატომ არის ანტიდემოკრატიული უცხოური გავლენის შესახებ კანოპროექტები?

დემოკრატია სხვა არაფერია თუ არა მოქალაქეთა საერთოზე ზრუნვის მიზნით შეკავშირება. მისი ფუნდამენტია რწმენა, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად ერთმანეთი და ერთმანეთთან თანამშრომლობა სჭირდებათ. სწორედ ამ ფუნდამენტური კავშირების მორღვევას ცდილობდა საკანონმდებლო ინიციატივები უცხოური გავლენის შესახებ. 

სრულად

რა უნდა დავუპირისპიროთ პოლიტიკურ პოლარიზაციას

ქართველი პოლიტიკოსები უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობენ იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. მათი ყურადღება მეტწილად ერთმანეთთან პერსონალური დაპირისპირებისკენაა მიმართული და ბუნებრივია, ამომრჩევლისთვის საჭირბოროტო საკითხები მის მიღმა რჩებათ.

ეს პოლარიზაციის შედეგია, იმ პრობლემის, რომლის მოგვარების პირობაც ევროკავშირმა საქართველოს, წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ, ივნისში დაუდგინა. ევროკომისიას სურს იმ ქვეყნებს მიანიჭოს ეს სტატუსი, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას ცდილობენ. გამართული სისტემის პირობებში ისინი უკეთ იზრუნებენ საკუთარ მოქალაქეებზე და მეტად სტაბილურები იქნებიან. ასეთი პარტნიორის ყოლა კი ევროკავშირისთვისაც ხელსაყრელია.

რატომ განვიხილავთ ამ თემას?

ორი მიზეზი არსებობს:

  1. საქართველოს მოქალაქეების 83%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. პოლარიზაცია კი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი დაბკოლებაა;
  2. პოლარიზაციის პირობებში იმ პრობლემებზე სამსჯელოდ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს პოლიტიკურ სივრცეში ადგილი აღარ რჩება. ეს კი ამ პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის და სტაგნაციას განაპირობებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოცემულ მომენტში, დეპოლარიზაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუმცა, საჭიროა, მკაფიოდ განვსაზღვროთ, რას მოვიაზრებთ ტერმინის ქვეშ. ეს იმაშიც დაგვეხმარება, გავიგოთ სად არის პრობლემის სათავე და იმაშიც, როგორ მოვაგვაროთ ის. 

სრულად

„რბილი ევროსკეპტიციზმი“ და „მყარი ატლანტიციზმი“ – რას უნდა ელოდოს საქართველო იტალიის ახალი მთავრობისგან

25 სექტემბერს იტალიის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა ალიანსმა, რომელსაც სათავეში ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონის პარტია, „იტალიის ძმები” უდგას. კოალიციაში, ასევე, არიან სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალია” და მემარჯვენე პოპულისტური „ლიგა”, რომლის ლიდერიც ევროსკეპტიციზმით გამორჩეული ფიგურა – მატეო სალვინია. ახალი კაბინეტი 22 ოქტომბერს ოფიციალურად დამტკიცდა

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

გამარჯვებული კოალიცია იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მმართველი ძალაა. ძალაუფლება მათ ხელში საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ისტორიულად უაღრესად პროევროპულია, ეს კი თავისთავად აისახება საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ჩვენი კომენტარი

მიუხედავად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მოსალონდელი ცვლილებებისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ჯორჯია მელონის მთავრობას აიძულებს, იტალიის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მნიშვნელოვნად არ გადაუხვიოს.

სრულად

რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში – როგორ შეიძლება ვუპასუხოთ ამ გამოწვევას?

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მისივე მოქალაქეების ნაწილს უბიძგა საცხოვრებლად სხვა ქვეყნების ძებნა დაეწყოთ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გახდა, რაც საქართველოს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო. ამის ერთი მიზეზი სახმელეთო საზღვრი, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივეა.

რა პირობები ხვდებათ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?

  • ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა – რაც მათ შესაძლებლობას აძლევს საქართველოში 1 წლით დარჩნენ;
  • ამ ვადის გასვლის შემდეგ, შეუძლიათ, სიმბოლურად, გადაკვეთონ უახლოესი საზღვარი და შემობრუდნენ – 1 წლის ათვლა კი თავიდან დაიწყება.

ეს რეჟიმი იდეალურ პირობებს ქმნის მათთვის, დარჩნენ აქ რა ვადითაც სურთ, ან გამოიყენონ საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა.

სრულად

რა არის ოლიგარქია?

სრულად

რუსეთის შეჭრა უკრაინაში – რაში ცდება მემარცხენეების ნაწილი?

მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც უკრაინაში რუსეთის იმპერიალისტურ შეჭრამდე იყო და კრიტიკული თეორიაც ვეღარ იაზროვნებს იმ კატეგორიებით, იმ თეორიული ჩარჩოთი, რომლითაც იქამდე აზროვნებდა.

რატომ განვიხილავთ ამ თემას?

ეს უსამართლო ომი, რომელიც რუსეთმა, ჩვენს სამეზობლოში და ჩვენს წინააღმდეგ, გააჩაღა, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ თეორიულ დებატებს ანალიზისთვის ჩაგვრის კონკრეტულ, თანამედროვე მაგალითებს აძლევს. სიბრმავეა მისი ვერ დანახვა და სიჯიუტე უგულებელყოფა, თუმცა კრიტიკული სკოლის ზოგიერთი წარომადგენელი ამ ხაფანგში გაება.

ქართული მეინსტრიმული წყაროები სიამოვნებით ავრცელებენ იმ თეორიულ შეცდომებს, რასაც კრიტიკული სკოლის წარმომადგენელთა ნაწილი უშვებს. ასე განზრახ მოქმედებენ. საკუთარი ნეოლიბერალური დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ სურთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დაუხატონ სურათი, რომელშიც კრიტიკულ აზრს არსებულ ვითარებაში გარკვევის არ შეუძლია, სადაც ის ძველი, გამოუსადეგარი ინსტრუმენტების მორგებას ცდილობს ახალი სიტუაციისთვის, და რა გასაკვირია, რომ მარცხდება.

სინამდვილეში კი ვითარება ასეთია: კრიტიკული თეორიის მიმდევრებს შორის ორი პოზიცია გამოიკვეთა. პირველი უთანაგრძნობს უკრაინას, მაგრამ წირავს მას, მეორე კი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

ჩვენი კომენტარი:

მემარცხენე ინტელექტუალების პირველმა ნაწილმა საკუთარი იდეოლოგიური სიხისტის, რეგიონის შესახებ მწირი ცოდნის, რიტორიკაში მემარჯვენე კატეგორიების შემოტანის, უკრაინელი ხალხის უგულებელყოფის შედეგად, დაკარგა რეალობის გაგების შესაძლებლობა. მათი ანალიზი უკრაინის ომის შესახებ არასანდო და ზედაპირულია. შესაბამისად, არსებული კონტექსტისთვის გამოსადეგი კრიტიკული ანალიზი უმთავრესად იმ ანალიტიკოსებთან უნდა ვეძებოთ, რომლებიც თავად არიან ამ სივრცის ნაწილი, საკუთარ თავზე გამოუცდიათ რუსეთის მცდელობები, მათი ქვეყნებისთვის თავს მოეხვია საკუთარი ძალაუფლება.

სრულად

რა რეფორმები უნდა გატარდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

სრულად

რა პროცედურით დაკომპლექტდება ტექნიკური მთავრობა კონსტიტუციის მიხედვით?

სრულად

რა გვჭირდება დეპოლარიზაციისთვის?

სრულად

როგორ ცდილობს ქართული ოცნება კრიზისები “გადააგოროს”

სრულად

ზუსტად რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა?

სრულად

რატომ გვჭირდება ტექნიკური მთავარობა?

სრულად

რა არის პოლარიზაცია?

სრულად