პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

სახელმწიფო ვალი: საერთაშორისო გამოცდილება

სახელმწიფო ვალის გონივრულად გამოყენებით შესაძლებელია ეკონომიკის კრიზისებიდან სწრაფად გამოყვანა და გაძლიერება. თუმცა, მისმა არასწორად მართვამ შეიძლება სოციალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

სრულად

საქართველოს მთავრობის ვალის ანალიტიკური მიმოხილვა

ვალი არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს ეკონომიკური კრიზისების დროს, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ის გამოიყენება, ასევე, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა განხორციელებაც, ხშირად, შეუძლებელია მიმდინარე შემოსავლებით.

სრულად

განათლების მარკეტიზაცია

განათლების პრივატიზაცია და მარკეტიზაცია ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხებია განათლების სფეროში. მიუხედავად ამისა, თანამედროვე რეფორმები, მათ შორის მასწავლებელთა პოლიტიკა ხშირად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზეა დაფუძნებული.[1] [2]  ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. პირიქით, შეიძლება ითქვას ჩვენი სისტემისთვის ამგვარი მიდგომები განსაკუთრებით დამახასიათებელია და განათლების სისტემის ორგანიზებისას, გადაწყვეტილების მიმღებები, მეტწილად, სწორედ მარკეტიზაციის პრინციპებით ხელმძღვანელობენ.

სრულად

ვალი საქართველოს მოსახლეობაში – სოციოლოგიური კვლევის პირველადი მონაცემები

პლატფორმა “კომენტარმა“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩაატარა კვლევა: “ვალის/სესხის აღების პრაქტიკის კვლევა საქართველოში“. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 11 რეგიონში მცხოვრები 1200 ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ვალის დაგროვების ტენდენციები. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სესხების გავრცელების დინამიკის შეფასებას და მისი გავლენის ანალიზს ოჯახების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

სრულად

სოციალური პოლიტიკის საფუძვლები სახელმძღვანელო

სოციალური პოლიტიკის საფუძვლები სახელმძღვანელო

სრულად

რატომ არ იწყება სასკოლო კვების პროგრამა?

ბოლო წლებია სასკოლო კვების საკითხი განათლების სფეროში ალბათ ყველაზე ხშირად განხილული საკითხია. მცირე გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად არ არსებობს ჯგუფი, ვინც სკოლაში კვების დანერგვას არ ითხოვს და არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და სკოლაში შიმშილის პრობლემა კვლავ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

სრულად

განათლების „პარტიული“ პოლიტიკა

ათწლეულებია მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები მუდმივად ლაპარაკობენ  განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც ფაქტობრივად არ იცვლება. მაგალითად, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოს მიღწევების დინამიკას თუ შევხედავთ, არანაირი თვისებრივი გაუმჯობესება არ გვაქვს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების კუთხით.

[1] მუდმივად პრობლემურია სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლამდელ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, უთანასწორობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, სახელმძღვანელოების ხარისხი და ა.შ. მიუხედავად ფორმალურად განხორციელებული სხვადასხვა „რეფორმისა,“ რასაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ხარჯვაც ახლავს თან, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს ფაქტობრივად არ დგამს.

[1] მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა 2022.

სრულად

უგულებელყოფა, რეპრესია და დასჯა – სოციალური პროტესტების საპასუხოდ

დღეს, ქვეყანაში სოციალური პროტესტის არაერთი აქტიური კერაა, განსაკუთრებით კი უნდა გამოვყოთ თბილისში, მექანიზაციის ქუჩაზე, – ევოლუშენ ჯორჯიაში გაფიცული თანამშრომლების მიერ წარმოებული გაფიცვა, რომელიც უკვე 2 თვეა მიმდინარეობს, მეორე კერა ესაა – სოფელ შუქრუთში, სადაც 180 დღეა მოსახლეობა ითხოვს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან მოყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას.  

ორივე მათგანი მიმართავს პროტესტის რადიკალურ ფორმებს, იქნება ეს შიმშილობა თუ პირის ამოკერვა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან დუმილია, რომ აღარაფერი ვთქვათ დამსაქმებელსა თუ კომპანიაზე.  

ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ არაერთი არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმის კვალდაკვალ, შეცვალა დამოკიდებულება მათ შორის სოციალურ პროტესტებთან დაკავშირებითაც და თუკი ადრე, მოჩვენებითად მაინც ცდილობდა პრობლემების გადაწყვეტას, ახლა სრულად დუმილის პოლიტიკა არჩია, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ ღონისძიებებს მიმართავს დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

სრულად

სოციალური პოლიტიკის ფემინისტური ანალიზი

სოციალური პოლიტიკა მიზნად ისახავს სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას და კოლექტიური კეთილდღეობის ხელშეწყობას, მაგრამ ის ხშირად აძლიერებს ძალაუფლების არსებულ დისბალანსს და სტრუქტურულ უთანასწორობას, მათ შორის − გენდერულ უთანასწორობას.

სრულად

გრამშის პერსპექტივა და კლასობრივი რედუქციონიზმის კრიტიკა

სოციალური პოლიტიკა დიდი ხანია განიხილება კეთილდღეობის სახელმწიფოს ფორმირებისა და საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად. ერთ-ერთ კრიტიკულ ხედვას ამ საკითხზე გვთავაზობს ანტონიო გრამში. მისი კულტურული ჰეგემონიის კონცეფცია იძლევა ძალაუფლების, იდეოლოგიის და სოციალური პოლიტიკის ურთიერთქმედების ნიუანსურ გაგებას.

სრულად

სოციალური პოლიტიკა – მარქსისტული ანალიზი

სოციალური პოლიტიკა, რომელიც შექმნილია საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ხშირად მოქმედებს წარმოების კაპიტალისტური ურთიერთობებით ჩამოყალიბებულ ჩარჩოებში. მისი სიკეთეების უკან ძალაუფლების დისბალანსითა და სტრუქტურული უთანასწორობით სავსე სისტემა დგას. ამ სტატიაში მარქსისტული მიდგომით შევეცდებით ავხსნათ ის სირთულეები, რომლებიც სოციალური პოლიტიკის თანდაყოლილი წინააღმდეგობებია.

სრულად

სახელმწიფო პროგრამები ახალგაზრდების გასაძლიერებლად – ქართული პრაქტიკა და პრობლემის გადაჭრის შესაძლო მიდგომები

სახელმწიფო ახალგაზრდების გასაძლიერებლად სხვადასხვა სტრატეგიას გეგმავს, ახალგაზრდებისთვის კი ეკონომიკური პრობლემები მაინც მთავარი გამოწვევაა.

სრულად

ახალგაზრდების გამოწვევების გადაჭრის გზები – საერთაშორისო პრაქტიკა

ახალგაზრდების სპეციფიკური ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად სხვადასხვა მიდგომა შეიძლება არსებობდეს. სტატიაში განვიხილავთ იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მუშაობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემების პრევენციისა თუ გადაჭრისთვის.

სრულად

მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა: ცენტრალური და მუნიციპალური სერვისების გამოწვევები

საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მიზანი უნდა იყოს სიღარიბის დაძლევა და სოციალური დაცულობის გაზრდა.

სრულად

შრომითი სტანდარტების შედარებითი ანალიზი: ILO-ს და ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტების მიმოხილვა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შრომითი უფლებების დაცვის გზამკვლევია საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული სტანდარტები. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამ მხრივ არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO)  და ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტები.

სრულად

სახელმწიფო ვალის როლი გრძელვადიან განვითარებაში

სახელმწიფო ვალი ხშირად გამოიყენება გრძელვადიანი განვითარებისთვის, განსაკუთრებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობები ვალით აფინანსებენ ჰესების, გზების, ხიდების და სხვა სატრანზიტო სისტემების მშენებლობას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. თუმცა, განვითარების ასეთ მიდგომას აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც.

სრულად

სახელმწიფო ვალი ეკონომიკური კრიზისის დროს

სახელმწიფო ვალი თანამედროვე ეკონომიკის საკვანძო კომპონენტია. მას განსაკუთრებული როლი უჭირავს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

სახელმწიფო ვალით შესაძლებელია ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, კრიზისების დროს, ეკონომიკის სტაბილიზაცია. თუმცა, ვალი ასევე შეიცავს რისკებს.

სრულად

მსყიდველუნარიანობა საქართველოში: ნომინალური ხელფასები, ფასები და რეალური ხელფასები

სტატია მიმოიხილავს თუ როგორ იცვლებოდა საქართველოში ნომინალური და რეალური ხელფასები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ხელფასების ცვლილების შესწავლით, ჩვენი მიზანია, მოკლედ აღვწეროთ მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და გამოვავლინოთ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა.

სრულად

სოციალური დახმარების სისტემების გადახედვა ინკლუზიური კეთილდღეობისთვის

სოციალური დახმარების სისტემები ქმნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომლითაც სახელმწიფოები ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. თუმცა, თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ცვლილებები საჭიროებს არსებული სისტემების გადახედვას და გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინკლუზიური კეთილდღეობა.

სრულად

ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლების მიმოხილვა

უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გადაჭრაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ადამიანთა კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

სრულად

ფისკალური პოლიტიკა საქართველოში

ფისკალური პოლიტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს ნებისმიერი ქვეყნის სოციო-ეკონომიკური პროცესების ფორმირებაში.

სტატია მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს ფისკალურ პოლიტიკას, აანალიზებს საბიუჯეტო ხარჯებს და შემოსავლებს, და მიზნად ისახავს, აჩვენოს, თუ როგორ აისახება ფისკალური გადაწყვეტილებები ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.

სრულად

საბინაო პოლიტიკა – რა პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს?

საბინაო პოლიტიკა სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რისი არსებობის გარეშეც კეთილდღეობის შექმნა შეუძლებელი იქნება.

სრულად

უსახლკარობა საქართველოში – აღრიცხვის კრიტერიუმებისა და საკითხის გადაჭრის პრობლემატურობა

სათანადო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კომპონენტია უსახლკარობის კონცეფციის ნაკლოვანებები. იმისთვის, რომ უსახლკაროებისთვის სათანადო პირობები შეიქმნას, საჭიროა სწორად განისაზღვროს, ვინ მიეკუთვნება ამ ჯგუფს, რაც გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

სრულად

საბინაო პოლიტიკის კრიზისი საქართველოში

პოსტსაბჭოთა პერიოდში საბინაო პოლიტიკის საკითხი აქტუალური გახდა, რადგან გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ გამოიწვია უძრავი ქონების, როგორც კაპიტალის გაჩენა. შესაბამისად, ასეთ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა არა საყოველთაო სიკეთე, არამედ პრივილეგიაა. ამ სტატიაში განვიხილავთ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემას და იმ პრაქტიკებს, რომელიც ქართულ რეალობაში არსებობს.

სრულად

საცხოვრებლის უფლება – როგორია საერთაშორისო რეგულაციები და სტანდარტები?

სათანადო საცხოვრებლის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებით არის გამყარებული. მიუხედავად ამისა, მისი დაცვა, ხშირ შემთხვევაში, დიდ სირთულეებს უკავშირდება.

სრულად

„თავისუფლების აქტი“ კეთილდღეობის წინააღმდეგ

საქართველოს საბიუჯეტო-საგადასახადო (ფისკალური) პოლიტიკა რეგულირდება კანონით “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”, რომლის თავდაპირველი ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო და  2013 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა.

წინამდებარე სტატიაში განხილულია, თუ როგორ ზღუდავს ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას ეს კანონმდებლობა.

სრულად

ფისკალური პოლიტიკა: საერთაშორისო გამოცდილება

ეკონომიკური რყევების და კრიზისების დროს, ფისკალური პოლიტიკის გამოყენებით მთავრობებს შეუძლიათ გააუმჯობესონ, ან გააუარესონ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

ისტორიულად, ზოგიერთმა მთავრობამ, სწორ დროს სწორი ფისკალური პოლიტიკა გაატარა, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ გაჯანსაღებას. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობებმა არასწორ ფისკალურ პოლიტიკას მიმართეს და ქვეყანა უფრო მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენეს.

 

სრულად

ფისკალური პოლიტიკის არსი და დანიშნულება

გლობალიზაციის პირობებში, ეროვნული ეკონომიკები უფრო მოწყვლადი ხდება საგარეო შოკების მიმართ, რაც ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ რყევებში და დესტაბილიზაციაში გამოიხატება.

სრულად

შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები – კვლევის შედეგები

სრულად

რა როლი და ფუნქცია აქვს სახელმწიფოს შრომითი უფლებების დაცვასა და გაუმჯობესებაში?

კომენტარის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების თანახმად, რესპონდენტთა 63% უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა, ხოლო 33% ნეიტრალურად უყურებს სახელმწიფოს როლს შრომასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. მეტიც, რესპონდენტთა დიდი ნაწილი, სამსახურში არსებულ გამოწვევებს სამუშაოს შეცვლით (21%), სხვა სამუშაოს დამატებით  (32%) უმკლავდება ან საერთოდ ვერ უმკლავდება პრობლემებს დამოუკიდებლად (18%). ეს ცხადად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს როლი და ფუნქცია არ არის სათანადო არსებული გამოწვევების  გადაწყვეტაში.

სრულად

ვის არ მიუწვდება ხელი სოციალურ დაცვაზე?

ქვეყანაში სოციალური დაცვის მექანიზმები არ არის სისტემური და უმეტესად ფრაგმენტულია. არაფორმალურ შრომაში დასაქმებული ადამიანებისთვის ეს პრობლემა კიდევ უფრო მძიმედ დგას, ვინაიდან ისინი შეღავათებისა და სოციალური დაცვის მიღმა არიან. ამასთან, ზოგჯერ ფორმალურ სექტორში დასაქმებულსაც არ აქვს წვდომა სოციალური დაცვის გარკვეულ ინსტრუმენტებზე.

სრულად

რატომ ითმენენ უსამართლო პირობებს მშრომელები?

საქართველოში მშრომელების ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და უსამართლო შრომითი პირობების შესაცვლელად უფრო რთულია, ვიდრე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებს.

სრულად

რა სახის დარღვევებს აწყდებიან მშრომელები სამსახურებში?

ბოლო წლებში, ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები გატარდა. ამის შედეგად შედარებით გაძლიერდა დასაქმებულთა სამართლებრივი გარანტიები, ასევე შრომით უფლებებზე ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბევრ სხვადასხვა სფეროში მშრომელთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

სრულად

სად მიდის ჩვენი პენსია? – ბოლო ცვლილებების ანატომია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

საქართველოში, ბოლო დროის შემაშფოთებელი ცვლილებების ფონზე, წარდგენილია კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც საპენსიო სააგენტოს ფუნქციებსა და მმართველობის ფორმაში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. ეს ცვლილებები ორი მთავარი საკითხის ირგვლივ ერთიანდება – ინვესტიციების შესაძლებლობა და სააგენტოს მმართველობა.

სრულად

შრომითი დისკრიმინაცია დაუშვებელია

სრულად

ოფშორის ოფშორი საქართველოში – რას ნიშნავს ბოლო ცვლილებები?

საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 145-ე ნაწილს დატება 146-ე ნაწილი, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე, ე.წ. ოფშორული ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების მოზიდვას ემსახურება.  

სრულად

რატომ ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს?

ხელისუფლებამ საკუთარი საზოგადოებისთვის მიცემული პირობა გატეხა და კანონპროექტი ხელახალი განხილვისთვის პარლამენტში დააბრუნა. ახლა კი ხელისუფლების პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს ინიციატივა გამჭვირვალობის არგუმენტით შეფუთოს და თან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ანალოგიური კანონები დემოკრატიულ სისტემებშიც მოქმედებს. ამ სტატიის მიზანია საზოგადოებას გააცნოს სიმართლე კანონპროექტის შესახებ.

სრულად

ეთნიკური უმცირესობები და განათლების უფლება

სრულად

ენა, როგორც სოციალური ინტეგრაციის საშუალება – შემაჯამებელი

სრულად

ხარისხიანი განათლება – ინტეგრაციისთვის

განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისთვის. ამავე დროს, დაბრკოლებები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ადამიანს უზღუდავს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება არის პოტენციალის, უნარ-ჩვევების, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების წინაპირობა, რაც აუცილებელია მათი თანაბარ პირობებში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის.

სრულად

1+4 პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ?

ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად იღებენ უმაღლეს განათლებას. სრულ საშუალო განათლებაზე მაღალი საფეხურისთვის მიღწეული აქვს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 43%-ს, იგივე მაჩვენებელი კი ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში 26%-ია.

სრულად

სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ეთნიკურ უმცირესობებში

სკოლამდელი განათლების საყოველთაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა გარანტირებულია კანონმდებლობით. მიუხედავად ამისა, საქართველოში საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვების მხოლოდ 72% დადის, მაშინ, როცა ევროპული სამიზნე ნიშნული 95%-ია. ამასთან, გაეროს ბავშვთა ფონდის 2018 წლის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობა მხოლოდ 33%-ს შეადგენდა.

სრულად

ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები ზოგადი განათლების მიმართულებით

კანონმდებლობით სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას სახელმწიფო ან/და მშობლიურ ენაზე. საქართველოში ფუნქციონირებს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლები და სექტორები. ასეთი სკოლები ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დაახლოებით 10%-ია (294). იმ მოსწავლეთა წილი კი, რომლებიც არაქართულენოვან ან სექტორულ სკოლებში სწავლობენ, 14%-ია.

სრულად

ენა – როგორც სოციალური ინტეგრაციის საშუალება

დემოკრატიულ ქვეყნებში სოციალური ინკლუზიის და ინტეგრაციის ერთ-ერთი ასპექტია მშობლიური და სახელმწიფო ენების სწავლისთვის თანაბარი პირობების შექმნა. ენა ინდივიდთა თვითგამოხატვის პირველადი საშუალება და იდენტობის განუყოფელი ნაწილი. 

სრულად

ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა შრომის ბაზარზე − არსებული გამოწვევები და საერთაშორისო მიდგომა

საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ეთნიკური უმცირესობები კი დამატებით აწყდებიან პრობლემებს დასაქმების და შემოსავლის გამომუშავების თვალსაზრისით. 

სრულად

განათლების უფლება ეთნიკურ უმცირესობებში – რა უნდა ვიცოდეთ?

განათლება აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი უნივერსალური უფლება, ასევე ფუნდამენტი და წინაპირობა, რომლის რეალიზებაც გადამწყვეტია სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისთვის. განათლებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის, ვინაიდან განათლების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს მათ სპეციფიურ საჭიროებებს.

სრულად

სახელმწიფო და მშობლიური ენა – რა უნდა ვიცოდეთ

ეთნიკური უმცირესობები ენობრივი ბარიერის გამო ხშირად მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან, მაგალითად, შრომის ბაზარზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის მხრივ.

გარდა ამისა, ოფიციალური ენის არცოდნა გარკვეულწილად ხელს უშლის კულტურის, ტრადიციების გაზიარებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტ ჩართულობას.

სრულად

მინიმალური ხელფასი – შემაჯამებელი

სრულად

რა არის და რაში გვჭირდება საარსებო მინიმუმი?

სრულად

ხელფასების დათვლის მეთოდოლოგია

სრულად

როგორ ებრძვის სახელმწიფო უმუშევრობას? – პრობლემის აღიარებიდან მუშაობის გასააქტიურებელ პოლიტიკამდე

„სოციალურად დაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს …შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ…“ ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

სიმბოლურია, რომ სწორედ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობს სოციალურად დაუცველებსა და მომავალში გასატარებელ რეფორმებზე და არა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ მოვლენიდან კარგად ჩანს სახელმწიფოს ხედვა სოციალურად დაუცველთა შემწეობა განიხილება არა სოციალური პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოს ვალდებულების საკითხად, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსურ ტვირთად.

იმისთვის, რომ ავხსნათ, რატომ არის დასაქმების პრობლემა მუდმივად აქტუალური, საჭიროა, დავინახოთ, რა კეთდება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან.

სრულად

რა რისკების წინაშე არიან ქართველი ემიგრანტები? – შემაჯამებელი

სრულად

„მოპარული ხელფასი“ – აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა

სრულად

რატომ ვერ უზრუნველყოფს ახალი საპენსიო სქემა ღირსეულ სიბერეს? – შემაჯამებელი

სრულად

ხელფასები საქართველოში – როგორია დათვლის მეთოდოლოგია და რა არის მნიშვნელოვანი?

ქვეყანაში სიღარიბის დონის შესაფასებლად მნიშვნელოვანია როგორც დასაქმების სტატისტიკის შესწავლა, ასევე შემოსავლების ანალიზი. ამ სტატიაში განვიხილავთ სხვაობებს სხვადასხვა მეთოდოლოგიით დათვლილ მონაცემს შორის.

სრულად

დასაქმება და უმუშევრობა – რა ჩანს სტატისტიკის მიღმა?

უმუშევრობის დონის შემცირება და დასაქმებულთა რიცხვის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ სტატიაში გავაანალიზებთ საქართველოში სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიას და შევისწავლით, რომელი მონაცემები რჩება მის მიღმა. 

სრულად

სოციალური შემწეობის სისტემის მიმოხილვა: მოქალაქეების გაძლიერება თუ მუდმივი/უცვლელი სტატუსი?

სოციალური დაცვის სქემების მიზანია, საზოგადოების დაუცველ წევრებს დაეხმაროს, რათა მეტად გაძლიერდნენ, დაძლიონ სიღარიბე და შეძლონ, შრომის ბაზარზე ღირსეულად დასაქმდნენ. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის მდგომარეობით მსოფლიოში, ადამიანების 47% აქვს მინიმუმ ერთი სოციალური დაცვის შეღავათი. ამ შეღავათებით მოსარგებლეთა უმრავლესობა ამერიკისა და ევროპის კონტინენტზე ცხოვრობს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისტორიამ აჩვენა, რომ ძლიერი ეროვნული სოციალური უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია, რომლის სრულფასოვან, მდგრად განვითარებას დრო და სწორი, მოქალაქეებზე მორგებული, პოლიტიკური ნაბიჯები სჭირდება. 

სრულად

ვინ (ვერ) მდიდრდება საქართველოში?

სრულად

სტუდენტების ფინანსური სირთულეები

სრულად

სიღარიბე და გამოსახლება – ჭარბვალიანობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები

საქართველოში მოსახლეობის მეექვსედი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ფარდობითი სიღარიბის წილი 20%-ამდე მერყეობს. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს და ხშირად სესხების საშუალებით ცდილობს ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავებას. 

სრულად

უმუშევრობის ბენეფიტების სისტემა

სრულად

სოციალური დაცვის მოდელები და სოციალური დაცვა საქართველოში

სრულად

გაფიცვის უფლება საქართველოში

სრულად

ზეგანაკვეთური შრომა – რა გამოწვევებია საქართველოში?

ბოლო წლებში, ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით რიგი რეფორმები გატარდა, გაძლიერდა როგორც დასაქმებულთა სამართლებრივი გარანტიები, ისე ზედამხედველობა შრომით უფლებებზე. მიუხედავად ამისა, ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ  გამოწვევად რჩება.

სრულად

უცხოური დახმარება ქართულ საჯარო სექტორში

1990-იანი წლებიდან საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო დახმარებას იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისგან სესხების, გრანტების ან პირდაპირი დახმარების სახით.  საგარეო დახმარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო სექტორში განხორციელებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებში და ხშირად მათ შინაარსსა და პოლიტიკასაც კი განსაზღვრავს.

სრულად

გამოსახლების არაჰუმანური მეთოდები საქართველოში

უძრავი ქონებით დატვირთული ვალდებულებები ზოგჯერ გამოსახლებით სრულდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი და მზარდი საპროცენტო განაკვეთი, ეკონომიკურად არასტაბილური გარემო და ისეთი უსამართლო ხელშეკრულებები, რომლებიც უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს. 

სრულად

რატომ ვერ იცავს კანონი ქალებს დეკრეტული შვებულების დროს?

სრულად

ვინ (ვერ) მდიდრდება საქართველოში?

საქართველოს მთავრობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გამუდმებით საუბრობს, რომ ქვეყანა მდიდრდება და ეკონომიკა იზრდება, მცირდება სიღარიბე და უმუშევართა რიცხვიც ისტორიულ მინიმუმზეა.

სტატია მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მთავრობის განცხადებები, როგორ ითვლება ეს სტატისტიკა, რა ტიპის მონაცემები არის გამოტოვებული მასში და აისახება თუ არა ქვეყანაში დაგროვებული დოვლათი საზოგადოების უმრავლესობაზე.

სრულად

ზეგანაკვეთური მუშაობა – საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები

ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) შეიმუშავეს სახელმძღვანელო დოკუმენტები და ჩამოაყალიბეს მიდგომები დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და სამართლიანი კომპენსაციის ხელშესაწყობის მიზნით. 

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს როგორც სამართლიან და მდგრად შრომის ბაზარს, ასევე მშრომელთა კეთილდღეობას და უფრო თანასწორუფლებიან გარემოს ქმნის. 

სრულად

ზეგანაკვეთური სამუშაოს გაგება და მისი რეგულირების მნიშვნელობა

დღევანდელ სწრაფ, მრავალფეროვან და მომთხოვნ სამუშაო გარემოში ზეგანაკვეთური შრომა სულ უფრო ხშირია. რეგულარულ სამუშაო საათებს მიღმა შრომას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს თანამშრომლებზე, მათ კეთილდღეობაზე, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსზე, სამართლიან ანაზღაურებაზე. 

სრულად

მიგრაცია და ფულად გადმორიცხვებზე საქართველოს დამოკიდებულება

საქართველოში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უკვე ათწლეულებია, ქვეყნიდან მოსახლეობის უწყვეტ გადინებას იწვევს – ასიათასობით ჩვენი მოქალაქის საზღვარგარეთ შრომას გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის ჩვენს ყოველდღიურ ფიზიკურ და სოციალურ კვლავწარმოებაში.

უცხოურ ვალუტაში გამომუშავებული ანაზღაურების გადმორიცხვით ხდება ოჯახების გამოკვება, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსება, საცხოვრებლის ხარჯის დაფარვა თუ სხვა აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც შინამეურნეობების მნიშვნელოვან ნაწილს ამ გადმორიცხვებზე ფინანსურად დამოკიდებულად აქცევს. 

სრულად

იპოთეკური სესხები და გამოსახლების პრევენციის სტანდარტები – საერთაშორისო გამოცდილება

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომლის საშუალებითაც ფიზიკურ პირებს შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა. იპოთეკური სესხის წილი (რომელიც შინამეურნეობების ვალის მშპ-თან ფარდობიდან ითვლება), სხვა სესხებთან შედარებით, საქართველოში კვლავაც მაღალია (2021-2022 წლის მონაცემებით დაახლოებით მშპ-ს 15-18%-ს შეადგენს). გარდა ამისა, გაზრდილია უძრავი ქონების ფასი, განსაკუთრებით,  ბოლო ერთ წლის განმავლობაში.

იმის გამო, რომ უძრავი ქონება იტვირთება ვალდებულებით და სწორედ იპოთეკური სესხის საფუძველზე შეიძლება ადამიანები დარჩნენ უსახლკაროდ, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა და რეგულირება, რომელიც დაიცავს ადამიანებს უსახლკარობისგან.

სრულად

რა უნდა ვიცოდეთ ინფლაციაზე?

სრულად

ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა საქართველოში

ცენტრალური ბანკები ფასების სტაბილურობის მისაღწევად მონეტარულ პოლიტიკას მიმართავენ, რომლის ეფექტიანობა 2021-2022 წლის ინფლაციურ წნეხთან მიმართებაში ინტენსიური განსჯის საგნად იქცა აკადემიურ სივრცეში

2022 წელს ფასები 8.4%-ით გაიზარდა, პასუხად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, უკანასკნელ ათწლეულში პირველად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, შესაბამისად, დაასრულა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების ეპოქა ევროზონაში. ევროპის ცენტრალური ბანკის ეს პოლიტიკა ინფლაციის 2%-იან სამიზნე დონეზე დაბრუნებას ემსახურება.

წინამდებარე სტატია 2021-2022 წლებში საქართველოში ფასების დონის ზრდასა და ეროვნული ბანკისგან საპასუხო მონეტარულ პოლიტიკას მიმოიხილავს. გავაანალიზებთ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს და ვეცდებით მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებას. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების ალტერნატიულ საშუალებებსაც განვიხილავთ.

სრულად

რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა განვითარებას?

უკვე ათწლეულებია, საქართველოში ეკონომიკური განვითარების უალტერნატივო გზად მიჩნეულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებული პოლიტიკა. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის მსგავსი მიდგომა რეალურად ეკონომიკური განვითარების ჩამკეტი მექანიზმი და არ იწვევს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

სრულად

ბანკები და კერძო მევახშეები – როგორია საბანკო რეგულაციების ისტორია საქართველოში?

ბანკებს საქართველოში, სუსტი მარეგულირებელი ჩარჩოს გამო, წლების განმავლობაში მოქმედების დიდი თავისუფლება გააჩნდათ. 2014 წლამდე ბანკებს არაპროფილური საქმიანობაც არ ეკრძალებოდათ და შესაბამისად, ისინი  ფლობდნენ დეველოპერულ კომპანიებს, სხვა ბიზნესებთან ერთად. ბანკები საკუთარი დეველოპერულ კომპანიების ბინებს ყიდდნენ და  ბინის შესაძენად მყიდველს გრძელვადიან და ძვირ იპოთეკურ სესხსაც სთავაზობდნენ.

ამრიგად, საკანონმდებლო რეგულირება მნიშვნელოვანია როგორც საპროცენტო განაკვეთისა და გადამხდელუნარიანობის სტანდარტის დაწესების კუთხით, ასევე საბანკო სექტორის არაპროფილური საქმიანობის შესაზღუდად.

სრულად

რა არის ეკონომიკური ზრდა და როგორ იზომება?

სრულად

გავალიანების ისტორია საქართველოში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. დაჩქარებული მარკეტიზაციის პროცესი, პოლიტიკური ქაოსისა და ომების ფონზე, მეტად მტკივნეული აღმოჩნდა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. 

ძველი სტრუქტურების უცაბედმა მოშლამ, ისე, რომ ახალი ინსტიტუტები ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო, და ეკონომიკური საქმიანობის სრულმა კრახმა, გააუარესა საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური ყოფა. 

უმუშევრობის, სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არც ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაუმჯობესებულა. თუმცა ამ დროიდან გაიზარდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა კრედიტზე და შინამეურნეობებმა მათი საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სესხებს მიმართეს. 

სრულად

გიგ ეკონომიკის რეგულირება: საეთაშორისო სტანდარტები და ქვეყნების გამოცდილებები

გიგ-ეკონომიკამ გამოწვევების წინაშე დააყენა დასაქმების ტრადიციული მოდელები და წარმოშვა  არასტანდარტული სამუშაო მოწყობის მრავალფეროვანი ლანდშაფტი. 

პლატფორმული სამუშაო აგრძელებს სწრაფად გაფართოებას. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მარეგულირებელი ჩარჩოებისა და პოლიტიკის შესწავლას, რაც შესაძლებელს გახდის ამ განვითარებადი შრომის ბაზრის დარეგულირებასა და სამართლიანი შრომითი პრაქტიკის შემუშავებას. 

სრულად

შრომის ბაზრის მომავალი: შრომისა და სოციალური პოლიტიკის გადააზრების საჭიროება ციფრულ ეპოქაში

სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ატიპიური შრომის მაგალითები იზრდება. მნიშვნელოვანია, კრიტიკულად განიხილებოდეს შრომისა და დასაქმების ტრანსფორმაცია და ის შედეგები, რომლებიც დროთა განმავლობაში გავლენას მოახდენს სხვადასხვა სოციალურ პროცესზე.  

სტატია მიზნად ისახავს, ჩაუღრმავდეს გიგ-ეკონომიკის მიერ წარმოქმნილ მრავალმხრივ გამოწვევას და შეისწავლოს პოტენციური გადაწყვეტილებები მშრომელთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

სრულად

ინფლაციის გამომწვევი მიზეზები საქართველოში

მზარდი ინფლაცია მრავალშრიანი ფენომენია, რომელიც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველოში გაზრდილი ინფლაციის გამომწვევი მიზეზების გარკვევა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკოსებისა და ეკონომისტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს იმ მიზეზებს, რომლებიც მიმდინარე (2021-2023) ინფლაციას განაპირობებს საქართველოში.

სრულად

გიგ ეკონომიკა: მშრომელთა გამოწვევები და შესაძლებლობები

გიგ-ეკონომიკამ ფუნდამენტურად შეცვალა შრომის ბაზარი, შექმნა მუშაობის ახალი ფორმები, ეს კი შრომითი ურთიერთობებისთვის ახალი გამოწვევაა. 

ასეთ შრომას ახასიათებს მოქნილი გრაფიკი, არატრადიციული შეთანხმებები და ციფრული პლატფორმების გამოყენება, რომლითაც იგი უპირისპირდება დასაქმების სტანდარტულ ცნებას.  

გიგ-ეკონომიკაში შრომითი ურთიერთობების სირთულეების გააზრება მნიშვნელოვანია ძალაუფლების დინამიკის, თანასწორობისა და მშრომელთა პრობლემების იდენტიფიცირებისათვის.

სრულად

მიგრანტების გავლენა მიმღებ ქვეყანაზე და მემარჯვენე პოპულიზმი

საერთაშორისო მიგრანტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ როგორც წარმოშობის ქვეყნების, ასევე მიმღები ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სურათზე. 

სრულად

ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოება

სრულად

რატომ არ განაპირობებს ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას საზოგადოების დიდი ნაწილისთვის?

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში (2020 წლის გამოკლებით, პანდემიის გამო)  ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. თუმცა ეს ადამიანების დიდი ნაწილის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება. წინამდებარე სტატია ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ არ ითარგმნება ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ზრდაში და რა შეიძლება გაკეთდეს არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

სრულად

პლატფორმული შრომის ძირითადი ასპექტების მიმოხილვა

გიგ-ეკონომიკა მშრომელებს მოქნილ სამუშაო პირობებს სთავაზობს, თუმცა ასეთ სამუშაოს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც ახლავს თან, მაგალითად: დაუცველი სამუშაო სივრცე, არასათანადო შრომითი პირობები, სოციალური გარანტიების ნაკლებობა და სხვა. ამ პრობლემების წინაშე ყოველდღიურად უამრავი მშრომელი დგას, შესაბამისად, არაფორმალური ეკონომიკა და მისი რეგულირება პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. 

სრულად

როგორ მართავს ინფლაციას ცენტრალური ბანკი?

ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. ეროვნული ვალუტის მქონე ქვეყნების უმეტესობაში ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იყენებს, რომელიც პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს. 

სრულად

მიგრაციის შესახებ სტატისტიკა

სრულად

მშრომელთა საერთაშორისო დღე

სრულად

კურიერების პროტესტი

სრულად

1 მაისი – მშრომელთა საერთაშორისო დღე

სრულად

კეთილდღეობის სახელმწიფო: თანასწორობის პოლიტიკა ევროპაში

ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია დოვლათის გადანაწილების საკითხი. ჩვენი სტატია პროცესში სახელმწიფოს როლზე ამახვილებს ყურადღებას და გვაჩვენებს, თუ როგორი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

სრულად

რა არის და როგორ გამოითვლება ინფლაცია

ინფლაცია ეკონომიკური საკითხია, რომელიც მუდამ იწვევს ვნებათაღელვას საზოგადოებაში. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ინფლაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. გაზრდილი ინფლაცია უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს დანაზოგებზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ისე ფასებზე, რომლებსაც საქონელსა და მომსახურებაზე ვიხდით.

ინფლაციას ეკონომიკაში  ფასების საერთო დონის ზრდას უწოდებენ. როდესაც ქვეყანაში ინფლაციაა, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი ძალა მცირდება, მომხმარებელი კი ფულის იმავე რაოდენობით, დროთა განმავლობაში ნაკლებ პროდუქტსა და მომსახურებას შეიძენს.     

სრულად

ქალები შრომით ემიგრაციაში: ტენდენციები და გამოწვევები

2022 წლის მონაცემებით, გლობალურად, მიგრანტების თითქმის 50% ქალები არიან. მათი რიცხვი დაახლოებით 140 მილიონია და ეს მაჩვენებელი  ბოლო 5 ათწლეულის განმავლობაში განუხრელად იზრდება. 2017 წელს ქალების წილი შრომით მიგრანტებში  42%-ს შეადგენდა. ქალები უფრო და უფრო ხშირად ტოვებენ წარმოშობის ქვეყნებს, რათა უკეთესობისაკენ შეცვალონ საკუთარი და ახლობლების ცხოვრება. 

სრულად

ეკონომიკური ზრდა – მშპ-ს მნიშვნელობა და დათვლის მეთოდოლოგია

ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში ადამიანთა ცხოვრების დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, ხოლო მისი მთავარი ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დათვლაა. ეს სტატია სწორედ ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის ურთიერთმიმართებას  მიმოიხილავს კრიტიკულად და იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ამ ინდიკატორში არ არის გათვალისწინებული.

სრულად

რესურსების განაწილების თანასწორობა – ჯინის კოეფიციენტი

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სურათს, გარკვეულწილად, მთლიანი შიდა პროდუქტი ასახავს. თუმცა რამდენად თანაბრად არის განაწილებული სიმდიდრე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, ამ ნიშნულიდან არ ჩანს. 

სრულად

შრომითი მიგრაციის გეოგრაფია და გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

დღეს მსოფლიოში ყოველი 30 ადამიანიდან ერთი მიგრანტია. საერთო ჯამში, 281 მილიონი მიგრანტი ცხოვრობს წარმოშობის ქვეყნის გარეთ. ეს რიცხვი ბოლო 50 წელში გაორმაგდა და განუხრელად იზრდება. მიგრაციას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის, მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონი. აღნიშნული სტატია სწორედ შრომით მიგრაციას მიმოიხილავს. 

სრულად

რატომ არ იცვლება მშრომელების მიმართ დამსაქმებლების დამოკიდებულება?

ქვეყანაში, წლიდან წლამდე არ იცვლება დამსაქმებლების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მშრომელების მიმართ. მათი აღქმით დასაქმებული ყოველთვის მადლიერი უნდა იყოს, რომ „კომპანიის“ წყალობით მას სამსახური აქვს.

თუკი შეეცდება პროტესტი გამოხატოს უსამართლო ანაზღაურებასთან, მძიმე შრომით პირობებთან დაკავშირებით, მას  ყოველთვის ღია კარისკენ მიუთითებენ. მიუთითებენ, რომ ისინი შეუცვლელები არ არიან და ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც ამავე სამუშაოს უფრო მცირე ანაზღაურების სანაცვლოდაც კი შეასრულებს.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მშრომელებმა გადაწყვიტეს პროტესტის გამოხატვა, საკუთარი შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა და მიმართეს შესაბამის ზომებს, დასაქმებულები იღებენ ქედმაღლურ დამოკიდებულებებს და მუქარას, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს.

ზემოჩამოთვლილ სამივე შემთხვევაში მიზანი იგივეა, მშრომელმა არ უნდა იგრძნოს თავი ღირებულად, მას არ უნდა მიეცეს უფლება იფიქროს, რომ მნიშვნელოვანია. ის უნდა დარჩეს უბრალო შემსრულებლად, რომელიც მარტივად შეიცვლება სხვა ადამიანით.

სრულად

ვინ არის ოჯახში დასაქმებული?

სრულად

სტუდენტური საცხოვრებლების კრიზისი თბილისში

სრულად

რა პრობლემებს გვიქმნის რუსეთის მოქალაქეების მასობრივი იმიგრაცია საქართველოში?

სრულად

რა არის უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობა?

სრულად

ოჯახში დასაქმებულები საქართველოსა და ემიგრაციაში

ადრე საოჯახო საქმეებისთვის დამხმარის ყოლა – დამლაგებლის, მზარეულის, აღმზრდელის, მზრუნველის და სხვა – სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. თუმცა თანამედროვე შრომის ბაზრის სტანდარტებმა, ოჯახის ყველა შრომისუნარიანი წევრის შრომის ბაზარზე გასვლამ, უფრო და უფრო გარდაუვალი გახადა ნებისმიერი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის დამხმარეების შრომის დაქირავება, რადგან ადამიანები ვეღარ ახერხებენ, მუშაობას სახლის ის საქმეებიც შეუთავსონ, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. 

სახლის საქმეებისთვის რომ ოჯახმა ან კერძო პირმა   მეორე ადამიანი დაიქირავოს, უნდა შეეძლოს, მას შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადოს.  ამ შემთხვევაში დამსაქმებელი არატიპურია და ხშირად თავადაც დასაქმებულია; დასაქმების ადგილი კი არა შრომითი დაწესებულება, არამედ საცხოვრებელი სახლია. სწორედ ეს ქმნის საოჯახო შრომის განსაკუთრებულ სპეციფიკას, საოჯახო მშრომელებს კი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მშრომელებად აქცევს. 

 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში საოჯახო მშრომელები გაცილებით მეტს შრომობენ, ვიდრე ევალებათ, რასაც მათ არავინ უნაზღაურებს, რადგან, როგორც წესი, არ გააჩნიათ წერილობითი ხელშეკრულება და მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით არიან დასაქმებულნი. ამით კი ისედაც არაადეკვატურად დაბალ ანაზღაურებას შრომითი ექსპლუატაცია და ემოციური მოწყვლადობაც ემატება.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორია საოჯახო მშრომელთა სოციალური დაცვის ბაზისური სტანდარტები, როგორია საქართველოს გამოწვევები ამ მხრივ და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ დასაქმებულთა შრომა მატერიალურადაც დაფასდეს, რათა მათ გაუჩნდეთ სოციალური დაცვის საბაზისო გარანტიები და არ წავიდნენ ემიგრაციაში.

ჩვენი კომენტარი: 

ცნება „საოჯახო შრომა“ არ გვხვდება საქართველოს შრომით კანონმდებლობაში,  რაც ამ შრომაში ჩართული ადამიანების უმრავლესობას ყველა იმ სოციალური ბენეფიტის გარეშე ტოვებს, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობა სხვა მშრომელებისთვის ითვალისწინებს. 

საბაზისო სოციალური დაცვისთვის აუცილებელია, ქვეყნის შრომითი კანონმდებლობა და სოციალური დაცვის სისტემა  ითვალისწინებდეს საოჯახო მშრომელებს  და ქმნიდეს მათთვის დეკრეტული შვებულების, სამედიცინო ბიულეტინის, საპენსიო შენატანების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისა თუ სხვა შრომითი უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.

ვინაიდან საქართველოში ისედაც მძიმე სოციალური ფონია და დაბალია შინამეურნეობების შემოსავლები, ოჯახში დასაქმებულებს უჭირთ ანაზღაურების ზრდის მოთხოვნა და ხშირად იღებენ მიგრაციის, სამუშაოს ქვეყნის გარეთ შესრულების, გადაწყვეტილებას. სახელმწიფო ვალდებულია, ჰქონდეს ქვეყანაში საკუთარი სამუშაო ძალის, მათ შორის, საოჯახო მშრომელების, შენარჩუნების და არა მათი განდევნის სტრატეგია. მას ასევე შეუძლია, თავად განავითაროს იმგვარი სოციალური ზრუნვისა და კეთილდღეობის სერვისები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს საოჯახო შრომის მოთხოვნას, ოჯახებს კი ჯიბიდან განკარგვად შემოსავლებს დაუზოგავს. 

სრულად

პროფესიული კავშირების როლი შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში

საქართველოში შრომითი უფლებები ხშირად ირღვევა, არსებული კანონმდებლობის აღსრულება კი სათანადოდ ვერ ხდება. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში სოციალური დიალოგი სათანადოდ არ მიმდინარეობს. ამასთან, საზოგადოება ნაკლებად ფლობს ინფორმაციას პროფესიული კავშირების შესახებ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

შრომითი უფლებების დაცვის,  დარღვევის პრევენციისა და დავების დროულად გადასაწყვეტად პროფესიული კავშირების არსებობა მნიშვნელოვანია. 

  • შრომითი პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი კოლექტიური მოლაპარაკებაა, რომელიც დასაქმებულებსა და დამსაქმებელს ან დამსაქმებლებს შორის მიმდინარეობს; 
  • ასეთ დროს მხარეთა შორის ძალთა ბალანსი შედარებით დაცულია და, ინდივიდუალური მოლაპარაკებისგან განსხვავებით, დადებითი შედეგის მიღწევის ალბათობაც უფრო მეტია.

შესაბამისად, დასაქმებულების მხრიდან ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტი სწორედ ძლიერი პროფკავშირების არსებობა და ეფექტიანი სოციალური დიალოგია.

ჩვენი კომენტარი 

  • ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც შრომითი კანონმდებლობა სათანადოდ არ სრულდება. ამ პირობებში საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანება და თვითორგანიზება გამარჯვების შესაძლებლობას ზრდის; 
  • დამოუკიდებელი და ძლიერი პროფესიული კავშირები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, იგი ეხმარება დასაქმებულებს შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულებასა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნაში;
  • სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ორმხრივი თუ სამმხრივი სოციალური დიალოგის განვითარება;
  • წარმატებული სოციალური დიალოგი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაწყვეტას, ზრდის სოციალურ მშვიდობას, ინდუსტრიულ სტაბილურობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობაზე?

შესავალი

დასაქმებულთა უფლებების სათანადოდ დასაცავად შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამსახურის სტრუქტურისა და უფლებამოსილების ხშირი ცვლილების გამო, ფართო საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია შრომის ინსპექციის ახლანდელი მანდატის შესახებ.

ჩვენი კომენტარი

საიმისოდ, რომ შრომის ინსპექციის საქმიანობამ დასაქმებულთა უფლებების დაცულობის ხარისხზე რეალური ზეგავლენა მოახდინოს, აუცილებელია, იგი სათანადო ოდენობისა და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსით აღიჭურვოს, რათა უფრო ინტენსიურად შეამოწმოს ობიექტები და მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ისეთ სფეროებზე, სადაც შრომის უსაფრთხოებისა და სხვა შრომითი უფლებების დარღვევის საფრთხეები სტატისტიკურად უფრო მაღალია. შრომის ინსპექციამ მეტი ინტერესი უნდა გამოხატოს არაფორმალური სექტორის მონიტორინგის მიმართაც, რათა უზრუნველყოს ყველაზე მოწყვლადი მუშახელის უფლებების დაცულობა და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის ამაღლებას.

მონიტორინგი თანაბრად ეფექტურად უნდა ხორციელდებოდეს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში და ფართო საზოგადოებას აქტიურად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების შესახებ. 

გარდა ამისა, აუცილებელია, რომ გაიზარდოს ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებული ჯარიმების რაოდენობაც. 

სრულად

სოციალური დიალოგი – საერთაშორისო სტანდარტები

შესავალი

სოციალური დიალოგი შრომის ბაზრის რეგულირების ეფექტიანი იარაღია, რომელიც ღირსეული შრომის, ინკლუზიური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის გარანტს ქმნის. 

სრულად

ოჯახში დასაქმებულები საქართველოში

საქართველოში ოჯახში დასაქმებულები არაფორმალურ ეკონომიკაში არიან ჩართულნი და დამქირავებელთან დადებულ ზეპირ შეთანხმებას ჯერდებიან. მსგავსი ტიპის შეთანხმება კი არასრულყოფილია.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა:

2019 წლის მონაცემებით, ოჯახში დასაქმებული ადამიანთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით 17994 ადამიანს შეადგენს, მათი უფლებების დაცვა მაინც არ დგას მწვავედ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურა და კვლევითი მონაცემებიც მწირია. 

ჩვენი კომენტარი: 

ზეპირი შეთანხმებისა და დამქირავებლის კეთილი ნების იმედად დარჩენილი ოჯახში დასაქმებულები, ფაქტობრივად, განდევნილები არიან სოციალური დაცვის სისტემიდან და მათი საბაზისო უფლებები არ არის დაკმაყოფილებული.

სრულად

რა მდგომარეობაშია საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები?

საქართველო სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით მდიდარი და, ამავე დროს, ინდუსტრიული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ტრადიციის მქონე ქვეყანაა. ეს ტრადიცია გულისხმობს, ერთი მხრივ, არსებული რესურსების მოპოვებას, მეორე მხრივ კი საბჭოთა პერიოდში აშენებულ გადამამუშავებელ/გამამდიდრებელ საწარმოებსა და სხვა მძიმე ინდუსტრიას, რომლის ნაწილიც ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ქვეყანა, რომელიც ათწლეულებია, სიღარიბეში ცხოვრობს და მოსახლეობისაგან იცლება, ფლობს ისეთ ძვირფას და მნიშვნელოვანი რესურსებს, როგორებიცაა: ოქრო და სპილენძი, მანგანუმი, ქვანახშირი; ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი ინდუსტრიული წარმოებაც: ფეროშენადნობები, რუსთავისა და ქუთაისის მეტალურგიული ქარხნები და სხვა.

თუმცა საქართველოს ეკონომიკა საკმარისად ვერ სარგებლობს ამ სიმდიდრეებითა და ინდუსტრიით. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათწლეულის გავლისა და სამი გრძელვადიანი მთავრობის გამოცვლის შემდეგ, ინდუსტრიული ქალაქები საქართველოში მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და დემოგრაფიულ კრიზისში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოპოვებული რესურსები  და წარმოებული პროდუქცია მნიშვნელოვანი სიმდიდრის წყაროა გლობალურ თუ ადგილობრივ ბაზარზე. 

უნდა ვიცოდეთ, რა რესურსები აქვს ქვეყანას, რათა ისინი უპირველესად ჩვენს კეთილდღეობას,  განვითარებას მოხმარდეს და არა კერძო პირთა გამდიდრებას – იმისთვის, რომ გარემო, რომელიც ამ სიმდიდრეს გვაძლევს, გადაურჩეს დაბინძურებასა და განადგურებას; ადამიანები კი, რომლებიც ამ სიმდიდრეებს ქმნიან, არ იტანჯებოდნენ სასოწარკვეთის, ჩაგვრის, გავალიანების, ავადმყოფობის, სოციალური უპერსპექტივობისაგან და შექმნილი პრობლემების გამო არ ცდილობდნენ ქვეყნის დატოვებას.

ჩვენი კომენტარი: 

საქართველოს მარეგულირებელი კანონმდებლობა, ინსპექტირების ორგანოები და მათი აღსრულების მექანიზმები დღემდე ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური, არაექსპლუატაციური, სოციალურად და ეკოლოგიურად სამართლიანი მოპოვების პირობებს.

საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა არ ითვალისწინებს მსხვილი ბიზნესისთვის ადეკვატური გადასახადების დაწესებას, მოგების გადასახადი ქვეყანაში მხოლოდ 15%-ია, ხოლო წიაღისეულზე დაწესებული მოსაკრებელი მინიმალურია. ამგვარი საგადასახადო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიულ და ბუნებრივ პოტენციალს უმეტესად მხოლოდ კერძო მესაკუთრეთა გამდიდრების წყაროდ ტოვებს.

ეს ყოველივე გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს უკვე ათწლეულებია, არჩეული აქვს მცირე სახელმწიფოს, მინიმალური ჩარევის, ანუ ჩაურევლობის, და მხოლოდ ინვესტორზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც იწვევს ხილულ და ცხად სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს ქვეყნის განვითარებისთვის.

სრულად

რატომ სჭირდება ტყიბულს ჩვენი სოლიდარობა?

შესავალი: ტყიბული ისტორიული ინდუსტრიული ქალაქია საქართველოს ორი კუთხის, რაჭისა და იმერეთის, საზღვარზე, სადაც ქვანახშირი XIX საუკუნის დასაწყისიდან მოიპოვება. სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე ქალაქი სრულფასოვანი საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრებით ცხოვრობდა. დღეს ტყიბულის ცხოვრების მთავარი და ერთადერთი განმსაზღვრელი ქვანახშირის წარმოებაა: აქ ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება „საქნახშირში“ და როგორ ცხოვრობენ მეშახტეები.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა: საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებს შორის, ტყიბულში ყველაზე მაღალია მუშათა სიკვდილიანობა და ის ყველაზე მეტად არის დაცლილი მოსახლეობისაგან. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ კონკრეტულად რას ეწირება ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორ ცხოვრობენ ტყიბულელები და რატომ ტოვებენ მასიურად საკუთარ ქალაქს.

ჩვენი კომენტარი: 

უკვე ათწლეულებია, ტყიბულის შახტებში მეშახტეები იღუპებიან და საწარმოო ტრავმებს იღებენ – შრომა არ არის უსაფრთხო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, საწარმოს მიერ გაცემული ხელფასები კი საცხოვრებლად არასაკმარისია. ამას მოწმობს ტყიბულელთა გაფიცვების ისტორია, გავალიანებისა და მიგრაციის მკვეთრად გამოხატული პრობლემები. ტყიბული, სხვა ინდუსტრიული ქალაქების მსგავსად, საჭიროებს საზოგადოების მუდმივ სოლიდარობასა და მხარდაჭერას. 

სრულად

რატომ სჭირდება კაზრეთს ჩვენი სოლიდარობა?

შესავალი:  კაზრეთი ქვემო ქართლში, ბოლნისთან ახლოს მდებარე დასახლებაა, სადაც ოქრო, სპილენძი და სხვა ფერადი ლითონები მოიპოვება. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიული დანიშნულების გარდა, კაზრეთი ცნობილია ისტორიული სიძველით – ბრინჯაოს ხანისა და ქვის ხანის უნიკალური სამარხებით, ანტიკური ხანის ნამოსახლარით და სხვ. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები – მადანი, რომელიც დაბა კაზრეთში მოიპოვება, საქართველოდან ექსპორტირებული ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე საქონელთა ათეულშია, მისი მოპოვების ლიცენზია კი ყველაზე ძვირადღირებული ლიცენზიაა ქვეყანაში. 

ოქროთი და სპილენძით მდიდარი დასახლება და მის გარშემო მდებარე სოფლები, სხვა ინდუსტრიული ქალაქების მსგავსად, უკვე წლებია სიღარიბით, უპერსპექტივობით, საგანგაშოდ დაბინძურებული გარემოთი და ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯება. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ ვინ ფლობს ამ სიმდიდრეს და რატომ არის ყველაზე ძვირფასი რესურსებით მდიდარი დასახლება ასეთ მდგომარეობაში.

ჩვენი კომენტარი:

დაბა კაზრეთსა და მის შემოგარენში კომპანია RMG ერთადერთი მსხვილი დამსაქმებელია. წლებია, საწარმოში შრომა უმძიმესია და არ არის უსაფრთხო, დასახლებაში ცხოვრება კი ჯანმრთელობისთვის მძიმე შედეგების მომტანია. წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების გამო, დაბის შემოგარენში სოფლის მეურნეობაც შეუძლებელი ხდება. კომპანია ცდილობს, ქალაქში ჩაანაცვლოს სახელმწიფო, ადგილობრივი მთავრობა და პოლიცია – ის შემჩნეულია მშრომელთა და მაცხოვრებელთა დაშინებისა და კონტროლის პრაქტიკაში. კაზრეთი და მიმდებარე სოფლები საჭიროებს ჩვენს შეუქცევად სოლიდარობას.

სრულად

გაფიცვის უფლება საქართველოში

გაფიცვის უფლება ქართული კანონმდებლობისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა ის საკითხები, რომლებიც მის სრულფასოვან რეალიზებას უკავშირდება, კვლავ პრობლემურია. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში მშრომელებს ხშირად უწევთ უთანასწორო და უსამართლო გარემოში ღირსეული შრომითი პირობებისთვის ბრძოლა. ეს სტატია იმ კომპლექსურ პროცესს მიმოიხილავს, რომელსაც დასაქმებულები გაფიცვამდე გადიან. 

ჩვენი კომენტარი

გაფიცვა დავის მოგვარების უკანასკნელი საშუალებაა. მას წინ უსწრებს შემათანხმებელი პროცედურები, მედიაცია, რომელიც აღმოჩნდა, რომ უმეტესად არაეფექტიანია. შესაბამისად, მშრომელები იმაზე ხშირად იფიცებიან, ვიდრე ეს გამართული მოლაპარაკების პირობებში იქნებოდა საჭირო. მეორე მხრივ, პრობლემაა ისიც, რომ დამსაქმებელი გაფიცვის შედეგად მიღწეულ შეთანხმებებსაც უგულებელყოფს. ამის გამო, დასაქმებულებს შორის აქტივობა გაფიცვის დროს დაბალია.

სრულად

მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკის გამოწვევები

შესავალი 

მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია, რადგან ადამიანებს, რომლებიც შრომით ბაზარზე მწვავე კონკურენციის გამო არ არიან დასაქმებულები, ეხმარება სამსახურის მოძებნაში.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • რადგან არ არსებობს მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკის გრძელვადიანი გეგმა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გამოწვევებია ქვეყანაში ამ მიმართულებით;
  • პრობლემების და შესაძლო დაბრკოლებების იდენტიფიცირება ხელს შეუწყობს ამ პროცესს, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილზე დადებითად აისახება, რადგან საქართველო უმუშევრობის (20%-მდე) და არაფორმალური დასაქმების (40%-მდე) საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება; 

 

ჩვენი კომენტარი 

  • როდესაც სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოქალაქეების გასაჭირი მათივე გადაწყვეტილებების ნაყოფია, იგი ნაკლებად ცდილობს, მოქალაქეზე ინდივიდუალურად მორგებული გამოსავალი შესთავაზოს.
  • სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებს არ უნდა უყურებდეს ისე, თითქოს მათ შეუძლიათ, თუმცა არ სურთ დასაქმება და პროგრამები არ უნდა დააფუძნოს სანქცირებაზე.

ამას მოწმობს საერთაშორისო პრაქტიკა, იხილეთ სტატია: “რა არის დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა“

სრულად

საქართველო არ ზრუნავს თავისი მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზე

სრულად

დეკრეტული შვებულება კერძო სექტორში – სახელმწიფო უმოქმედოა

სრულად

სტუდენტური საცხოვრებელი – სახელმწიფო პოლიტიკა და გამოწვევები

შესავალი 

სტუდენტური საცხოვრებელი არა მხოლოდ აგვარებს სტუდენტების პრობლემას, არამედ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მოქალაქეების განათლებაზე ხელმისაწვდომობა. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. მათი ნაწილი ცდილობს, სტუდენტებს რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი შესთავაზოს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ ზრუნავს ქართული სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ჩვენი კომენტარი 

  • სახელმწიფოს არ აქვს გამართული საბინაო პოლიტიკა – ეს ეხება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებსაც;
  • რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს განათლების ხელმისაწვდომობაზე და ტოვებს მას სტუდენტის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად;
  • გამოდის, რომ სტუდენტს ან მის ოჯახს, რომელსაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, იქირაოს ბინა, ეზღუდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა. 
სრულად

სტუდენტური საცხოვრებლები საქართველოში

რეგიონიდან ქალაქში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს საცხოვრებლის პოვნა უჭირთ. ხელმისაწვდომი სტუდენტური საცხოვრებლები ამ პრობლემის გადაჭრის საშუალება იქნებოდა, თუმცა ეს საკითხი საქართველოში მოუგვარებელია.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • 2022 წლიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში ბინის ქირა საგრძნობლად გაძვირდა;
  • სტუდენტთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო სტუდენტური საცხოვრებლების რაოდენობა არასაკმარისია.

ჩვენი კომენტარი

  • თბილისში, ფაქტობრივად, არ არსებობს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სტუდენტებისთვის, რაც ქმნის განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას;
  • საჭიროა, უნივერსიტეტებმა, სახელმწიფოსთან ერთად, მოაგვარონ ეს საკითხი და უზრუნველყონ სტუდენტები საცხოვრისით.
სრულად

სად იცხოვრონ სტუდენტებმა?

საცხოვრისის საკითხი გადაჯაჭვულია ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებთან, როგორებიცაა: ადგილმდებარეობის ცვლილება, დასაქმების, განათლების ხელმისაწვდომობა და სხვა. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია სტუდენტების შემთხვევაში, როდესაც ბევრი მათგანი იცვლის საცხოვრებელ ადგილს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტები ნაწილობრივ უზრუნველყოფენ სტუდენტურ საცხოვრებლებს და ამგვარად ცდილობენ, გადაჭრან  სტუდენტებისთვის საცხოვრისის კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის საერთო საცხოვრებელი, რაში ეხმარება ის სტუდენტს და როგორია საუკეთესო გამოცდილება.

ჩვენი კომენტარი

ხელმისაწვდომი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის არსებობა განათლების მიღების მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის. სახელმწიფო განათლების პოლიტიკის განხორციელებისას ამ საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომელთა მიზანი არ არის ფინანსური მოგება, უნდა ეხმარებოდნენ სტუდენტებს და მათთვის უფრო ხელმისაწვდომს უნდა ხდიდნენ სწავლას.

სრულად

გაფიცვის ფორმები და სახეები

დროთა განმავლობაში დასაქმებულთა პროტესტმა სხვადასხვა სახე და ფორმა შეიძინა, რამაც მეტად შედეგიანი გახადა ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის. ეს სტატია სხვადასხვა ტიპის გაფიცვის რეგულირებას მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

გაფიცვის სხვადასხვა სახე არსებობს, ამის აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან გაფიცვათა მიზანი შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ერთ კონკრეტულ საწარმოში შრომითი პირობების გაუმჯობესებით, კონკრეტულ პირთა საჭიროებების მოგვარებით, არამედ იყოს უფრო ფართო, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოში მშრომელთა დაუცველობის წინააღმდეგ ბრძოლა. 

ჩვენი კომენტარი

  • სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა ან მისთვის ისეთი წინაპირობების დაწესება, რომლებიც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის უფლებით სარგებლობას, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებს.  
  • სოლიდარული გაფიცვა აფართოებს კლასიკური, ზოგადი გაფიცვის მნიშვნელობას, რაც ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა.
სრულად

გაფიცვის რეგულირება ევროპის ქვეყნებში

ევროპის ქვეყნებში გაფიცვა სხვადასხვაგვარად რეგულირდება. თუმცა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დადგენილი საერთო პრინციპების გაზიარების გამო, ბევრია საერთოც. გაფიცვის კანონიერების დადგენა სწორედ მისი რეგულირების თავისებურებებს უკავშირდება. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • მშრომელთა გაფიცვები კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით კი სხვადასხვა კრიზისის დროს თუ მის შემდგომ.  სანამ საქართველოს შემთხვევას განვიხილავთ, საინტერესოა, ვიცოდეთ, როგორ ესმით ამ უფლების არსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

ჩვენი კომენტარი

  • გაფიცვა ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია, წარმართო სამართლიანი და მნიშვნელოვანი მოლაპარაკება დამსაქმებლებთან, თუმცა გაფიცვის კანონიერების დასადგენად გადამწყვეტია იმის ცოდნა, ვის, როდის და რასთან დაკავშირებით შეუძლია გაფიცვა.
სრულად

გაფიცვა, როგორც შრომითი უფლებების დაცვის ინსტრუმენტი

გაფიცვა, რომელიც XIX საუკუნის ბოლომდე დანაშაულადაც კი ითვლებოდა, დროთა განმავლობაში დასაქმებულთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. დღეს კი საერთაშორისო აქტებით ადამიანის უფლებად არის აღიარებული.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში შრომითი უფლებები თითქმის ყველა სფეროში ირღვევა, რასაც საბაზისო პირობების მოთხოვნით მშრომელთა ხშირი გაფიცვაც მოწმობს. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება ებრძოლო დამსაქმებლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას და კანონიერი გზებით შეძლო საკუთარი სამართლიანი ინტერესების დაკმაყოფილება. 

ჩვენი კომენტარი 

  • გაფიცვის, როგორც ინსტრუმენტის, ეფექტიანობა მის სამართლებრივ რეგულირებაზეა დამოკიდებული;

სანამ საქართველოს კანონმდებლობას გავაანალიზებთ, უნდა გავიგოთ, როგორ ხედავენ გაფიცვის როლს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები.

სრულად

პროფესიული კავშირები – რა უნდა ვიცოდეთ?

საქართველოში დასაქმებულებს ხშირად უწევთ არასათანადო სამუშაო გარემოსა და პირობებში მუშაობა, ასევე ხშირია მათი შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი აკისრია პროფესიულ გაერთიანებებს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • შრომით ურთიერთობაში მშრომელი ექვემდებარება დამსაქმებელს და იგი შედარებით „სუსტი“ მხარეა;
  • ეს აჩენს საფრთხეს, რომ დამსაქმებელმა უპირატესობით ბოროტად ისარგებლოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რატომ არის საჭირო მშრომელთა გაერთიანებები.

ჩვენი კომენტარი

  • საკანონმდებლო მოწესრიგების გარდა, მნიშვნელოვანია თავად დასაქმებულები გაერთიანდნენ და ერთად დაიცვან თავიანთი უფლებები, რათა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამყარდეს ძალთა ბალანსი;
  • პროფესიულ კავშირში გაწევრიანებით მშრომელები საერთო მიზნებისთვის ერთად იბრძვიან, რაც ზრდის მათი წარმატების შესაძლებლობას.
სრულად

როგორია საოჯახო მშრომელების სოციალური დაცვის საერთაშორისო სტანდარტი?

საქართველოში ძიძების, დამლაგებლების, მზრუნველების და საოჯახო სამუშაოში ჩართული ადამიანების ადამიანების შრომის უფლებები კანონით არ რეგულირდება. ეს პრობლემაა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორია საოჯახო მშრომელების სოციალური დაცვის საერთაშორისო გამოცდილება და მინიმალური სტანდარტები, რათა ჩვენმა ძიძებმა, დამლაგებლებმა, ოჯახში დამხმარეებმა ისინი საკუთარ ქვეყანაშიც მოითხოვონ.

ჩვენი კომენტარი: 

აუცილებელია, საქართველოს შრომით კანონმდებლობაში განისაზღვროს საოჯახო შრომის დეფინიცია, რათა ქვეყანაში შეიქმნას საოჯახო მშრომელთა სოციალური დაცვის საბაზისო მექანიზმები და მათ შეძლონ  იმ უფლებებითა და ბენეფიტებით სარგებლობა, რომლებიც განსაზღვრულია სხვა დასაქმებულთათვის. 

სრულად

რა არის საოჯახო შრომა?

საოჯახო  შრომა გულისხმობს დაქირავებულ საშინაო შრომას, როდესაც ადამიანები ფიზიკურ და ემოციურ შრომას სხვის ოჯახებში, ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებენ. ოჯახში დასაქმებულები როგორც წესი, არიან ბავშვების აღმზრდელები, მოხუცების, სპეციალური საჭიროების მქონე პირების მზრუნველები, დამლაგებლები და ა.შ. ოჯახებში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას არ აქვს შრომითი ხელშეკრულებები, შესაბამისად, ისინი ჩართულნი არიან არაფორმალურ ეკონომიკაში. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სრული სამუშაო ძალის დაახლოებით 40% არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩართული, მათ შორის არიან საოჯახო მშრომელები. გარდა ამისა, ქვეყნიდან უამრავი ემიგრანტია გასული, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ ოჯახებში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ამ ტიპის შრომაში ჩართული ადამიანების პრობლემები და საჭიროებები.   

ჩვენი კომენტარი:

საქართველოში, საოჯახო შრომაში ჩართულ პირებს არ იცავს შრომის კანონმდებლობა, რადგან  ის არ ცნობს ამ ტიპის შრომის დეფინიციას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საოჯახო შრომაში ჩართული მშრომელები, უზრუნველყოს ისინი უფლებებით და ბენეფიტებით, რომლითაც სარგებლობენ ფორმალურად დასაქმებულები. ამავე დროს, აღასრულოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილი მინიმალური სტანდარტები.

სრულად

შრომის ინსპექციის ისტორია საქართველოში

საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურს რთული და წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს. მისი არსებობა და უფლებამოსილებები არაერთხელ გამხდარა ცხარე პოლიტიკური და იდეოლოგიური დებატების საგანი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

იმისთვის, რომ  გავიაზროთ, რაში გვჭირდება შრომის ინსპექცია, უნდა გავიგოთ,  როგორი წინააღმდეგობების წინაშე იდგა ეს ინსტიტუტი წლების განმავლობაში საქართველოში.

ჩვენი კომენტარი

დასაქმებულთა უფლებების რეალურად დასაცავად აუცილებელია, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს ეფექტური, სათანადოდ აღჭურვილი და ხელისუფლებებისა და მათი იდეოლოგიური პრეფერენციებისგან დამოუკიდებელი შრომის ინსპექციის სამსახური.

სრულად

არალეგალური მიგრაცია და არალეგალურ შრომასთან დაკავშირებული რისკები

დღეს საერთაშორისო მიგრაცია უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და გავლენა აქვს როგორც ინდივიდებსა და მათ ოჯახებზე, ასევე სახელმწიფოებზეც. 

საერთაშორისო მიგრაციის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს არალეგალურ მიგრაციასა და არალეგალურ შრომით მიგრაციას. ხშირად ეს ორი ცნება ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და ერთმანეთისგან გამომდინარეობს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საინფორმაციო სტატიებში უკვე ვისაუბრეთ საქართველოდან მოსახლეობის გადინების მასშტაბებზე. ყოველწლიურად ქვეყანას  ათასობით ადამიანი ტოვებს. გადინების უმთავრეს მიზეზს ეკონომიკური ფაქტორები წარმოადგენს: უკიდურესი სიდუხჭირე, გაზრდილი ფასები და შემოსავლის წყაროს ძიება.

  • როგორც წესი, ადამიანები მიგრაციისათვის ირჩევენ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს. ბოლო წლებში  საქართველოს მოქალაქეებისთვის  განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები: 
  • იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მუშახელის თავისუფლად მიმოსვლა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. მუშახელი თავისუფლად ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება; 

მათ რჩებათ ერთი გზა:  არალეგალური მიგრაცია, ეს კი კანონდარღვევით საზღვრების გადაკვეთასა და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. სავარაუდოდ, საქართველოდან გასული მიგრანტების სოლიდური ნაწილი არალეგალურად კვეთს საზღვარს ან/და არალეგალურად რჩება უცხო ქვეყანაში.

ჩვენი კომენტარი 

  • სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა არალეგალური მიგრაციისგან, რადგან არალეგალური მიგრაცია უამრავ სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემას იწვევს არალეგალებისთვის;
  • ამისაგან თავის დაღწევის შედარებით ხანგრძლივი, ძვირადღირებული, თუმცა ეფექტიანი გზაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

სრულად

რატომ სჭირდება ჭიათურას ჩვენი სოლიდარობა?

ჭიათურა საქართველოს ისტორიული ინდუსტრიული ქალაქია, სადაც მანგანუმი ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან მოიპოვება. თუმცა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეს სიმდიდრე ქალაქის და მისი მაცხოვრებლების მდგომარეობაზე არ აისახება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა??

დღეს საქართველო მანგანუმის შენადნობების 5 ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას შორისაა, მხოლოდ ფეროშენადნობების ექსპორტმა კი 2022 წლის იანვარ-მარტში მთლიანი ექსპორტის 18%-ზე მეტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ჭიათურა და ჭიათურელები გაუსაძლისი სოციალური, ყოფით თუ ეკოლოგიური პრობლემებით იტანჯებიან.

ჩვენი კომენტარი:

ათწლეულებია, ჭიათურაში ხელფასები საცხოვრებლად არასაკმარისია, შრომა არ არის უსაფრთხო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ქალაქი სხვადასხვა სახის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ჭიათურა და ჭიათურელები საჭიროებენ საზოგადოების შეუქცევად სოლიდარობას.

სრულად

სოციალური დაცვის სისტემის მიღმა დარჩენილი მშრომელი

საქართველოში არაფორმალურ შრომაში ათიათასობით ადამიანია ჩართული. მნიშვნელოვანია, მათ ხელი მიუწვდებოდეთ სოციალური დაცვის საბაზისო სისტემებზე, რადგან ასეთი ტიპის შრომაში დასაქმებული პირები განსაკუთრებით დაუცველები არიან. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში სოციალური დაცვის მექანიზმები ისედაც ფრაგმენტულია, არაფორმალურად მშრომელი ადამიანებისთვის კი პრობლემა კიდევ უფრო მძიმედ დგას. მათ არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები, არ სარგებლობენ შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური უფლებებით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.

ჩვენი კომენტარი

  • სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა არაფორმალურ შრომაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ისეთი საკანონმდებლო ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება არაფორმალური შრომის ფორმალიზებისაკენ. 
  • რეფორმაში არაფორმალურ შრომაში დასაქმებული პირისთვის მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები, როგორ სარგებელსა და სოციალური დაცვის გარანტიებს მიიღებს ფორმალიზებულ შრომაში ჩართვით.
სრულად

შრომის ინსპექცია: ზოგადი მახასიათებლები და საერთაშორისო სტანდარტები

შრომის ინსპექციის ეფექტური ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

იმიტომ, რომ საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა რეალური შედეგების მომტანი იყოს, აუცილებელია, კარგად ვიცნობდეთ ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.

ჩვენი კომენტარი

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია ინსპექტორთა სათანადო რაოდენობა, კვალიფიკაცია, საკანონმდებლო დონეზე გაწერილი შესაბამისი უფლება-მოვალეობები, რომლებიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად განახორციელონ ინსპექტირება, მათ შორის, არასტანდარტულ სამუშაო ადგილებზე.

სრულად

შრომის ინსპექციის როლი სამშენებლო სფეროში

ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა მნიშვნელოვანია უკეთესი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სიღარიბის შესამცირებლად და  უკეთესი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად. მის დამკვიდრებასა და შენარჩუნებაში კი კრიტიკული როლი ეფექტიან შრომის ინსპექციას აქვს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

  • 2021 წლის მონაცემებით, მშენებლობაზე 94 400 ათასი ადამიანია დასაქმებული;  
  • დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა, უმეტესად, მძიმეა; 
  • ზოგჯერ მშრომელები ოჯახის ერთადერთი მარჩენლები არიან;
  • ანაზღაურების სიმცირე, ხელფასის გადაუხდელობა ან დაუსაბუთებელი ჯარიმები ხშირად მშრომელების პროტესტის მიზეზი ხდება;
  • შრომის ნორმების უგულებელყოფა შრომის უსაფრთხოების ხარისხზე პირდაპირ აისახება. 

ჩვენი კომენტარი

სახელმწიფო ვალდებულია, დაამკვიდროს შრომის პირობებზე ეფექტიანი ზედამხედველობა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს  პრევენციული ღონისძიებები და შრომის ინსპექციის სამსახური აღიჭურვოს შესაბამისი და საკმარისი რესურსით.

სრულად

პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა საწარმოო შემთხვევების შესამცირებლად

უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი სამუშაო ადგილზე მძიმე და ფატალური შემთხვევების შემცირების მთავარი წინაპირობაა. საინფორმაციო სახის პრევენციული ღონისძიებები კი ეხმარება საწარმოო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

ეკონომიკურად არამდგრად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და სიცოცხლისთვის საშიში სფეროა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა დავიცვათ მშრომელები დაზიანებისა და ფატალური შემთხვევებისგან. 

ჩვენი კომენტარი 

უსაფრთხო სამუშაო გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. შესაბამისად,  უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი არა მხოლოდ მშრომელთა, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. სახელმწიფომ კი უნდა გამოიკვლიოს საწარმოო შემთხვევების მიზეზები და ებრძოლოს მრავალმხრივი პრევენციული ღონისძიებებით. 

სრულად

არაფორმალური შრომის გამოწვევები – რა უნდა შედიოდეს სახელმწიფოს ინტერესებში?

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქვეყანას არ აქვს გამართული სოციალური დაცვის სისტემა. ადამიანებს თავად უწევთ გაუმკლავდნენ არსებულ გაჭირვებას და იძულებული ხდებიან, ჩაერთონ არაფორმალურ დასაქმებაში, რადგან მათი უმეტესობა ვერ პოულობს სხვა სამსახურს. ამით კი მშრომელის ცხოვრება ხდება არაპროგნოზირებადი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

არაფორმალური დასაქმება ერთგვარი გადარჩენის საშუალებაა იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური დაცვის სისტემა არასრული და ფრაგმენტულია.

ასეთია საქართველოც, სადაც უმუშევრად დარჩენილ ადამიანს სახელმწიფო საბაზისო სოციალურ დაცვასაც ვერ სთავაზობს, მაგალითად:

  • გარკვეული დროით ფინანსურად არ უზრუნველყოფს; 
  • ყველას თანაბრად არ აძლევს პროფესიული განვითარების/გადამზადების საშუალებას;
  • არ სთავაზობს დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ადამიანის გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები.

ამის ფონზე, ქვეყანაში კი დაბალია  არაფორმალურ შრომაში ჩართულ პირთა დაცულობის დონე, რადგან მშრომელების უფლებებს არ იცავს კანონი.

ჩვენი კომენტარი:

  • სახელმწიფომ შეიმუშავოს მკაფიო და პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა არაფორმალური შრომა ეტაპობრივად გახდეს ფორმალური; 
  • სახელმწიფომ იზრუნოს არაფორმალურად დასაქმებულების ინფორმირებულობაზე, დაანახოს ფორმალური დასაქმების უპირატესობები და სიკეთეები,  თუ რა სარგებელი ექნებათ მათ ფორმალურ დასაქმებაში ტრანზიციას;  
  • საჭიროა, გაიზარდოს დასაქმების სააგენტოს კომპეტენციები. მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, რადგან არაფორმალურ შრომაში ჩართული პირები შემდგომში მარტივად დასაქმდნენ შესაბამის  ვაკანსიებზე; 
  • სახელმწიფომ დაიცვას არაფორმალურად დასაქმებულების უფლებები. ამ ნაწილში საჭიროა შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერება; 
  • დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს საბაზისო სოციალური დაცვის გარანტიები, ფორმალური დასაქმებაც არ სთავაზობს  მშრომელს ღირსეულ ხელფასსა და აუცილებელ ბენეფიტებს. ამ მოცემულობაში კი ნაკლებ მიმზიდველია არაფორმალი მშრომელების ნაწილისათვის, რადგან გაფორმალურების შემთხვევაში მოუწევთ  ისევ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა და დამატებითი გადასახადების გადახდა. 
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ მინიმალური ხელფასის შესახებ?

 

საქართველოს მოსახლეობისთვის დაბალი ხელფასები და შრომის არასათანადო ანაზღაურება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ საკითხის სიმწვავე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა როგორც პანდემიის დროს, ასევე მიმდინარე ინფლაციის პირობებში. მიუხედავად ამისა, საქართველოში არ არსებობს ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის სამართლიანად ანაზღაურებას და მუშახელის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის სიღარიბისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

ჩვენი კომენტარი

  • სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე და თანდათანობით დაუახლოვდეს ევროკავშირში მოქმედ დაცვის სტანდარტებს. კერძოდ, საქართველომ უნდა გადახედოს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და შეუსაბამოს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას ეროვნული მინიმალური ხელფასი;
  • ან, საწყის ეტაპზე, მინიმალური ხელფასი დაწესდეს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ან/და განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სექტორებში;
  • გადახედოს უკვე მოქმედ სექტორულ მინიმალურ ხელფასებს. 
სრულად

დამსაქმებლის პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების სფეროში

უსაფრთხო სამუშაო ადგილების შექმნა რისკების შეფასებითა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვით იწყება, რაც დამსაქმებლის ვალდებულებაა. დღეს შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დამსაქმებელზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების შესრულებას არ უზრუნველყოფს და არც მშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავადაა საკმარისი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ჩვენ გარშემო ადვილად მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც მშენებლობაზე უმუშავია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმეა და ხშირად მას ადამიანები ეწირებიან კიდეც, სიღარიბისა და უმუშევრობის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამსახურიცაა.

ჩვენი კომენტარი

საქართველოში დამსაქმებელთა უმეტესობა გულგრილად ეკიდება შრომის უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებას, ამას არასაკმარისად მკაცრი სანქციები, გეგმური, არაგეგმური ან განმეორებითი ინსპექტირების სიმცირეც უწყობს ხელს.

სრულად

მიგრაციის პოლიტიკა და სახელმწიფოს როლი მიგრაციული პროცესების მართვაში

მიგრაციის პროცესების მართვაში სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. სახელმწიფოები თავად წყვეტენ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს. ეს, ძირითადად,  ქვეყანაში შემომსვლელ იმიგრანტებს ეხება, თუმცა მიგრაციის მართვა მოიცავს ქვეყნის დატოვების, ემიგრაციის, საკითხებსაც. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

  • მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს შრომითი მიგრანტია;
  • თუ სტატისტიკურ მონაცემებ დავეყრდნობით, ტენდენცია მზარდია და ახლო მომავალში ემიგრაციის ტალღა არ შემცირდება. 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას აკეთებს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად მაშინ, როდესაც მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და სამუშაოდ უცხო ქვეყანაში გამგზავრება.  

ჩვენი კომენტარი

  • საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმება სახელმწიფომ მიგრაციის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად აქცია და დასახა ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთგვარ გზად;

თუმცა, საზღვარგარეთ მუშაობის მსურველებს სათანადოდ ვერ მიაწოდა ინფორმაცია, როგორ პირობებში მოუწევდათ მუშაობა და არც ქმედითი ბერკეტები აღმოაჩნდა მათ დასაცავად.

სრულად

საქართველოში დეკრეტული შვებულების შემთხვევებში ქალების და ბავშვების სოციალური კეთილდღეობა უზრუნველყოფილი არ არის

სრულად

შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები სამშენებლო სფეროში

ბოლო წლებში განხორციელებული შრომის რეფორმის ფარგლებში გაიზარდა შრომის ინსპექციის მანდატი, შედარებით გაუმჯობესდა სიმაღლეზე მუშაობისა და მშენებლობის მარეგულირებელი ნორმები. თუმცა, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების ხელყოფის შემთხვევები კვლავ ბევრია

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს მოსახლეობას, დათანხმდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელ პირობებს, რაშიც ბიზნეს სექტორი საკუთარ პასუხისმგებლობაზე მეტად, სარგებელს ხედავს.
  • შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, თუ რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დასაცავად და დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის გასაზრდელად. 

ჩვენი კომენტარი:

საქართველოში მშენებლობა ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სფეროა, რომელშიც ყველაზე მეტი მშრომელი იღუპება. შედარებით გაუმჯობესებული კანონმდებლობა კი არ არის საკმარისი მუშათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. პრევენციული ღონისძიებების გატარება და მასზე ზედამხედველობა კვლავ პრობლემად რჩება.

სრულად

2022 წლის მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა და სოციალურად დაუცველები

დასაქმების გასააქტიურებელი პროგრამების ფრაგმენტები საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს და ამისათვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურადაა თანხები გამოყოფილი. თუმცა, ამ პროგრამებში მუდმივად შედის ცვლილებები, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს ერთი პოლიტიკის გრძელვადიან გეგმას.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • დასაქმების გასააქტიურებელი პროგრამები საჭიროა, რათა სახელმწიფომ შესთავაზოს ინდივიდებს დასაქმების ისეთი გზები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ღირსეულ ანაზღაურებასა და ნაკლებ კონკურენციაზე.
  • თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ითვალისწინებდეს დასაქმებისა და კარიერული განვითარების გრძელვადიან გეგმას.

ჩვენი კომენტარი

  • საქართველოში სოციალური პოლიტიკა ფრაგმენტულია;
  • შეუძლებელია ივარაუდო, როგორ შედეგს გამოიღებს ესა თუ ის ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • რადგან, არ არის უზრუნველყოფილი პროგრამების მდგრადობა და სახელმწიფო პოლიტიკის ნაცვლად დამოკიდებულია კერძო ინიციატივებზე;
  • ეს კი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების კეთილდღეობას.
სრულად

რა არის დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა?

სახელმწიფო დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკის მიზანია, მოქალაქე დააბრუნოს შრომის ბაზარზე. ის შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სოციალური დაცვის ერთ-ერთი ბერკეტი, რადგან გასააქტიურებელი პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს, დაეხმაროს ინდივიდებს კრიზისების დაძლევაში.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • საქართველოში უმუშევრობის დონე 20%-ია, ასევე მაღალია არაფორმალურ შრომაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობაც. შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დასაქმება ან ფორმალურ სამუშაოში ჩართვა;
  • ზოგიერთი ქვეყანა ამისთვის დასაქმების გასააქტიურებელ პოლიტიკას იყენებს. საჭიროა, ვიცოდეთ,  რა არის დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა და როგორი მიდგომები არსებობს.

ჩვენი კომენტარი

დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა ადამიანებს ეხმარება მაშინ, თუ ეს პოლიტიკა ითვალისწინებს თითოეული ინდივიდის საჭიროებებს, ეხმარება მათ ინდივიდუალური გეგმების შემუშავებაში.

სრულად

არაფორმალური შრომა – რა უნდა ვიცოდეთ?

ფორმალურ დასაქმებაში, არაფორმალური დასაქმებისგან განსხვავებით, მეტად არის უზრუნველყოფილი სტაბილური შემოსავალი, სოციალური დაცვა და დასაქმებასთან დაკავშირებული სარგებელი. შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებული დაცულია გარკვეული საკანონმდებლო სტანდარტებით.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • თუ არაფორმალურ შრომაში ხართ ჩართული, არ გაქვთ წვდომა საჯარო  სიკეთეებზე;
  • სოციალური სამართლიანობის მიღწევა მეტად არის შესაძლებელი ფორმალური დასაქმების შემთხვევაში. ეს ადამიანის სოციალურ მდგომარეობას მეტად დაცულსა და სტაბილურს ხდის, ვიდრე არაფორმალური/ხელშეკრულების გარეშე დასაქმება.  

ჩვენი კომენტარი

არაფორმალური შრომა არის ერთგვარი მახე, რომელიც მშრომელს არ სთავაზობს საყოველთაო სიკეთეებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალურ სექტორში  მინიმალურია პროფესიული განვითარების ან გადამზადების შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივაში რთულდება მშრომელის ფორმალურ სექტორში დასაქმება. ყოველივე ამის გამო, ინდივიდს არ ეძლევა განვითარების საშუალება და ვერც ეკონომიკურ სტაბილურობას აღწევს.

სრულად

საქართველოში სოციალური დაცვის სისტემა არ არის სტაბილური და საყოველთაო

გამართული სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა სწორად აირჩიონ სოციალური დაცვის მოდელი. ეს მოდელები კი განსხვავდება ერთმანეთისაგან და იცვლება ქვეყნების პოლიტიკური წყობის, რესურსების, ღირებულებებისა თუ სხვა ნიშან-თვისებების მიხედვით.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სოციალური დაცვის სისტემები ყველა მოქალაქეს ეხება. საქართველოში ეს სისტემა სუსტია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ კუთხით და რა შესაძლებლობები გვაქვს მომავალში.

ჩვენი კომენტარი 

  • საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკა ფრაგმენტულია, რაც არ ემსახურება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
  • ფრაგმენტული პოლიტიკა არამდგრადია, შესაბამისად,  ვერ უზრუნველყოფს  გრძელვადიან კეთილდღეობას;

შესაბამისად, საქართველოში სოციალური დაცვის ბერკეტები არ არის ორიენტირებული სიღარიბის დაძლევაზე.

სრულად

რატომ ვერ უზრუნველყოფს ახალი საპენსიო სქემა ღირსეულ სიბერეს?

პენსიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საპენსიო ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებაა. შესაბამისად, მხოლოდ ოჯახის წევრებზე დამოკიდებულება ხანდაზმულს ამ უფლებას ართმევს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოში პენსიის სიმწირემ სოციალურად დაუცველად აქცია ყველა, ვისაც არ ჰყავდა ვინმე, ვინც დამატებით უზრუნველყოფდა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში 2018 წელს დანერგილი დაგროვებითი საპენსიო სქემა შეეხო ყველას – რეფორმის მიღმა დარჩენილებს, მის მონაწილეებსა თუ მომავალ თაობებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ სისტემისგან და შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში უკეთესი საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომელიც

  • მოიცავდა ყველას; 
  • მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა უკვე არსებული პენსიონერების ცხოვრებას; 
  • მომავალი თაობებისთვის ღირსეული სიბერის გარანტიას შექმნიდა.

ჩვენი კომენტარი: 

საქართველოში შემუშავებული რეფორმა ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშების სქემაა, რომელიც გამორიცხავს თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპს. ის გათვლილია საზოგადოების უკიდურესად ვიწრო სეგმენტზე და მისი განხორციელების მიზანი არა ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფა, არამედ კაპიტალის ბაზრის განვითარებაა.

სრულად

რატომ ვერ იცავს კანონი ქალებს დეკრეტული შვებულების დროს?!

საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული ქალები შვილის გაჩენისას მინიმალური სახსრებით რჩებიან.  არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ, თვითდასაქმებულ და უმუშევარ ქალებს კი ბევრად რთული პრობლემები ექმნებათ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • შვილის გაჩენა  თუ გადაწყვიტეთ და კერძო სექტორში მუშაობთ, სახელმწიფო თქვენს დასახმარებლად ფაქტობრივად არაფერს გააკეთებს;
  • დეკრეტული შვებულების სრულად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ მიზერულ, ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებთ;
  • ან სრულიად იქნებით დამოკიდებული დამსაქმებლის კეთილ ნებაზე;
  • სახელმწიფო ვერ ხედავს საკუთარ როლს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ და უმუშევარ ქალებთან დაკავშირებით. ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ისინი ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებიან.

ჩვენი კომენტარი: 

შრომის მოუწესრიგებელი კანონმდებლობა  ასუსტებს ქალის როლს საზოგადოებაში და მას ეკონომიკურად სხვაზე დამოკიდებულს ხდის, რადგან საქართველომ: 

  •  ვერ შეძლო დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში ადამიანზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა;  
  • 2020 წლის სექტემბერში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებითაც არ შეასრულა ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წლამდე უნდა შეესრულებინა – შეექმნა სოციალური დაცვის ისეთი სისტემა, რომელიც ქალისა და ბავშვის საჭიროებებს, ქალის დასაქმების სტატუსის მიუხედავად, ადეკვატურად უპასუხებდა.
სრულად

როგორ იცავს მინიმალური ხელფასი მოქალაქეს ევროკავშირში?

მინიმალური ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებულის სიღარიბისგან დაცვისა და სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასა და შიდა სტანდარტებს თანდათან უნდა დაუახლოვდეს. 
  • ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე კი დავინახავთ, როგორ არის უზრუნველყოფილი მინიმალური ხელფასი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ჩვენი კომენტარი

  • საქართველომ უნდა გადახედოს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას იმგვარად, რომ რეალურად გააუმჯობესოს მუშახელის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
  • იხელმძღვანელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, ასევე გაითვალისწინოს ადგილობრივი სოციო-ეკონომიკური კონტექსტი
სრულად

შრომითი მიგრაცია – დასაქმების ერთადერთი შანსი საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის?

საქართველოს  მოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე არის შრომითი მიგრანტი ან მომავალში გეგმავს ქვეყნის დატოვებას. ამ პროცესის სრულად შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ქვეყნისთვის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ისეთი ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების ღირსეულ დასაქმებაზე.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • საქართველოდან მიგრაციის ტალღა 2019 წლამდეც მზარდი იყო და ემიგრანტთა დიდი წილი სწორედ შრომით მიგრანტებზე მოდიოდა;
  • თუმცა ეს ტენდენცია კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების შერბილების შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა, რასაც ადასტურებს 2021 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. 

ჩვენი კომენტარი

2019 წელს, მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მოსახლეობას მოუწოდა სამუშაო საზღვარგარეთ ეძებნათ, რადგან “2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერცერთი ეკონომიკა ვერ შექმნის.

  • ამით მან, პრაქტიკულად, გაათავისუფლა სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან, ეზრუნა საკუთარი მოქალაქეების საქართველოში დასაქმებაზე.
  • სახელმწიფოს პოლიტიკა ან მიზანი მოსახლეობის სხვა ქვეყანაში ლეგალურ შრომით მიგრანტად გაგზავნა არ უნდა იყოს.
სრულად

რა არის არაფორმალური ეკონომიკური შრომა?

არაფორმალური შრომა ფორმალური შრომისგან იმით განსხვავდება, რომ მასში მიმდინარე პროცესები სახელმწიფო რეგულაციების მიღმა ხდება. შესაბამისად, არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანი ვერ სარგებლობს მშრომელისთვის კანონით გათვალისწინებული მინიმალური სიკეთეებითაც კი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მთელ მსოფლიოში, მათ შორის,  საქართველოშიც, არაფორმალურ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში არაფორმალური შრომა სრული სამუშაო ძალის 40%-ს მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანი.

ჩვენი კომენტარი

საჭიროა, სახელმწიფომ გაატაროს თანმიმდევრული პოლიტიკა შრომის ფორმალიზაციის მიმართულებით, რომელიც გაითვალისწინებს მშრომელის საჭიროებებს და საშუალებას მისცემს ნებისმიერ მათგანს, ისარგებლოს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვით.

სრულად

როგორ იცავს მინიმალური ხელფასი დასაქმებულს?

დაბალი ხელფასები და შრომის არასათანადო ანაზღაურება საქართველოს მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.  ამის მიუხედავად, სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც დასაქმებულს შრომის სამართლიანი ანაზღაურებითა და ღირსეული შემოსავლით უზრუნველყოფს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა სრულად აცდენილია მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 

ჩვენი კომენტარი

აუცილებელია, რომ სახელმწიფომ დროულად გადახედოს მინიმალური ხელფასის ოდენობას და მისი განსაზღვრისას გაითვალისწინოს საარსებო მინიმუმის, საშუალო ხელფასისა და მშპ-ის ოდენობა, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა და დაბალანაზღაურებადი მუშახელის განსაკუთრებული საჭიროებები.

სრულად

რა არის მიგრაცია და ვინ ითვლება მიგრანტად?

2021 წელს ქვეყანა დატოვა საქართველოს 80 ათასზე მეტმა მოქალაქემ, რაც, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. ემიგრანტების უმრავლესობა შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფის მიეკუთვნება. გაზრდილია მიგრაციის უარყოფითი სალდოც, რაც გულისხმობს ქვეყნიდან გასული და უკან დაბრუნებული ადამიანების თანაფარდობას. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს თემა?

  • სტატისტიკურ მონაცემების გაუთვალისწინებლადაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ იმყოფებოდეს საზღვარგარეთ ემიგრაციაში.
  • ამის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბეა. ადამიანები ვეღარ უმკლავდებიან ფინანსურ პრობლემებს და ხშირად რთულ და სახიფათო გზებსაც მიმართავენ, რათა თავი დააღწიონ გაჭირვებას.
  • სოფლად თუ ქალაქად, ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ოჯახის შრომითი მიგრანტი წევრის მიერ გამოგზავნილი თანხა რჩება. 

ჩვენი კომენტარი

სიტუაციის გაუმჯობესებაში უმთავრესი როლი სახელმწიფოს ეკისრება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს:

  • საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში დასაქმებას; 
  • შრომის პირობების გაუმჯობესებას, რათა ღირსეული პირობებითა და ანაზღაურებით დასაქმდნენ მოქალაქეები;
  • ეს ქმედებები და სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, გარკვეულწილად, შეამცირებს მოქალაქეების ქვეყნიდან სტიქიურ გადინებას.
სრულად

როგორ გამოითვლება საარსებო მინიმუმი?

სახელმწიფოს მიერ გამოთვლილი საარსებო მინიმუმით თვიდან თვემდე არსებობა გაუსაძლისია. ქვეყანაში საარსებო მინიმუმის გამოთვლის პოლიტიკა შესაცვლელია და საარსებო მინიმუმი თანამედროვე მეთოდითაა გამოსათვლელი, რის შემდეგაც ის მინიმუმ გაორმაგდება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

  • ბოლო წლის განმავლობაში, ინფლაციის გამო, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 206 ლარიდან 241 ლარამდე გაიზარდა;
  • თუ საარსებო მინიმუმს თანამედროვე მეთოდით გამოვიანგარიშებთ, ის შეიძლება ორჯერ ან უფრო მეტად მაღალი იყოს, ვიდრე დღეს არის;
  • ექსპერტების აზრით, საარსებო მინიმუმის გამოთვლისას ითვალისწინებენ აუცილებელზე ნაკლებ კვებით კალორიას და არასწორად განსაზღვრავენ კვებით რაციონს.

ჩვენი კომენტარი:

საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია მოძველებულია და არ პასუხობს ადამიანის საჭიროებებს. ბოლო დროს განსაკუთრებულად გაიზარდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო ხარჯები. მაგალითად, ხარჯები აუცილებელ პროდუქციაზე – ბოსტნეულზე, ხილზე და რძის პროდუქტებზე, გაიზარდა სატრანსპორტო, ტანსაცმლის და სხვა ფასები, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადახედოს მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიას და მისი გამოყენების მიზანშეწონილობას.

სრულად

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება თვითდასაქმებული და უმუშევარი ქალებისთვის

თვითდასაქმებული ან უმუშევარი ქალების ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდისათვის ფინანსური დახმარების პოლიტიკის შემუშავებისას სახელმწიფო ვალდებულია, გაითვალისწინოს მათი სოციალური საჭიროებებიც. ზოგიერთმა სახელმწიფომ მათთვის ფინანსური დახმარების გაცემა კანონმდებლობით დაარეგულირა, ზოგიერთში კი სასამართლო პრაქტიკით მკვიდრდება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?  ბევრია თვითდასაქმებული, არაფორმალურ შრომაში ჩაბმული ან უმუშევარი ქალი. მათი ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კი უარესდება, თუკი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტენ. სახელმწიფო, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, არც ერთ ეტაპზე მათთვის დახმარებას ხელმისაწვდომს არ ხდის. 

ჩვენი კომენტარი: დღეს საქართველში არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში თვითდასაქმებული და უმუშევარი ქალების რაოდენობაზე, რაც მათზე ზრუნვის დაწყების არასაკმარისი, თუმცა აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა.

სრულად

როგორია სოციალური დაცვის ევროპულ-კონტინენტური და სკანდინავიური მოდელები?

ევროპაში სოციალურ დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის დიდი გამოცდილება არსებობს. ევროკავშირის სოციალური დაცვის კოორდინირების შეთანხმება, ორიენტირებულია შექმნას თანაბარი დაცვის გარანტიები და ამავდროულად მისცეს წევრ ქვეყნებს საკუთარი სისტემის შემუშავების საშუალება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, რომლის თანახმად მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობას სოციალური დაცვის ხელშესაწყობად. შესაბამისად, საჭიროა ვიცოდეთ რა ტიპის სოციალური დაცვის მოდელების პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში და რომელი შეიძლება იყოს ყველაზე მეტად რელევანტური ქართული რეალობისთვის.

ჩვენი კომენტარი

ევროპაში ძირითადად მოქმედი სოციალური დაცვის ორი მოდელი – კონტინენტური და ნორდიკული –  ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების, კრიზისების დაზღვევისა თუ გადაჭრის საკითხში, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები.

სრულად

რა არის და რაში გვჭირდება საარსებო მინიმუმი?

საარსებო მინიმუმი არის თანხა, რომელიც ყოველთვიურად სჭირდება ადამიანს ღირსეული ცხოვრებისთვის. ის ერთგვარი ორიენტირია, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამასა და სოციალურ პოლიტიკაზე მუშაობისას უნდა იყენებდეს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა:

  • საქართველოში 175 000-მდე ოჯახი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს. ამასთანავე, ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასი და ბევრი დასაქმებული თუ თვითდასაქმებული ადამიანი ძალიან მცირე ანაზღაურებაზე მუშაობს.
  • ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა კოვიდ-19-ის პანდემიამ, როდესაც ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. 
  • ბოლო წლის განმავლობაში, ინფლაციის გამო, სახელმწიფოს მიერ გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი 206 ლარიდან 241 ლარამდე გაიზარდა.

ჩვენი კომენტარი:

სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, თუმცა დღეს სახელმწიფო ან საერთოდ არ ეყრდნობა ამ მონაცემს, ან ეყრდნობა ფრაგმენტულად. მაგალითად, მინიმალური ხელფასი დღესაც 20 ლარია, რაც დღეს არსებული საკამათო და ხარვეზიანი საარსებო მინიმუმის 8%-ია.

სრულად

რა უნდა ვიცოდეთ უმუშევრობის შემწეობის/დაზღვევის შესახებ

საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის ბენეფიტების სისტემა, რომელიც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდით სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენამდე მინიმალურ სოციალურ გარანტიებს შესთავაზებდა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საქართველოში არ არსებობს გამართული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ადამიანს ძირითადი სოციალური რისკებისგან დაიცავდა, მაგალითად, უმუშევრობის, უმუშევრად დარჩენის შემდგომი ფინანსური არასტაბილურობისა და სიღარიბისაგან. 

ჩვენი კომენტარი: 

  • სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული ადამიანი სოციალური რისკებისაგან და შეიმუშაოს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ადამიანების საჭიროებებს სათანადოდ უპასუხებს. 
  • კონკრეტულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს უმუშევრობის ბენეფიტების სქემა, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით. 
სრულად

რას ნიშნავს პენსიის პრივატიზაცია?

უკანასკნელი ათწლეულებია, გლობალურად უფრო და უფრო მეტი სოციალური სერვისი ექვემდებარება პრივატიზაციას. ეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, რადგან სოციალურ დაცვას, თავისი არსით, საჯარო ფუნქცია აქვს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში განხორციელდა საპენსიო აქტივების პრივატიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის ღირსეული პენსიის მომავალს. 

ჩვენი კომენტარი

მოხუცებულთათვის ღირსეული პენსიის უზრუნველყოფა სახელმწიფოს  ვალდებულებაა. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული სოციალური დაცვის სისტემების გაუქმება და სოციალური სერვისების პრივატიზება არ ემსახურება თანასწორობას საზოგადოებაში. 

სრულად

როგორია სიბერე ევროკავშირში?

ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა საპენსიო მოდელი მოქმედებს, თუმცა მათ აერთიანებს თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპი, ეს კი ღირსეულ პენსიას უზრუნველყოფს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ევროპული გამოცდილება მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ, თუ როგორი საპენსიო მოდელების დანერგვაა შესაძლებელი საქართველოში.

ჩვენი კომენტარი?

ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ  საჯარო საპენსიო სვეტები ღირსეული პენსიის გასაცემად გადამწყვეტი მექანიზმია. უნივერსალური თუ პროფესიული საჯარო საპენსიო სქემები თაობათაშორისი სოლიდარობის ფუნქციას ასრულებს.

სრულად

როგორია თანამედროვე საპენსიო მოდელები?

ასაკობრივი პენსიის მიზანია, მოხუცებულობა სიღარიბეში არ გავატაროთ. ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა:

პენსიის საკითხი ყველას გვეხება, რადგან ან უკვე ვართ, ან მომავალში ვიქნებით პენსიონერი, გარდა ამისა, ყველას გვყავს ხანდაზმული მშობლები, ნათესავები თუ ახლობლები. საპენსიო სისტემა კი საქართველოში მოუწესრიგებელია.

ჩვენი კომენტარი:

საქართველოს დღეს მწვავედ აწუხებს მოხუცთა სიღარიბე და უთანასწორობა სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს არასაკმარისი საბაზისო პენსია და ახალი საპენსიო სქემის კონტექსტთან შეუსაბამობა თუ ხარვეზები.

სრულად

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საერთაშორისო სტანდარტები

საქართველოში დეკრეტული შვებულების შემთხვევებში ქალების და ბავშვების სოციალური კეთილდღეობა უზრუნველყოფილი არ არის. არადა, ევროკავშირის კანონმდებლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესების მიხედვით, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ მათთვის შესაბამისი შემოსავალი გარანტირებული უნდა იყოს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ პროფესიულ/კარიერულ და ოჯახურ ცხოვრებას შორის. მიზეზი დეკრეტული შვებულების არასაკმარისი ანაზღაურებაა. 

ჩვენი კომენტარი:

საქართველოში დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, თუმცა შრომის კოდექსით დადგენილი მაქსიმუმ 1000 ლარიანი ანაზღაურება დედისა და ბავშვის სოციალური უზრუნველყოფისათვის სრულიად არასაკმარისია.

სრულად

როგორ იცავს უმუშევრობის დაზღვევა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრად დარჩენილი ადამიანის დასახმარებლად, ძირითადად, ორი საშუალება გამოიყენება: უმუშევრობის შემწეობა და უმუშევრობის დაზღვევა. მათ შორის უფრო გავრცელებულია უმუშევრობის დაზღვევა. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს თემა?

საქართველოში უმუშევართა უფლებები სათანადოდ დაცული არ არის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის შიდა სტანდარტებს. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე კი ვნახავთ, როგორ იცავს დაზღვევა სამსახურის დაკარგვის შემდეგ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს გაღარიბებისაგან. 

ჩვენი კომენტარი:

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს უმუშევართა დაცვის სქემა, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და გაითვალისწინებს ქართულ კონტექსტს.

სრულად

როგორ იცავს უმუშევრობის შემწეობა მოქალაქეს?

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. ამის მიუხედავად, მოქალაქეები სახელმწიფოსგან არ იღებენ უმუშევრობის შემწეობას, რომელიც მათ მინიმალურ სოციალურ გარანტიებს შესთავაზებდა. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

მერყევი ეკონომიკის პირობებში, როდესაც დასაქმებულთა ინტერესები ხშირად უგულებელყოფილია, თითოეული ჩვენთაგანი მუდამ დგას სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე.

ჩვენი კომენტარი:

  • კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა და შეერთებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს;

შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული ადამიანი სოციალური რისკებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უმუშევარი რჩება.

სრულად

როგორია სოციალური დაცვის ლიბერალური მოდელი?

სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომა, ლიბერალური მოდელია. ის ორიენტირებულია ადამიანების საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფასა და მის სოციალურ დაცვაში სახელმწიფოს როლის შემცირებაზე. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

რადგან საქართველოს სუსტი სოციალური პოლიტიკა აქვს, მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ სოციალური დაცვის წამყვან მოდელებსრით ჰგავს ან განსხვავდება ისინი ჩვენი პრაქტიკისაგან.

ჩვენი კომენტარი

სოციალური დაცვის ლიბერალური მოდელი სოციალურ დაცვას კერძო პასუხისმგებლობის პრინციპზე აფუძნებს და ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ღარიბ ქვეყნებში, რადგან ასეთ დროს რთულია ადამიანებს შორის თანაბარი მდგომარეობის მიღწევა.

სრულად

რა არის სოციალური დაცვა?

გამართული სოციალური პოლიტიკა ხელს უწყობს ადამიანებს შორის თანასწორობას. შესაბამისად, სახელმწიფოების ვალდებულებაა, საკუთარი მოქალაქეებისთვის შექმნან ღირსეული სოციალური დაცვის სისტემები.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

გამართული სოციალური დაცვის სისტემა ნიშნავს ყველასთვის თანასწორ წვდომას საჯარო სიკეთეებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა ფუნდამენტური საჭიროებები. 

სისტემური და კარგად ორგანიზებული სოციალური დაცვის მოდელი მძლავრი იარაღია, რათა:  

  • გაძლიერდნენ ადამიანები; 
  • ჰქონდეთ თანაბარი წვდომა სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ფარგლებში აღებულ სერვისებზე; 
  • შემცირდეს უთანასწორობა; 
  • შეწყდეს თაობათაშორისი სიღარიბის ციკლი (მაგ., თაობების სოციალური მდგომარეობა არ იყოს დამოკიდებული წინა თაობის მძიმე ყოფაზე და მიეცეს ახალ თაობას შესაძლებლობა, დაძლიოს სიღარიბე).

ჩვენი კომენტარი

  • კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა;
  • შესაბამისად, სახელმწიფო სოციალურ დაცვას უნდა უყურებდეს როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას,

თუმცა, პრაქტიკაში გარკვეულწილად ქველმოქმედების ნაირსახეობად უფრო მიიჩნევს.

სრულად

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოდელები

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების რამდენიმე მოდელი არსებობს. ყველაზე გავრცელებული სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად დამსაქმებლების მიერ გაცემული ანაზღაურებაა. სხვა მოდელების მიხედვით, დეკრეტულ შვებულებას მხოლოდ სახელმწიფო, უფრო იშვიათად კი, მხოლოდ დამსაქმებლები გასცემენ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში  კერძო სექტორში დასაქმებული ქალების დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მიდგომა, არასაკმარისია ქალის და ბავშვის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის და ის სახელმწიფომ უნდა შეცვალოს.  ამისათვის კი მნიშვნელოვანია გავრცელებული მოდელების მიმოხილვა და  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. 

ჩვენი კომენტარი:

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების განსხვავებული მოდელების არსებობა სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ქალისა და ბავშვის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა. შესაბამისად, საქართველოში უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად გასაცემი მაქსიმუმ 1000 ლარიანი ანაზღაურების წესი და გაიცეს იმგვარი დეკრეტული ანაზღაურება, რომელიც უზრუნველყოს ქალისა და ბავშვის კეთილდღეობა.

სრულად