შუქრუთის პროტესტის მონაწილე სამი პირის სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფომ განგრძობადი პროტესტის ფარგლებში, მაღაროს შესასვლელის ბლოკირებისთვის დაიწყო. საქმის მასალების თანახმად, ამას წინ უძღოდა პროტესტის რამდენიმე მონაწილის, ყოველგვარი ძალადობის თუ მუქარის გარეშე, მაღაროს თანამშრომლისადმი მოწოდება, რომ არ ჩაერთოთ მაღაროში სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელი სავენტილაციო სისტემა, რასაც ამ მოწოდების შესრულება მოჰყვა. ამ სტატიაში შუქრუთელების მიმართ წაყენებულ ბრალზე და სახელმწიფოს მხრიდან პროტესტის ფორმების კრიმინალიზებაზე ვისაუბრებთ.
სასამართლოს შეუძლია ინსტრუმენტული როლი შეასრულოს კონკრეტული სფეროების განვითარებაში, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს ვალდებულებების ფარგლების დადგენაში. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, რა როლი აქვს სასამართლოს პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.
ამ სტატიით ვაგრძელებთ სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განმარტებების მიმოხილვას. ამჯერად, საარსებო შემწეობის ირგვლივ განვითარებულ პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.
2023 წელს, უზენაესმა სასამართლომ სოციალური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიმოხილვა გამოაქვეყნა, მათ შორის, დევნილებისა და ეკომიგრანტების საცხოვრებლის უფლებაზეც. შემთხვევითი არ არის, რომ დოკუმენტში საცხოვრებლის უფლება სხვა კონტექსტში საერთოდ არ გვხვდება. სასამართლო საცხოვრებლის უფლების დაცვაში საკუთარ როლს შეზღუდულად ხედავს. ამ სტატიაში საცხოვრებლის უფლების შესახებ განვითარებულ სასამართლოს პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.
თითქმის ნახევარი წელია, ჭიათურის სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტია. ადგილობრივი მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დანგრეული და დაზიანებული სახლებისთვის კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას ითხოვს. მათი პროტესტი 160 დღეზე მეტია კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან მიმდინარეობს. რამდენიმე ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. კომპანიამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასამართლოს და სამართალდამცავ უწყებებს მიმართა. შედეგად, ადგილობრივების მიმართ ახლა რამდენიმე საქმის წარმოება მიმდინარეობს, მათ შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების. 2024 წლის 9 აგვისტოს, სწორედ მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში, რომლითაც კომპანია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე მილიონი ლარის ანაზღაურებას ითხოვს, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მიიღო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილება და აქციის მონაწილეებს კომპანიისათვის „სასარგებლო წიაღისეულის სამთო–მოპოვებით საქმიანობის განხორციელებაში რაიმე ფორმით ხელშეშლა“ აუკრძალა. უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათის ღონისძიებაა. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ სასამართლოს არ მიუღია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი რუსიაშვილი გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს შუქრუთელების მიმართ სასამართლოს მიერ გამოყენებული ღონისძიების შესახებ.
სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება, ევროკავშირთან დაახლოების გარდაუვალი წინაპირობაა. ეს რეკომენდაციები სისტემური და ყოვლისმომცველია, ხელისუფლების მიდგომა სასამართლო რეფორმის მიმართ კი ტრადიციულად ზედაპირული და მოჩვენებითი. ამას პარლამენტის მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებიც ადასტურებს. ამ სტატიაში სწორედ ამ ცვლილებებს განვიხილავთ და ვნახავთ, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
ვეტინგის საფუძვლები საქართველოს სასამართლოში
საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა მართლმსაჯულების გაჯანსაღება და ამ მიზნით სასამართლოში ვეტინგის ჩატარებაა. სტატიაში იმ გამოწვევების ნაწილს მოვუყრით თავს, რომლებიც სასამართლოში ვეტინგის ჩატარების საჭიროებაზე მიუთითებს.
ვეტინგის შესახებ მიმდინარე დისკუსიები საზოგადოებას უჩენს კითხვას, ვინ და რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს მოსამართლეები, რომელთაც დანიშვნამდე თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურა ერთხელ უკვე გაიარეს. ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ.
სოციალურ კეთილდღეობას და პოლიტიკურ მშვიდობას დამოუკიდებელი ინსტიტუტები ქმნის. პოლიტიკური ჯგუფების თუ კორპორაციული გავლენების პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია. ვეტინგის ამოცანა სწორედ ამ გავლენებისა და კონტროლისაგან სასამართლოს ინსტიტუციური გათავისუფლებაა. ვეტინგით დასახული ამოცანები რამდენიმე მეთოდით მიიღწევა და მათ ამ სტატიაში მიმოვიხილავთ.
ბოლო პერიოდის აქციებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს რეპრესიის მასშტაბი. ის პროტესტის ჩახშობას ყველაზე მძიმე მექანიზმებით ცდილობს, აცოცხლებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დასჯის, პოლიციის ძალის გადამეტებისა და დაუსჯელობის წარსულ პრაქტიკას. პოლიციამ ამ დრომდე აქციებზე, სხვადასხვა საფუძვლით, 200 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს. მედიასაშუალებებებით არაერთი ფაქტი გავრცელდა, რომელიც აჩვენებს დაკავებისას პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა მიზანმიმართული ანგარიშსწორებისა და მძიმე ფიზიკური დაზიანების ფაქტებს. დაკავებისას ძალის გადამეტების გამო, რამდენიმე პირს სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე არც ერთი პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. სახელმწიფო ამის გამართლებას ხშირად ერთი არგუმენტით ცდილობს − თითქოს ვერ ახერხებს მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირებას.
ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ნიშნავს სახელმწიფოს ეს არგუმენტი სინამდვილეში.
15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის 7 პირი სისხლის სამართლის წესით. ასევე, საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე ინტენსიურად იბარებენ დემონსტრანტებს. ამ სტატიაში მოკლედ ვიმსჯელებთ იმ დანაშაულებზე, რომელთა გამოყენებითაც სახელმწიფო დემონსტრანტების დაფრთხობას და პროტესტის შესუსტებას ცდილობს.
ხელისუფლებამ საკუთარი საზოგადოებისთვის მიცემული პირობა გატეხა და კანონპროექტი ხელახალი განხილვისთვის პარლამენტში დააბრუნა. ახლა კი ხელისუფლების პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს ინიციატივა გამჭვირვალობის არგუმენტით შეფუთოს და თან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ანალოგიური კანონები დემოკრატიულ სისტემებშიც მოქმედებს. ამ სტატიის მიზანია საზოგადოებას გააცნოს სიმართლე კანონპროექტის შესახებ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, არაერთხელ და დემონსტრაციულად, რეაგირების გარეშე დატოვა მოწოდებები სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე, ვენეციის კომისიამ, პირველად და მკაფიოდ მიუთითა საქართველოში ვეტინგის მექანიზმის გამოყენების იდეაზე. მოგვიანებით ეს საკითხი დღის წესრიგში ევროკომისიამაც დააყენა. გასულ წელს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან ერთად, ევროკავშირის 9 პრიორიტეტში ჩაიწერა კეთილსინდისიერების შემოწმების სპეციალური მექანიზმის დანერგვის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების მიმართ. ვეტინგთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დაგროვდა და შევეცდებით მათ ამ ტექსტში ვუპასუხოთ.
ბოლო წლებში ჯანდაცვის სექტორში ხარჯების ზრდისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება. სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვაში მნიშვნელოვანი რგოლი პირველადი ჯანდაცვაა, რომლის მასშტაბიც საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია.
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. თუმცა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებებზე ფიზიკურ წვდომას მაინც აფერხებს გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა. ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი ენის ბარიერის, ექიმების შეზღუდული სამუშაო გრაფიკის, არასაკმარისი რესურსებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო სრულყოფილი სერვისის მიღება მაინც უჭირთ.
სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი ქვეყანაში მოქმედ ჯანდაცვის მოდელთანაა დაკავშირებული. მართალია არ არსებობს საუკეთესო ჯანდაცვის ერთი კონკრეტული მოდელი, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ნებისმიერ სისტემაში პრიორიტეტული უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის განვითარება, ჯანდაცვით საყოველთაო მოცვა, ხარისხიანი, უსაფრთხო, დროული და ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, რომელსაც კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში ეფექტიან კონტროლს სახელმწიფო გაუწევს.
ჯანმრთელობა ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის საზომია. მასზე ზრუნვა სცდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და სახელმწიფოს ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის ისეთი სისტემის შექმნას ავალებს, რომელიც საზოგადოების ყველა ჯგუფს მისწვდება.
სახელმწიფო უფასო სრულფასოვან იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს მათ, ვინც სამართალწარმოების ხანგრძლივ, რთულ და ძვირადღირებულ პროცესს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. თუმცა, ეს სერვისი არ არის საყოველთაო, ანუ მას ყველა უპირობოდ ვერ მიიღებს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებისთვის.
სასამართლოში სამართალწარმოება ქართულად მიმდინარეობს, ხოლო მას, ვინც სახელმწიფო ენას ვერ ფლობს, სახელმწიფოს ხარჯზე ენიშნება თარჯიმანი. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა სირთულეები ექმნებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თარჯიმნის სერვისით სარგებლობისას.
სასამართლოს გზით უფლებების დაცვას ფინანსური ხარჯები ახლავს თავს. ზოგჯერ კი ეს გარდაუვალი ხარჯები მოქალაქეს სამართლებრივი დავისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს და პრობლემების ამ გზით გადაჭრაზე უარს ათქმევინებს. ეს სტატია სწორედ სასამართლო დავასთან დაკავშირებულ ხარჯებს მიმოიხილავს.
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა არის უფლება, რომელიც უპირველესად მასზე ტერიტორიულ და ფიზიკურ წვდომას მოიაზრებს. უფრო ფართო გაგებით, ეს პრინციპი მოითხოვს ყველა იმ სოციალურ-პოლიტიკური ბარიერის გაუქმებას, რომელიც მოქალაქეებს ურთულებს ამ უფლებით სარგებლობას. ასეთი ბარიერები შეიძლება იყოს სასამართლო ხარჯები, სამართალწარმოების ენა, იურიდიული დახმარების არქონა და სხვა. სტატიების ამ ციკლში, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე და ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებულ ბარიერებზე ვისაუბრებთ.
სოციალური სახელმწიფოს შესახებ კონსტიტუციაში გაცხადებული მიზნის მიუხედავად, დღეს სოციალური პოლიტიკის სიმყიფე და ქვეყანაში არსებული სიღარიბე სრულიად თვალსაჩინოა. არაერთი ადამიანი ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას ემიგრაციითაც ცდილობს. სოციალური უფლებებით სათანადო სარგებლობისთვის საკვანძოა სასამართლოს როლი, რომელსაც კონსტიტუცია აძლევს შესაძლებლობას, ჩაერიოს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარ როლს არ ასრულებენ.
საქართველომ, კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დეკლარირებით, მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღო. ეს ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნასაც გულისხმობს, რაც დღეს არაერთი ადამიანის პრობლემაა, მაგალითად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირების, რომლებსაც ჩვენი კანონმდებლობა ეკომიგრანტების სახელით იცნობს.
არასათანადო პოლიტიკისა და არასაკმარისი სახსრების გამო, განსახლების მოლოდინში წლობით ყოფნის პარალელურად, ეკომიგრანტები გადარჩენას ნათესავების, ახლობლების, ოჯახის წევრების საცხოვრებლებში ცდილობენ. სახელმწიფო კი ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას კიდევ უფრო აჭიანურებს. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებებიდანაც ირკვევა, ამგვარი გაჭიანურება სააგენტოს მხრიდან სრულიად არასწორი პრაქტიკაა. თუმცა, თავის მხრივ, ვერც სასამართლო ახერხებს ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას.
ეკომიგრანტების განსახლების საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს. მაგალითად, სახელმწიფოს უარი განსახლებაზე სასამართლოში საჩივრდება და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ამ სტატიაში სწორედ სასამართლოს პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.
ეკომიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ევალება. ეკომიგრანტების ყოველდღიურ გამოწვევებზე ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
რამდენიმე კვირის წინ რაჭისა და გურიის რეგიონებს დამანგრეველი სტიქია დაატყდა თავს, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მუდმივი საცხოვრებლის დატოვება აიძულა ბევრ ოჯახს. ამ სტატიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და მასში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ.
ჩვენს გარშემო არაერთი ოჯახი კარგავს უკანასკნელ საცხოვრებელს ფინანსური ვალდებულებების გამო. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად და გარდაუვალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ფინანსურ სახსრებს ეძებენ და ხშირად ეს ძიება მევახშისგან თანხის აღებით სრულდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორი საფრთხეები და სირთულეები ახასიათებს ასეთ სასესხო ურთიერთობებს. კანონი ვერ იცავს მოვალეებს მევახშეთა თვალთმაქცური და თაღლითური სქემებისგან და სამწუხაროდ, ამას ვერც სასამართლო ახერხებს. ამ სტატიაში მოგიყვებით რა და როგორ უნდა შეცვალოს სასამართლომ საცხოვრებელთან დაკავშირებული დავების განხილვისას.
სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზება და დაცვა დღემდე მნიშნელოვან გამოწვევად რჩება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებით განვითარდა, რომლის მიხედვითაც, თავისუფალ კონკურენციაზე ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკას მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა სოციალურ კეთილდღეობაზეც. ეს მიდგომა ძლიერ ეკონომიკას ღირსეული ცხოვრების წინაპირობად მიიჩნევდა, რომელშიც ბაზარი სათანადო სამუშაო ადგილების და დოვლათის უზრუნველყოფით „აწარმოებდა კეთილდღეობას.“ ამ მიდგომამ სოციალურ უფლებებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოდან ინდივიდუალურ პირებზე და კერძო სექტორზე გადაიტანა. ეს, დღეს თითქოს მოძველებული, რიტორიკა ჯერ კიდევ მყარად არის სახელმწიფოთა სოციალური პოლიტიკის საფუძვლებში შემორჩენილი. ამ მიდგომამ ხელი შეუშალა სოციალური უფლებების აღიარებასა და დაცვის ჯეროვანი სისტემის შექმნას, რადგან სადავო გახადა მისი სასამართლოს გზით აღსრულების საკითხი. თუმცა დღეს უკვე ადამიანის უფლებათა თანამედროვე დოქტრინა მკაფიოდ უპირისპირდება ამ მიდგომას. ის მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სასამართლოს სოციალური უფლებების დაცვის კუთხით.
ოჯახები თვალთმაქცური სქემის შედეგად დაკარგულ საცხოვრებლებს, როგორც წესი, საკუთარი ნებით არ ტოვებენ. მათი გამოსახლებისთვის მევახშეები სასამართლოებს მიმართავენ. ასეთ დავაში კვალიფიციური იურიდიული წარმომადგენლობა და სასამართლოს როლი მოვალეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „[პირს] დაეკისროს […] ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის – 20 ლარის უკან დაბრუნება თვეში 20%-ის დაფარვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.“ 2018 წლის ეს საქმე ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის ბიუჯეტში უკან დაბრუნებას ეხება. სტატიაში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ 2018-2020 წლების სასამართლო პრაქტიკას მიმოვიხილავთ.
სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის უკეთესობისკენ შეცვლა და საარსებო შემწეობით სარგებლობაზე წვდომის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მოცემულ ჭრილში.
უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში სასამართლოს გადამწყვეტი როლი ენიჭება. საინტერესოა, თავად სასამართლო როგორ ხედავს საკუთარ დანიშნულებას ამ პროცესში. სტატიაში მოგიყვებით, რომელი ტენდენციები იკვეთება სასამართლოს მუშაობაში, როდესაც საქმე სესხს და მისგან გამომდინარე საცხოვრებლის დაკარგვის რისკს უკავშირდება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ სასესხო ურთიერთობებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, რადგან სესხის საკითხი ორ მხარეს შორის ინდივიდუალური ინტერესების საფუძველზე წყდება. თუმცა, ახლოდან დაკვირვებისას აშკარა ხდება, თუ რამდენი უსამართლობა და „თაღლითობა“ იჩენს თავს ამ სფეროში მოწყვლადი ადამიანების ხარჯზე. სასესხო ურთიერთობების რეგულაცია და სასამართლო კონტროლი სწორედ იმისთვისაა აუცილებელი, რომ ისედაც რთულ სოციო-ეკონომიკურ სიტუაციაში საქართველოს მოქალაქეები უფრო არ დაზარალდნენ და უკანასკნელი ქონება არ დაკარგონ.
სიღარიბე ჩვენი თანამოქალაქეების მთავარი გამოწვევაა, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ძირეულ პრობლემაზე მიუთითებს. თუმცა, სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სოციალური უფლებების დაცვასა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს უფლების დარღვევის ფაქტი, განსაზღვროს საკომპენსაციო ზომა და საფუძველი ჩაუყაროს სოციალურად მგრძნობიარე პოლიტიკას რათა, წინ აღუდგენს სამომავლო ჩაგვრას.
პირველ სტატიაში უკვე აღვწერეთ უთანასწორო სასესხო ურთიერთობები, რომელთა გამოც საქართველოში მრავალი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ამ პრობლემის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა გარკვეული სტანდარტები ფიზიკური პირების სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობისაგან დასაცავად. სწორედ ამ სტანდარტებზე ვისაუბრებთ დღეს.
არსებობს მითი, რომ ძლიერი საბაზრო ეკონომიკა ისეთ საზოგადოებრივ პირობებს ქმნის, რომლებშიც სოციალური უფლებები თვითაღსრულებადია, სახელმწიფოს კი ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა უწევდეს. ეს ხედვა ხელს უშლის ეროვნულ კანონმდებლობებში სოციალური უფლებების განმტკიცებასა და მათი სასამართლოს გზით აღსრულებას. თუმცა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა აღიარებს სასამართლოს როლს სოციალური უფლებების დაცვაში და ადგენს სტანდარტებს, რომლითაც მან სოციალური საკითხების განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს.
რა არის ეს სტანდარტები და როგორ უნდა ავამოქმედოთ ისინი?
ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, 13 ივნისს, პარლამენტმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებები მიიღო. სტატიით შევაფასებთ, რამდენად თანხვედრაშია მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებთან, როგორც ამას ევროკავშირი მოითხოვს და, შესაბამისად, რამდენად პასუხობს ეს კანონი 2022 წელს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკის განსაზღვრაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ცენტრალურ როლს ასრულებს. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ გააფართოვა სასამართლოს განმარტებებმა პაციენტის უფლებების დაცვის სტანდარტი ევროკავშირში.
ევროკავშირში, როდესაც დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ორ ქვეყანაზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს – პოლონეთსა და უნგრეთზე. ანტიდემოკრატიულმა პროცესებმა განსაკუთრებით საშიში ბუნება უნგრეთში მიიღო, სადაც ხელისუფლებამ მართლმსაჯულება და სხვა საჯარო ინსტიტუტები, მედია და სამოქალაქო სექტორი, დიდწილად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უნგრეთს საერთოდ აღარ მიიჩნევს დემოკრატიად. ის კანონის უზენაესობის ინდექსით ევროკავშირში ბოლო ადგილზეა და სხვა არაერთ ქვეყანასაც, მათ შორის, საქართველოსაც, ჩამორჩება. რაც შეეხება პოლონეთს, მას ამ ინდექსში ბოლო წლებში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს.
ამ სტატიაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ დემოკრატიის დასაცავად მიღებულ სამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მოგიყვებით.
ევროკავშირის სასამართლო, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით, ევროკავშირის ყველაზე ეფექტიან ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ,,ჭეშმარიტად რევოლუციურსაც“ კი უწოდებენ. წინამდებარე სტატია სწორედ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ) საინტერესო განმარტებებს მიმოიხილავს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა შეუძლებელია. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა სტანდარტების გათვალისწინებას სთხოვს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს კანონის წინაშე თანასწორ მოპყრობას, თანაბარ შესაძლებლობებსა და დაცვას ჰპირდება. ამაში კი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მთავარი როლი აქვს.
2015 წლიდან, პოლონეთის ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის მოსვლის შემდეგ, პოლონეთის სასამართლოს მძიმე პოლიტიკურ შეტევებთან უწევს გამკლავება. ამ წლების განმავლობაში პოლონეთის სასამართლომ და საზოგადოებამ წინააღმდეგობისა და ორგანიზების საინტერესო გამოცდილება შექმნეს. სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად სულ რამდენიმე კვირის წინ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იმართებოდა ისრაელშიც, რამაც პრემიერ ნეთანიაჰუს უკანდახევა აიძულა.
სპეციალიზებული სასამართლო მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია და მისი ამოცანაა, განიხილოს სპეციფიკური საკითხები, მაგალითად, სოციალური, შრომითი ან ფინანსური დავები. სპეციალიზებული სასამართლო ძირითად იქმნება ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც გამოირჩევა კომპლექსურობით და მოითხოვს განსხვავებულ ცოდნას, გამოცდილებას და, შესაძლოა, პროცედურებსაც.
უნგრეთში სასამართლოზე შეტევა 2010 წელს ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის მოსვლას უკავშირდება. ამ სტატიაში უნგრეთის სასამართლოს მდგომარეობასა და საერთაშორისო ინსტიტუტების რეაქციაზე მოგიყვებით.
სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შექმნის პროგრესულ პოლიტიკას და დემოკრატიულ სისტემას. თუმცა შეუძლია, წინ აღუდგეს ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმების გეგმებს და შეაფერხოს მათი განხორციელება. ამისათვის სასამართლო თავად უნდა იყოს პროგრესული იდეების ერთგული. წინამდებარე სტატიაში სწორედ პროგრესული მართლმსაჯულების შესახებ მოგიყვებით.
2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ მოვიდა, რომელმაც მალევე დაიწყო სასამართლოზე შეტევა. წინამდებარე სტატიაში ამ მოვლენებზე მოგიყვებით.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან არის დაკავშირებული, რომელთა შორის საკვანძო ადგილი მართლმსაჯულების რეფორმას უჭირავს. ამ სტატიის მიზანია, თავი მოუყაროს ძირითად საერთაშორისო რეკომენდაციებს სასამართლოსთან დაკავშირებით.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემიდან ამოიზარდა და დღემდე მისი განუყოფელი ნაწილია. ამ სისტემას სხვადასხვა დროს განსხვავებული როლი და გამოწვევები ჰქონდა. სტატიის მიზანი სწორედ ამ საკითხების მიმოხილვაა.
ეს საინფორმაციო სტატია აგრძელებს ქართული სასამართლოს შესახებ სხვადასხვა დროს მომზადებული საერთაშორისო შეფასებების მიმოხილვას. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ამგვარი შეფასებები 2004-2012 წლებისათვის. ახლა კი გვინდა, თავი მოვუყაროთ ძირითად შეფასებებს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.
მოსამართლეების სავიზო შეზღუდვებს პოლიტიკურ ჯგუფებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილისთვის ეს მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების მხილებაა, მმართველი პარტიისთვის კი სასამართლოზე თავდასხმა, მაშინ როცა, მათივე შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს მძიმე მდგომარეობა ასევე მწვავედ არ ფასდებოდა. ამ სტატიაში სწორედ 2004-2012 წლებში სასამართლოს მიმართ აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს გაგაცნობთ.
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, რითაც მათ და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. საპარლამენტო ოპოზიციამ ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, ქართულმა ოცნებამ კი „სოლიდარობა“ გამოუცხადა დასანქცირებულ მოსამართლეებს და ოპოზიციას საგამოძიებო კომიიის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევს.
5 აპრილს, კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო, აშშ-მ საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, აგრეთვე, მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სტატიაში ავხსნით სავიზო სანქციის არსს, ამ ინსტრუმენტის ისტორიას და გამოყენების პარქტიკას.
რამდენიმეთვიანი მასშტაბური პროტესტის შემდეგ, 27 მარტს, ისრაელის პრემიერ მინისტრი იძულებული გახდა, სასამართლო რეფორმის დამტკიცების პროცესი შეეჩერებინა. ცვლილებების პაკეტი მეორე და მესამე მოსმენიდან მოიხსნა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რას ეხებოდა რეფორმა და რატომ გამოიწვია მან ფართომასშტაბიანი პროტესტი.
სასამართლოს ბუნებაზე მსჯელობისას საჭიროა გავლენის საკითხების ანალიზი. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეზე გავლენას განსხვავებული ფაქტორები შეიძლება ახდენდეს, მაგალითად, შინაგანი რწმენა, სამართლის ნორმების ინტერპრეტაცია, პოლიტიკური, სოციალური, ბიზნეს და სხვა ინტერესები, კულტურული თუ საზოგადოებრივი წნეხი და ა.შ. გავლენების მართვაში ამოიცნობა მართლმსაჯულების განხორციელების ლოგიკა. ამ სტატიის მიზანია, გამოკვეთოს, რა თავისებურებებით ხასიათდება მართლმსაჯულება ჰიბრიდული, გარდამავალი დემოკრატიული მმართველობის პირობებში.
მართლმსაჯულების ორგანოებში უცხოელების მონაწილეობის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორისაა რეფორმებში მათი ჩართულობა, კოლეგიურ ორგანოებში წევრობა (საკონსულტაციო ან ხმის უფლებით), მართლმსაჯულების განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა. ამ სტატიაში მართლმსაჯულების ორგანოების შექმნასა და ფუნქციონირებაში უცხოელების ჩართულობის საკითხზე ვისაუბრებთ.
მოსამართლეები თანამდებობებს სხვადასხვა წესით იკავებენ. ეს წესები განსაზღვრავს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობის ხარისხს. ამ სტატიაში განსხვავებული მოდელების უპირატესობებსა და საფრთხეებზე მოგიყვებით.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სასამართლო, რომელიც ღირებულებების შექმნის პროცესშია ჩართული, საზოგადოებასთან მუდმივი ანგარიშვალდებულების რეჟიმში იმყოფება, საკუთარ თავს ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებულ და მგრძნობიარე ინსტიტუტად განიხილავს. ზუსტად რას ნიშნავს სოციალურად მგრძნობიარე სასამართლო და როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთი მართლმსაჯულების შექმნას? სტატიის მიზანია, წარმოადგინოს საბაზისო პრინციპები, ისეთი მართლმსაჯულებისა, რომელიც საზოგადოების საჭიროებებსა და მოლოდინებს უპასუხებს.
ათ წელზე მეტია რუსეთში მოქმედებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ავტორიტარული კონტროლის თანდათანობით გაფართოების ნათელი მაგალითია. რუსეთმა არასასურველი აზრის ჩახშობის და საქმიანობის შეჩერების ინსტრუმენტად სწორედ ეს კანონი გამოიყენა. ეს სტატია მიმოიხილავს რუსული კანონის შედეგებს, საფრთხეებსა და მოქმედების არეალს, რომელმაც დღეს, ფაქტობრივად, ყველა სფეროში შეაღწია.
აზერბაიჯანში საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრობლემას აწყდებიან რეგისტრაციისა და ფონდების მოძიების ეტაპზე. რეგისტრაციაზე უარი ან გაუმართლებლად ხანგრძლივი დაყოვნება გაერთიანების თავისუფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხილულ ათეულობით საქმეში. ამ სტატიაში აზერბაიჯანის კანონმდებლობაზე მოგიყვებით, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მძიმე ბარიერებს აწესებს.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. საპარლამენტო განხილვები მუდმივი პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ფართომასშტაბიანი სახალხო პროტესტის გამო საპარლამენტო უმრავლესობას უკან დახევა და კანონპროექტის ჩაგდება მოუწია. თუმცა, ხელისუფლების რიტორიკა და დღის წესრიგი არ შეცვლილა. ამ სტატიაში შევაფასებთ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებული ინიციატივის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.
საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ ინიცირებულ ორ კანონპროექტს იხილავს. ავტორების თქმით, პირველი კანონპროექტის შემუშავებისას იხელმძღვანელეს ავსტრალიისა და ისრაელის გამოცდილებით, ხოლო მეორე – აშშ-ს კანონის ანალოგია. კომენტარი წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება კანონპროექტებიდან მომდინარე ფუნდამენტური საფრთხეების ანალიზში, ასევე საერთაშორისო კონტექსტის უკეთ გაცნობაში. ამ სტატიით ავსტრალიისა და ისრაელის გამოცდილებაზე მოგიყვებით.
საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ ინიცირებულ ორ კანონპროექტს იხილავს. ავტორების თქმით, პირველი კანონპროექტის შემუშავებისას იხელმძღვანელეს ავსტრალიისა და ისრაელის გამოცდილებით, ხოლო მეორე – აშშ-ს კანონის ანალოგია.
კომენტარი წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება კანონპროექტებიდან მომდინარე ფუნდამენტური საფრთხეების ანალიზში, ასევე საერთაშორისო კონტექსტის უკეთ გაცნობაში. ამ სტატიით ამერიკის გამოცდილებაზე მოგიყვებით.
უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების აუცილებელი კომპონენტია. სიღარიბე, რესურსების არათანაბარი გადანაწილება და პოლიტიკური ინსტიტუტების არადემოკრატიული მოწყობა მართლმსაჯულების სისტემით სარგებლობას ართულებს. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რატომ არის მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომი უფასო იურიდიული დახმარება.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ჩვენი კომენტარი
საზოგადოებაში არსებული უთანასწორობები გავლენას არ უნდა ახდენდეს სამართლიან მართლმსაჯულებზე. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სისტემა, რომელშიც ხარისხიან იურიდიულ დახმარებას იღებს ყველა, ვისაც ეს სჭირდება ფინანსური თუ სხვა ტიპის მოწყვლადობის გამო.
სასამართლოსადმი ნდობის აღდგენა და მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციასთან ბრძოლა, კოსოვოს მსგავსად, ალბანეთმაც ვეტინგის გზით გადაწყვიტა. ამ სტატიაში სწორედ ვეტინგის გამოცდილებაზე ვისაუბრებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ალბანეთი, საქართველოს მსგავსად, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და მართლმსაჯულების სუსტ, ჩამოშლილ სისტემას ებრძვის. მას ვეტინგის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გათვალისწინებაც საქართველოში მიმდინარე დისკუსიას წაადგება.
ჩვენი კომენტარი: ალბანეთის გამოცდილება ადასტურებს, რომ მძიმე ინსტიტუციური კრიზისის დროს ვეტინგის მექანიზმის გამოყენება გამართლებულად ითვლება. საყურადღებოა, რომ ამ იდეას ალბანეთში მრავალხმრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა ვეტინგის ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესი აჩვენებს პრაქტიკაში მისი განხორციელების სირთულეებს, ხანგრძლივი და რთული პროცედურების, ასევე მართლმსაჯულებაში გამოწვეული გარკვეული შეფერხებების გამო.
სასამართლო გადაწყვეტილებებზე მოქალაქეების წვდომის მიზანი საზოგადოებრივი ზედამხედველობის გაზრდაა. ეს მექანიზმი ხელს უშლის, დახურულ კარს მიღმა, მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას. წინამდებარე სტატია მიმოიხილავს მოქალაქის შესაძლებლობას მოიპოვოს და გაეცნოს სასამართლო გადაწყვეტილებებს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. თუმცა მოქალაქე მათზე სრულფასოვან წვდომას ორი მიზეზის გამო ვერ ახერხებს:
ჩვენი კომენტარი
სასამართლოები გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვალდებულებას არ ასრულებენ, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელებას მათ საქმიანობაზე. პარლამენტის მომზადებული კანონპროექტი ამ საკითხს მოუგვარებელს ტოვებს. ამავე დროს, პროექტს შემოაქვს პრობლემური პროცედურები და ვადები, რაც დამატებით გაურთულებს მოქალაქეს სასამართლო აქტებზე წვდომას.
ვეტინგი საგამონაკლისო და არასტანდარტული პროცესია, რომელიც ტრანზიციის პროცესში მყოფმა რამდენიმე ქვეყანამ გამოიყენა მართლმსაჯულების სისტემაში. ამ სტატიაში კოსოვოს ვეტინგის გამოცდილებაზე ვისაუბრებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? მოსამართლეების ვეტინგის შესახებ საქართველოშიც მსჯელობენ. კოსოვოს გამოცდილების შესწავლა, რომელმაც ფართომასშტაბიანი ვეტინგი განახორციელა, ჩვენთვისაც საინტერესოა.
ჩვენი კომენტარი: ვეტინგის პირველი ეტაპი კოსოვოში არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან კოსოვოს მართლმსაჯულების რეფორმა მაშინაც და დღესაც კომპლექსურ, გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას მოითხოვდა. მხოლოდ ვეტინგი კი ამ მიზანს ვერ უზრუნველყოფს.
წლების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლება დარღვეულია. ამით, ოჯახმა მიიღო დასტური, რომ მათი მრავალწლიანი პროტესტი ლეგიტიმური იყო. გასაგებია, რომ იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში მანიპულირებს, ცდილობს სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილში (სათანადოდ გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თემირლანის გარდაცვალების გარემოებები) დარღვევა წარმოაჩინოს, როგორც მეორეხარისხოვანი ფაქტი, ხოლო მატერიალური ნაწილი (სასიკვდილო გასროლა რამდენად აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტს) პირველხარისხოვანი. არაფერი აქ ახალი არ არის. გვახსოვს, ეს უწყება იგივეს აკეთებდა, ოღონდ სხვა ხელისუფლების პირობებში, გირგვლიანის საქმეზე.
რა არის პრობლემა?
ამისგან დამოუკიდებლად, მინდა ყურადღება მივაპყრო თავად სასამართლოს გადაწვეტილების პრობლემურობას. ის რაც დავას წარმოშობს არის საკითხი: რატომ არ მიიჩნია თემირლანის სიკვდილზე პასუხისმგებლად სასამართლომ საქართველოს მთავრობა. ამაზე პასუხი წესით გადაწვეტილების 104-ე პუნქტში უნდა ეწეროს, თუმცა ეს ნაწილი ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია.
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა თანამედროვე სამართლებრივი წესრიგის ცენტრალური კონცეფცია და ფუნდამენტური უფლებაა. მის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია სხვა უფლებების რეალიზება.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა როგორც გლობალური, ასევე ლოკალური პრობლემაა. მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 4.5 მილიარდი ადამიანი ვერ სარგებლობს კანონმდებლობის მიერ მინიჭებული უფლებებითა და შესაძლებლობებით. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების დღის წესრიგიც.
ჩვენი კომენტარი
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოზე ან იურიდიულ დახმარებაზე წვდომის შესაძლებლობებს. ის უნდა გავიგოთ ფართოდ კანონის უზენაესობის, სოციალური და საჯარო მმართველობის კონტექსტში. ეს კონცეფცია მოითხოვს მთელი სამართლებრივი სისტემის (მათ შორის, სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის და ა.შ.) დემოკრატიულ მოწყობას.
რას გვთავაზობს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება?
ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება არის კონცეფცია, რომელმაც უნდა შეცვალოს მართლმსაჯულებაზე მუშაობის აქამდე მოქმედი მოდელი. მისი მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის შუაგულში დაინახოს ხალხი და არა ინსტიტუტები.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების ინსტიტუტები ვერ პასუხობს მოსახლეობის წინაშე არსებულ მოთხოვნებს. კერძოდ, პრობლემების 10%-ზე ნაკლები გვარდება მართლმსაჯულების სისტემების მიერ. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ს სათანადოდ არ მიუწვდება ხელი მართლმსაჯულებაზე. სიღარიბე, ძალადობა, უთანასწორობა პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
ჩვენი კომენტარი
ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება ღირებული კონცეფციაა, რადგან ის ცდილობს, დაინახოს არა ინსტიტუტების, არამედ, უპირატესად, ადამიანის საჭიროებები მართლმსაჯულების სისტემაში. მიუხედავად ამისა, ეს კონცეფცია იზოლირებულად არ უნდა განიხილებოდეს და ის უფრო ფართო პოლიტიკური მიდგომის ნაწილი უნდა იყოს.
საავტორო უფლებები პოლიტიკური საკითხია. ის საზოგადოების საერთო ინტერესს უკავშირდება. გავრცელებული შეხედულებით, საავტორო უფლებების მიზანია, დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ და ხელოვანის პირად ინტერესს შორის. ესაა ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა. თუმცა, რამდენად დაცულია ეს ბალანსი? როგორია საავტორო უფლებების გლობალური პოლიტიკა?
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა
საავტორო უფლებების კანონმდებლობის დახვეწის საკითხი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საავტორო უფლებები გავლენას ახდენს რესურსების განაწილებაზე და უკავშირდება საზოგადოების ფუნდამენტურ ინტერესს – ისარგებლოს შემოქმედებითი პროგრესით.
ჩვენი კომენტარი
თანამედროვე წარმოდგენები, საავტორო უფლებებს აღიქვამს არა საზოგადოებრივი სიკეთის, არამედ საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობის ინსტრუმენტად. ინფორმაცია გახდა ახალი ფორმის კაპიტალი, ხოლო საავტორო კანონმდებლობები – კორპორაციებისთვის სარგებლის მიღების წყარო
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ფართომასშტაბიანმა ომმა ასოცირების ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაახლოების ახალი შესაძლებლობა გააჩინა. ევროკავშირში გაწევრების განაცხადი, ომის დაწყებიდან 5 დღეში, პირველმა სწორედ უკრაინამ გააკეთა. ეს სტატია მიმოიხილავს უკრაინის განვლილ გზას კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე და მართლმსაჯულების სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად სცადა. თუმცა, მათგან განსხვავებით, სტატუსი ვერ მიიღო. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა რეალურია, თუმცა საჭიროა წინაპირობების შესრულება. ამ პროცესში უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯების განხილვა შესაძლოა სასარგებლო იყოს.
ჩვენი კომენტარი: ევროკავშირის შეფასება მოწმობს, რომ უკრაინის კანონმდებლობა მთლიანობაში უკვე შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა გატარებულ რეფორმებს სრულყოფა და გაგრძელება სჭირდება. უკრაინაც, მოლდოვის მსგავსად, აქცენტს აკეთებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების (pre-vetting და vetting) მექანიზმსა და მართლმსაჯულების ინსტიტუტებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ცალსახა წინაპირობა მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტების გაძლიერებაა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტიან პრიორიტეტებში სასამართლოს ორი რეკომენდაცია ეხება. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ სრულდება საქართველოს მიერ ეს წინაპირობები.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას ევროკომისია, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ოქტომბერში შეაფასებს. სწორედ ამ დროს გავიგებთ, იქნება თუ არა საკმარისი საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუმცა უკვე შესაძლებლია მსჯელობა იმ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სასამართლოს რეფორმებთან მიმართებით ავლენს.
ჩვენი კომენტარი: ევროკომისიის ვრცელი და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგადი რეკომენდაციები, ხელისუფლებამ უკიდურესად ვიწროდ განმარტა და მხოლოდ მინიმალური ტექნიკური შესწორებებისთვის გამოიყენა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა სტრატეგია და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ ვერცერთ მთავარ გამოწვევას ვერ უპირისპირდება.
ევროკავშირი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის ურყევ და თანმიმდევრულ მუშაობას ითხოვს. მოლდოვამ, ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების მიუხედავად, სისტემის გაჯანსაღების მცდელობის ჩვენება შეძლო, რაც სტატუსის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს სტატია მიმოიხილავს მოლდოვის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე განვლივ გზას მართლმსაჯულების სფეროში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად სცადა. თუმცა, მათგან განსხვავებით, სტატუსი ვერ მიიღო. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა რეალურია, თუმცა საჭიროა წინაპირობების შესრულება. ამ პროცესში მოლდოვის მიერ გადადგმული ნაბიჯების განხილვა შესაძლოა სასარგებლო იყოს.
ჩვენი კომენტარი: მოლდოვაში მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესი დასრულებული არ არის და ის სრულყოფას ჯერ კიდევ საჭიროებს. თუმცა თვალშისაცემია, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდის გზად ქვეყანამ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების (pre-vetting და vetting) მექანიზმის შემოღება და პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა დაისახა.
2022 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 1% აღნიშნავს, რომ პრობლემები მართლმსაჯულების სისტემაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარი გამოწვევაა. ამ სტატიაში ვეცდებით, ავხსნათ სასამართლოს და საზოგადოების გაუცხოების ზოგიერთი მიზეზი.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ჩვენ გამუდმებით გვესმის სამართლიანი კრიტიკა სასამართლოს მიმართ. თუმცა იშვიათად გვეკითხებიან, როგორი სასამართლო გვინდა. ახლა, როცა ევროკავშირის რეკომენდაციების საკვანძო საკითხები კვლავ მართლმსაჯულებას ეხება და ამ თემას დიდი პოლიტიკური წონა აქვს, მასზე მსჯელობის დაწყება მნიშვნელოვანია.
ჩვენი კომენტარი
სასამართლოსადმი ნდობაზე ან მისი მნიშვნელობის აღიარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მართლმსაჯულების სისტემისადმი გაუცხოების მიზეზები შესაძლოა იმაზე ფუნდამენტური იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ საკითხზე მსჯელობა მოითხოვს, შევაფასოთ, არის თუ არა მართლმსაჯულება დღეს ის, რასაც მისგან საზოგადოება მოელის.
სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა, მისი დანაკლისი კი საზოგადოებისთვის მძიმე შედეგებს იწვევს. თუკი სასამართლო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენია, რომელიც ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, დამოუკიდებლობა საზოგადოების წინაშე ამ ვალდებულების შესრულების ერთგვარი საშუალებაა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რომელ ელემენტებზე დგას სასამართლოს დამოუკიდებლობა და რით განსხვავდება იგი ინსტიტუციური კორპორატივიზმისგან. ეს უკანასკნელი ვიწრო ჯგუფების კერძო ინტერესის დასაცავად ძალაუფლების და გავლენის მობილიზებას გულისხმობს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
დამოუკიდებელი სასამართლო სამართლიანი, თანასწორი და მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის გვჭირდება. სასამართლოს ძირეული გაჯანსაღების გარეშე ევროკავშირთან დაახლოების მიზანიც შეუსრულებელი დარჩება.
ჩვენი კომენტარი
დამოუკიდებლობა არ არის მოსამართლის პრივილეგია. თუმცა, დამოუკიდებლობის სახელით, მანკიერი კორპორატივიზმის შექმნის რისკი რეალურია, ამ დროს ზღვარი სასამართლოს დამოუკიდებლობას და ანგარიშვალდებულებას შორის ფაქტობრივად წაშლილია.