პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

როგორ „გაიმარჯვა“ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდა.

სრულად

ვალი საქართველოს მოსახლეობაში – სოციოლოგიური კვლევის პირველადი მონაცემები

პლატფორმა “კომენტარმა“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩაატარა კვლევა: “ვალის/სესხის აღების პრაქტიკის კვლევა საქართველოში“. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 11 რეგიონში მცხოვრები 1200 ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ვალის დაგროვების ტენდენციები. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სესხების გავრცელების დინამიკის შეფასებას და მისი გავლენის ანალიზს ოჯახების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

სრულად

საბინაო პოლიტიკა – რა პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს?

საბინაო პოლიტიკა სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რისი არსებობის გარეშეც კეთილდღეობის შექმნა შეუძლებელი იქნება.

სრულად

ვეტინგის საფუძვლები საქართველოს სასამართლოში

ვეტინგის საფუძვლები საქართველოს სასამართლოში

 

საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა მართლმსაჯულების გაჯანსაღება და ამ მიზნით სასამართლოში ვეტინგის ჩატარებაა. სტატიაში იმ გამოწვევების ნაწილს მოვუყრით თავს, რომლებიც სასამართლოში ვეტინგის ჩატარების საჭიროებაზე მიუთითებს.

სრულად

„სუვერენული დემოკრატია“ ევროინტეგრაციის საპირწონედ

ბოლო პერიოდის პოლიტიკურ დისკუსიებში ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ახსენებს სუვერენიტეტს. მმართველმა გუნდმა ეს რიტორიკა მაშინ გააქტიურა, როცა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლის კრიტიკა დაიწყეს. ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ ავხსნათ, საიდან იღებს სათავეს „სუვერენული დემოკრატიის“ იდეა, რა კავშირი აქვს მას რეალურად სუვერენიტეტთან და რას გულისხმობს ის საქართველოს კონტექსტში.

სრულად

შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები – კვლევის შედეგები

სრულად

რა როლი და ფუნქცია აქვს სახელმწიფოს შრომითი უფლებების დაცვასა და გაუმჯობესებაში?

კომენტარის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების თანახმად, რესპონდენტთა 63% უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა, ხოლო 33% ნეიტრალურად უყურებს სახელმწიფოს როლს შრომასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. მეტიც, რესპონდენტთა დიდი ნაწილი, სამსახურში არსებულ გამოწვევებს სამუშაოს შეცვლით (21%), სხვა სამუშაოს დამატებით  (32%) უმკლავდება ან საერთოდ ვერ უმკლავდება პრობლემებს დამოუკიდებლად (18%). ეს ცხადად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს როლი და ფუნქცია არ არის სათანადო არსებული გამოწვევების  გადაწყვეტაში.

სრულად

ძალადობა და დაუსჯელობა პოლიციაში – როგორ არიდებს პასუხისმგებლობას თავს სისტემა?

ბოლო პერიოდის აქციებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს რეპრესიის მასშტაბი. ის პროტესტის ჩახშობას ყველაზე მძიმე მექანიზმებით ცდილობს, აცოცხლებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დასჯის, პოლიციის ძალის გადამეტებისა და დაუსჯელობის წარსულ პრაქტიკას. პოლიციამ ამ დრომდე აქციებზე, სხვადასხვა საფუძვლით, 200 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს. მედიასაშუალებებებით არაერთი ფაქტი გავრცელდა, რომელიც აჩვენებს დაკავებისას პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა მიზანმიმართული ანგარიშსწორებისა და მძიმე ფიზიკური დაზიანების ფაქტებს. დაკავებისას ძალის გადამეტების გამო, რამდენიმე პირს სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე არც ერთი პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. სახელმწიფო ამის გამართლებას ხშირად ერთი არგუმენტით ცდილობს − თითქოს ვერ ახერხებს მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირებას.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ნიშნავს სახელმწიფოს ეს არგუმენტი სინამდვილეში.

სრულად

მძიმე მუხლები დემონსტრანტების დასაშინებლად

15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის 7 პირი სისხლის სამართლის წესით. ასევე,  საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე ინტენსიურად იბარებენ დემონსტრანტებს. ამ სტატიაში მოკლედ ვიმსჯელებთ იმ დანაშაულებზე, რომელთა გამოყენებითაც სახელმწიფო დემონსტრანტების დაფრთხობას და პროტესტის შესუსტებას ცდილობს.

სრულად

სახელმწიფო ხალხის წინააღმდეგ: როგორ ამხელს პროტესტის საპოლიციო დევნა პოლიტიკურ რეჟიმს

ტრანზიციულ სისტემებში წარსულში მომხდარ სისტემურ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება გასაქანს არ აძლევს მტკიცე დემოკრატიის შენებას. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობა მსუყე ნიადაგია ავტორიტარიზმისთვის. ამგვარ რეალობაში ზოგჯერ დემოკრატიისა და ავტორიტარიზმისთვის დამახასაითებელი ნიშნები ერთამანეთს ერწყმის („ჰიბრიდულ რეჟიმი“). აქ პოლიტიკური ლიდერები სახელმწიფოს დემოკრატიის სახელით, მაგრამ რეალურად ავტორიტარული მეთოდებით მართავენ. ავტორიტარულია რეპრესიული აპარატის ხელწერაც, რომელსაც ზურგს ლიბერალური „ლეგიტიმიზაცია“ და „თანხმობაზე დაფუძნებული ძალის გამოყენების“ იდეა უმაგრებს.

სრულად

ოფშორის ოფშორი საქართველოში – რას ნიშნავს ბოლო ცვლილებები?

საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 145-ე ნაწილს დატება 146-ე ნაწილი, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე, ე.წ. ოფშორული ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების მოზიდვას ემსახურება.  

სრულად

დაფარული პრობლემები ნინოწმინდაში

საქართველო გამოირჩევა ეთნიკური ჯგუფების მრავალფეროვნებით. ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად რამდენიმე მუნიციპალიტეტში არიან დასახლებული (მათ შორის, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, მარნეული). ამ სტატიაში ვისაუბრებ ჩემს გამოცდილებაზე და ჩემ გარშემო მყოფი ხალხის მძიმე ყოფაზე ნინოწმინდაში.

სრულად

მოსახლეობის პრობლემები სოფელ შაუმიანში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შაუმიანი ეთნიკური სომხებით  კომპაქტურად არის დასახლებული (დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 3000 ადამიანი). როგორც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს სხვა ადგილებშიც, სოფელ შაუმიანშიც მწვავედ დგას ინტეგრაციის პრობლემა, რომელიც სხვადასხვა კუთხით ვლინდება. ამ ყველაფრის საფუძველია ქართული ენის არცოდნა, რომელიც უბრალოდ ენის ცოდნის პრობლემა არაა − იგი სცდება მის საზღვრებს და მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

სრულად

რატომ ვერ ვსწავლობთ სახელმწიფო ენას?

დავიბადე და გავიზარდე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში. 2006 წელს დავიწყე სკოლაში სიარული, საბავშვო ბაღში საერთოდ არ მივლია, იმიტომ, რომ არც ჩვენს სოფელში და არც მეზობელ სოფლებში არ არსებობს საბავშვო ბაღი ან სკოლამდელი განათლების ცენტრი. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია 6 წლის ბავშვისთვის პირდაპირ სკოლაში მისვლა და სასკოლო გარემოში ადაპტირება.

სრულად

ეთნიკური უმცირესობების რეალობა საქართველოში

ეთნიკურ უმცირესობად  ყოფნა საქართველოში  შეიძლება  ფუფუნებადაც კი მიაჩნდეს საზოგადოების უმრავლესობას, რადგან ფიქრობენ, რომ თავისუფალი თანაბარუფლებიანი მოქალაქეები ვართ და არანაირი განსხვავებული პრობლემა არ გვაქვს. შეიძლება, ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ ,,იმაზე მეტი უფლებებით ვსარგებლობთ, ვიდრე საჭიროა. სინამდვილე კი სრულიად სხვანაირია.

სრულად

ხარისხიანი განათლება – ინტეგრაციისთვის

განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისთვის. ამავე დროს, დაბრკოლებები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ადამიანს უზღუდავს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება არის პოტენციალის, უნარ-ჩვევების, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების წინაპირობა, რაც აუცილებელია მათი თანაბარ პირობებში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის.

სრულად

სოფლის ექიმის პროგრამა და ცენტრალიზებული ჯანდაცვის გამოწვევები

ბოლო წლებში ჯანდაცვის სექტორში ხარჯების ზრდისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება. სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვაში მნიშვნელოვანი რგოლი პირველადი ჯანდაცვაა, რომლის მასშტაბიც საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია.

სრულად

სათამაშო ბიზნესი, სოციალური კეთილდღეობა და სახელმწიფოს როლი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გლობალური ტენდენცია აქვს როგორც აზარტულ თამაშებში ინვესტიციის, ასევე მისი მოხმარების ზრდას. საქართველოშიც სათამაშო დაწესებულებები თითქმის ყველგან გვხვდება. განსაკუთრებით ბევრია ის ტურისტულ და საზღვრისპირა მხარეებში. ეს ზრდის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ლუდომანია) და სხვა თანმდევი სოციალური რისკების საფრთხეებს.

სრულად

რატომ არ ისმის ეთნიკური უმცირესობების ხმა ადგილობრივ დონეზე?

ლიბერალურ დემოკრატიაში ჩამოყალიბებულმა მართვის მოდელებმა დაასუსტა მოქალაქის პოლიტიკური როლი და არაპროპორციულად დიდი ძალაუფლება მიანიჭა ელიტას. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ხალხის პოლიტიკური წარმომადგენლობის იდეამ საწყის მიზნებს ვერ უპასუხა. გაიზარდა უკმაყოფილება და პროტესტი, რამაც საფრთხე შეუქმნა ელიტის სტაბილურობას და ის იძულებული გახდა, ძალაუფლების ნაწილი დაეთმო. ასე გაჩნდა მონაწილეობითი დემოკრატია, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული მართვის მოდელ. დროთა განმავლობაში განვითარდა მისი მექანიზმებიც. თუმცა, სახელმწიფოებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს მონაწილეობის თანასწორი შესაძლებლობის შექმნა საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, ეს განსაკუთრები ეთნიკურ უმცირესობებზე ითქმის, რაც აფერხებს მათი საჭიროებების გათვალისწინებას პოლიტიკის ფორმირებისას და ზრდის უთანასწორობას საზოგადოების წევრებს შორის.  ეს გამოწვევაა  საქართველოსთვისაც.  

სრულად

უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობებისთვის

სახელმწიფო უფასო სრულფასოვან იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს მათ, ვინც სამართალწარმოების ხანგრძლივ, რთულ და ძვირადღირებულ პროცესს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. თუმცა, ეს სერვისი არ არის საყველთაო, ანუ მას ყველა უპირობოდ ვერ მიიღებს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკურ უმცირესობებისთვის.

სრულად

ენა – როგორც სოციალური ინტეგრაციის საშუალება

დემოკრატიულ ქვეყნებში სოციალური ინკლუზიის და ინტეგრაციის ერთ-ერთი ასპექტია მშობლიური და სახელმწიფო ენების სწავლისთვის თანაბარი პირობების შექმნა. ენა ინდივიდთა თვითგამოხატვის პირველადი საშუალება და იდენტობის განუყოფელი ნაწილი. 

სრულად

სამართალი სოციალური სამართლიანობისთვის: კონსტიტუციური ბარიერები და შესაძლებლობები

სოციალური სახელმწიფოს შესახებ კონსტიტუციაში გაცხადებული მიზნის მიუხედავად, დღეს სოციალური პოლიტიკის სიმყიფე და ქვეყანაში არსებული სიღარიბე სრულიად თვალსაჩინოა. არაერთი ადამიანი ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას ემიგრაციითაც ცდილობს. სოციალური უფლებებით სათანადო სარგებლობისთვის საკვანძოა სასამართლოს როლი, რომელსაც კონსტიტუცია აძლევს შესაძლებლობას, ჩაერიოს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარ როლს არ ასრულებენ.

სრულად

ეკომიგრანტები სოციალურ სახელმწიფოში: რატომ ვერ ვიცავთ მათ უფლებებს?

საქართველომ, კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დეკლარირებით, მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღო. ეს ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნასაც გულისხმობს, რაც დღეს არაერთი ადამიანის პრობლემაა, მაგალითად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირების, რომლებსაც ჩვენი კანონმდებლობა ეკომიგრანტების სახელით იცნობს.

არასათანადო პოლიტიკისა და არასაკმარისი სახსრების გამო, განსახლების მოლოდინში წლობით ყოფნის პარალელურად, ეკომიგრანტები გადარჩენას ნათესავების, ახლობლების, ოჯახის წევრების საცხოვრებლებში ცდილობენ. სახელმწიფო კი ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას კიდევ უფრო აჭიანურებს. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებებიდანაც ირკვევა, ამგვარი გაჭიანურება სააგენტოს მხრიდან სრულიად არასწორი პრაქტიკაა. თუმცა, თავის მხრივ, ვერც სასამართლო ახერხებს ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას.

სრულად

როგორ ებრძვის სახელმწიფო უმუშევრობას? – პრობლემის აღიარებიდან მუშაობის გასააქტიურებელ პოლიტიკამდე

„სოციალურად დაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს …შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ…“ ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

სიმბოლურია, რომ სწორედ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობს სოციალურად დაუცველებსა და მომავალში გასატარებელ რეფორმებზე და არა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ მოვლენიდან კარგად ჩანს სახელმწიფოს ხედვა სოციალურად დაუცველთა შემწეობა განიხილება არა სოციალური პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოს ვალდებულების საკითხად, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსურ ტვირთად.

იმისთვის, რომ ავხსნათ, რატომ არის დასაქმების პრობლემა მუდმივად აქტუალური, საჭიროა, დავინახოთ, რა კეთდება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან.

სრულად

წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი საქართველოში – რატომ არ მუშაობს ხელისუფლება ხალხისთვის?

წარმომადგენლობით დემოკრატიას აქვს პრეტენზია, იმოქმედოს ხალხისთვის, ხალხის ძალით და სახელით. მისი თავდაპირველი იდეა იმ ისტორიული დისბალანსის გარღვევა იყო, რომელსაც საზოგადოებისმმართველდამართულნაწილებად დაყოფა იწვევდა. ამ მოდელში კენჭისყრის გზით შერჩეული ელიტა იღებს ძალაუფლებას. წარმომადგენლობითი სისტემის თავისებურება ის არის, რომ ერთი ელემენტისაზოგადოებრივი ინტერესი არის მისი როგორც უფლებამოსილების, ასევე ლეგიტიმაციის წყარო. წარმომადგენლობით მართვა უფლებამოსილია, თუ ის ეფუძნება სახალხო ინტერესების შეჯერების საფუძველზე გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს და ლეგიტიმურია, თუ მოქმედებს ამ ინტერესების ფარგლებში. თუმცა თანამედროვე ლიტერატურა კვლევებზე დაყრდნობით ხშირად საუბრობს ამ მოდელის კრიზისზე, რასაც ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს, მაგრამ ყველაზე ცხადად ორ რამეში ვლინდებაერთია ამომრჩევლის რეპრეზენტაციის (ვის ტოვებს პოლიტიკური პროცესების მიღმა და ვის რთავს მასში), ხოლო მეორეამომრჩევლის ინტერესების დაცვის კრიზისი. 

წარმომადგენლობის კრიზისი მხოლოდ ახალგაზრდა სახელმწიფოების პრობლემა არ არის. თუმცა მას განსხვავებული საფუძვლები და ფორმა აქვს მყიფე და მყარ დემოკრატიებში. ამ საკითხს ჩვენ საქართველოს მაგალითზე განვიხილავთ და ყურადღებას ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე გავამახვილებთ

სრულად

როგორ აღრმავებს პოლარიზაციას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტები?

ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ამომრჩევლის მობილიზების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ემოციური პოლარიზაციაა. ამ დროს პარტიებს არ უწევთ საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავება, პოლიტიკას პროპაგანდა ანაცვლებს, პარტიები კი მხარდაჭერის მოპოვებას ოპონენტზე უშინაარსო თავდასხმებით ცდილობენ.

სრულად

სოციალური შემწეობის სისტემის მიმოხილვა: მოქალაქეების გაძლიერება თუ მუდმივი/უცვლელი სტატუსი?

სოციალური დაცვის სქემების მიზანია, საზოგადოების დაუცველ წევრებს დაეხმაროს, რათა მეტად გაძლიერდნენ, დაძლიონ სიღარიბე და შეძლონ, შრომის ბაზარზე ღირსეულად დასაქმდნენ. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის მდგომარეობით მსოფლიოში, ადამიანების 47% აქვს მინიმუმ ერთი სოციალური დაცვის შეღავათი. ამ შეღავათებით მოსარგებლეთა უმრავლესობა ამერიკისა და ევროპის კონტინენტზე ცხოვრობს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისტორიამ აჩვენა, რომ ძლიერი ეროვნული სოციალური უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია, რომლის სრულფასოვან, მდგრად განვითარებას დრო და სწორი, მოქალაქეებზე მორგებული, პოლიტიკური ნაბიჯები სჭირდება. 

სრულად

რას ვითხოვთ სასამართლოსგან?

ჩვენს გარშემო არაერთი ოჯახი კარგავს უკანასკნელ საცხოვრებელს ფინანსური ვალდებულებების გამო. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად და გარდაუვალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ფინანსურ სახსრებს ეძებენ და ხშირად ეს ძიება მევახშისგან თანხის აღებით სრულდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორი საფრთხეები და სირთულეები ახასიათებს ასეთ სასესხო ურთიერთობებს. კანონი ვერ იცავს მოვალეებს მევახშეთა თვალთმაქცური და თაღლითური სქემებისგან და სამწუხაროდ, ამას ვერც სასამართლო ახერხებს. ამ სტატიაში მოგიყვებით რა და როგორ უნდა შეცვალოს სასამართლომ საცხოვრებელთან დაკავშირებული დავების განხილვისას.            

სრულად

ბრძოლა სიღარიბის აღიარებისთვის

სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზება და დაცვა დღემდე მნიშნელოვან გამოწვევად რჩება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებით განვითარდა, რომლის მიხედვითაც, თავისუფალ კონკურენციაზე ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკას მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა სოციალურ კეთილდღეობაზეც. ეს მიდგომა ძლიერ ეკონომიკას ღირსეული ცხოვრების წინაპირობად მიიჩნევდა, რომელშიც ბაზარი სათანადო სამუშაო ადგილების და დოვლათის უზრუნველყოფით „აწარმოებდა კეთილდღეობას.“  ამ მიდგომამ სოციალურ უფლებებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოდან ინდივიდუალურ პირებზე და კერძო სექტორზე გადაიტანა. ეს, დღეს თითქოს მოძველებული, რიტორიკა ჯერ კიდევ მყარად არის სახელმწიფოთა სოციალური პოლიტიკის საფუძვლებში შემორჩენილი. ამ მიდგომამ ხელი შეუშალა სოციალური უფლებების აღიარებასა და დაცვის ჯეროვანი სისტემის შექმნას, რადგან სადავო გახადა მისი სასამართლოს გზით აღსრულების საკითხი. თუმცა დღეს უკვე ადამიანის უფლებათა თანამედროვე დოქტრინა მკაფიოდ უპირისპირდება ამ მიდგომას. ის მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სასამართლოს სოციალური უფლებების დაცვის კუთხით. 

სრულად

სიღარიბე და გამოსახლება – ჭარბვალიანობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები

საქართველოში მოსახლეობის მეექვსედი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ფარდობითი სიღარიბის წილი 20%-ამდე მერყეობს. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს და ხშირად სესხების საშუალებით ცდილობს ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავებას. 

სრულად

კრიმინალი, ოცნება და რეალობა საქართველოს ისტორიაში – გვაქვს თუ არა სამართლიანობის აღდგენის შანსი?

სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია არასდროსაა წარმატებული ძალადობრივ წარსულზე სათანადო რეაგირების გარეშე. პოსტ-რეპრესიული სახელმწიფოების უახლესმა გამოცდილებამ დაამსხვრია მითი, რომ „ისტორიული ამნეზია“ კურნავს კოლექტიურ ტრავმას და სტაბილურ გარემოში დემოკრატიის შენების საფუძველს ქმნის. წარსულის დავიწყება, როგორც მართვის მეთოდი, ვერ იმარჯვებს საზოგადოებრივ მეხსიერებაზე და მუდმივად ქმნის კონფლიქტების გაღვივების, ჩაგვრის დაბრუნების რისკს. 

სრულად

ზეგანაკვეთური შრომა – რა გამოწვევებია საქართველოში?

ბოლო წლებში, ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით რიგი რეფორმები გატარდა, გაძლიერდა როგორც დასაქმებულთა სამართლებრივი გარანტიები, ისე ზედამხედველობა შრომით უფლებებზე. მიუხედავად ამისა, ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ  გამოწვევად რჩება.

სრულად

ვინ (ვერ) მდიდრდება საქართველოში?

საქართველოს მთავრობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გამუდმებით საუბრობს, რომ ქვეყანა მდიდრდება და ეკონომიკა იზრდება, მცირდება სიღარიბე და უმუშევართა რიცხვიც ისტორიულ მინიმუმზეა.

სტატია მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მთავრობის განცხადებები, როგორ ითვლება ეს სტატისტიკა, რა ტიპის მონაცემები არის გამოტოვებული მასში და აისახება თუ არა ქვეყანაში დაგროვებული დოვლათი საზოგადოების უმრავლესობაზე.

სრულად

რამდენად პასუხობს სასამართლოს კანონი ევროკომისიის რეკომენდაციებს?

ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, 13 ივნისს, პარლამენტმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებები მიიღო. სტატიით შევაფასებთ, რამდენად თანხვედრაშია მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებთან, როგორც ამას ევროკავშირი მოითხოვს და, შესაბამისად, რამდენად პასუხობს ეს კანონი 2022 წელს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. 

სრულად

ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა საქართველოში

ცენტრალური ბანკები ფასების სტაბილურობის მისაღწევად მონეტარულ პოლიტიკას მიმართავენ, რომლის ეფექტიანობა 2021-2022 წლის ინფლაციურ წნეხთან მიმართებაში ინტენსიური განსჯის საგნად იქცა აკადემიურ სივრცეში

2022 წელს ფასები 8.4%-ით გაიზარდა, პასუხად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, უკანასკნელ ათწლეულში პირველად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, შესაბამისად, დაასრულა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების ეპოქა ევროზონაში. ევროპის ცენტრალური ბანკის ეს პოლიტიკა ინფლაციის 2%-იან სამიზნე დონეზე დაბრუნებას ემსახურება.

წინამდებარე სტატია 2021-2022 წლებში საქართველოში ფასების დონის ზრდასა და ეროვნული ბანკისგან საპასუხო მონეტარულ პოლიტიკას მიმოიხილავს. გავაანალიზებთ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს და ვეცდებით მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებას. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების ალტერნატიულ საშუალებებსაც განვიხილავთ.

სრულად

ევროკავშირის სასამართლო დემოკრატიის დასაცავად

ევროკავშირში, როდესაც დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ორ ქვეყანაზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს – პოლონეთსა და უნგრეთზე. ანტიდემოკრატიულმა პროცესებმა განსაკუთრებით საშიში ბუნება უნგრეთში მიიღო, სადაც ხელისუფლებამ მართლმსაჯულება და სხვა საჯარო ინსტიტუტები, მედია და სამოქალაქო სექტორი, დიდწილად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უნგრეთს საერთოდ აღარ მიიჩნევს დემოკრატიად. ის კანონის უზენაესობის ინდექსით ევროკავშირში ბოლო ადგილზეა და სხვა არაერთ ქვეყანასაც, მათ შორის, საქართველოსაც, ჩამორჩება. რაც შეეხება პოლონეთს, მას ამ ინდექსში ბოლო წლებში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს. 

ამ სტატიაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ დემოკრატიის დასაცავად მიღებულ სამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მოგიყვებით.  

სრულად

შრომის ბაზრის მომავალი: შრომისა და სოციალური პოლიტიკის გადააზრების საჭიროება ციფრულ ეპოქაში

სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ატიპიური შრომის მაგალითები იზრდება. მნიშვნელოვანია, კრიტიკულად განიხილებოდეს შრომისა და დასაქმების ტრანსფორმაცია და ის შედეგები, რომლებიც დროთა განმავლობაში გავლენას მოახდენს სხვადასხვა სოციალურ პროცესზე.  

სტატია მიზნად ისახავს, ჩაუღრმავდეს გიგ-ეკონომიკის მიერ წარმოქმნილ მრავალმხრივ გამოწვევას და შეისწავლოს პოტენციური გადაწყვეტილებები მშრომელთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

სრულად

მოსამართლეთა პროფკავშირი და მართლმსაჯულების დესაკრალიზაცია

2015 წლიდან, პოლონეთის ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის მოსვლის შემდეგ, პოლონეთის სასამართლოს მძიმე პოლიტიკურ შეტევებთან უწევს გამკლავება. ამ წლების განმავლობაში პოლონეთის სასამართლომ და საზოგადოებამ წინააღმდეგობისა და ორგანიზების საინტერესო გამოცდილება შექმნეს. სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად სულ რამდენიმე კვირის წინ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იმართებოდა ისრაელშიც, რამაც პრემიერ ნეთანიაჰუს უკანდახევა აიძულა. 

სრულად

რატომ არ განაპირობებს ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას საზოგადოების დიდი ნაწილისთვის?

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში (2020 წლის გამოკლებით, პანდემიის გამო)  ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. თუმცა ეს ადამიანების დიდი ნაწილის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება. წინამდებარე სტატია ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ არ ითარგმნება ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ზრდაში და რა შეიძლება გაკეთდეს არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

სრულად

საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს

დემოკრატიას არასდროს ჰქონია ფუფუნება, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მსურველთათვის კარი დაეხურა. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღებისას მუდამ საპირისპიროდ მოქმედებდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა). 

სრულად

როგორი მართლმსაჯულებისთვის ღირს ბრძოლა?

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სასამართლო, რომელიც ღირებულებების შექმნის პროცესშია ჩართული, საზოგადოებასთან მუდმივი ანგარიშვალდებულების რეჟიმში იმყოფება, საკუთარ თავს ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებულ და მგრძნობიარე ინსტიტუტად განიხილავს. ზუსტად რას ნიშნავს სოციალურად მგრძნობიარე სასამართლო და როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთი მართლმსაჯულების შექმნას? სტატიის მიზანია, წარმოადგინოს საბაზისო პრინციპები, ისეთი მართლმსაჯულებისა, რომელიც საზოგადოების საჭიროებებსა და მოლოდინებს უპასუხებს.   

სრულად

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი კონსტიტუციის წინააღმდეგ

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. საპარლამენტო განხილვები მუდმივი პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ფართომასშტაბიანი სახალხო პროტესტის გამო საპარლამენტო უმრავლესობას უკან დახევა და კანონპროექტის ჩაგდება მოუწია. თუმცა, ხელისუფლების რიტორიკა და დღის წესრიგი არ შეცვლილა. ამ სტატიაში შევაფასებთ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებული ინიციატივის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.

სრულად

რატომ არ იცვლება მშრომელების მიმართ დამსაქმებლების დამოკიდებულება?

ქვეყანაში, წლიდან წლამდე არ იცვლება დამსაქმებლების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მშრომელების მიმართ. მათი აღქმით დასაქმებული ყოველთვის მადლიერი უნდა იყოს, რომ „კომპანიის“ წყალობით მას სამსახური აქვს.

თუკი შეეცდება პროტესტი გამოხატოს უსამართლო ანაზღაურებასთან, მძიმე შრომით პირობებთან დაკავშირებით, მას  ყოველთვის ღია კარისკენ მიუთითებენ. მიუთითებენ, რომ ისინი შეუცვლელები არ არიან და ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც ამავე სამუშაოს უფრო მცირე ანაზღაურების სანაცვლოდაც კი შეასრულებს.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მშრომელებმა გადაწყვიტეს პროტესტის გამოხატვა, საკუთარი შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა და მიმართეს შესაბამის ზომებს, დასაქმებულები იღებენ ქედმაღლურ დამოკიდებულებებს და მუქარას, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს.

ზემოჩამოთვლილ სამივე შემთხვევაში მიზანი იგივეა, მშრომელმა არ უნდა იგრძნოს თავი ღირებულად, მას არ უნდა მიეცეს უფლება იფიქროს, რომ მნიშვნელოვანია. ის უნდა დარჩეს უბრალო შემსრულებლად, რომელიც მარტივად შეიცვლება სხვა ადამიანით.

სრულად

აბსურდი და მკვლელობა მაჩალიკაშვილის საქმეში

წლების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლება დარღვეულია. ამით, ოჯახმა მიიღო დასტური, რომ მათი მრავალწლიანი პროტესტი ლეგიტიმური იყო. გასაგებია, რომ იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში მანიპულირებს, ცდილობს სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილში (სათანადოდ გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თემირლანის გარდაცვალების გარემოებები) დარღვევა წარმოაჩინოს, როგორც მეორეხარისხოვანი ფაქტი, ხოლო მატერიალური ნაწილი (სასიკვდილო გასროლა რამდენად აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტს) პირველხარისხოვანი. არაფერი აქ ახალი არ არის. გვახსოვს, ეს უწყება იგივეს აკეთებდა, ოღონდ სხვა ხელისუფლების პირობებში, გირგვლიანის საქმეზე.

რა არის პრობლემა?

ამისგან დამოუკიდებლად, მინდა ყურადღება მივაპყრო თავად სასამართლოს გადაწვეტილების პრობლემურობას. ის რაც დავას წარმოშობს არის საკითხი: რატომ არ მიიჩნია თემირლანის სიკვდილზე პასუხისმგებლად სასამართლომ საქართველოს მთავრობა. ამაზე პასუხი წესით გადაწვეტილების 104-ე პუნქტში უნდა ეწეროს, თუმცა ეს ნაწილი ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია.

სრულად

რა უნდა დავუპირისპიროთ პოლიტიკურ პოლარიზაციას

ქართველი პოლიტიკოსები უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობენ იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. მათი ყურადღება მეტწილად ერთმანეთთან პერსონალური დაპირისპირებისკენაა მიმართული და ბუნებრივია, ამომრჩევლისთვის საჭირბოროტო საკითხები მის მიღმა რჩებათ.

ეს პოლარიზაციის შედეგია, იმ პრობლემის, რომლის მოგვარების პირობაც ევროკავშირმა საქართველოს, წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ, ივნისში დაუდგინა. ევროკომისიას სურს იმ ქვეყნებს მიანიჭოს ეს სტატუსი, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას ცდილობენ. გამართული სისტემის პირობებში ისინი უკეთ იზრუნებენ საკუთარ მოქალაქეებზე და მეტად სტაბილურები იქნებიან. ასეთი პარტნიორის ყოლა კი ევროკავშირისთვისაც ხელსაყრელია.

რატომ განვიხილავთ ამ თემას?

ორი მიზეზი არსებობს:

  1. საქართველოს მოქალაქეების 83%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. პოლარიზაცია კი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი დაბკოლებაა;
  2. პოლარიზაციის პირობებში იმ პრობლემებზე სამსჯელოდ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს პოლიტიკურ სივრცეში ადგილი აღარ რჩება. ეს კი ამ პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის და სტაგნაციას განაპირობებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოცემულ მომენტში, დეპოლარიზაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუმცა, საჭიროა, მკაფიოდ განვსაზღვროთ, რას მოვიაზრებთ ტერმინის ქვეშ. ეს იმაშიც დაგვეხმარება, გავიგოთ სად არის პრობლემის სათავე და იმაშიც, როგორ მოვაგვაროთ ის. 

სრულად

კომენტარი – საინფორმაციო ბიულეტინი

გაეცანით კომენტარის ხუთი თვის ანგარიშს.

სრულად

ოჯახში დასაქმებულები საქართველოსა და ემიგრაციაში

ადრე საოჯახო საქმეებისთვის დამხმარის ყოლა – დამლაგებლის, მზარეულის, აღმზრდელის, მზრუნველის და სხვა – სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. თუმცა თანამედროვე შრომის ბაზრის სტანდარტებმა, ოჯახის ყველა შრომისუნარიანი წევრის შრომის ბაზარზე გასვლამ, უფრო და უფრო გარდაუვალი გახადა ნებისმიერი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის დამხმარეების შრომის დაქირავება, რადგან ადამიანები ვეღარ ახერხებენ, მუშაობას სახლის ის საქმეებიც შეუთავსონ, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. 

სახლის საქმეებისთვის რომ ოჯახმა ან კერძო პირმა   მეორე ადამიანი დაიქირავოს, უნდა შეეძლოს, მას შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადოს.  ამ შემთხვევაში დამსაქმებელი არატიპურია და ხშირად თავადაც დასაქმებულია; დასაქმების ადგილი კი არა შრომითი დაწესებულება, არამედ საცხოვრებელი სახლია. სწორედ ეს ქმნის საოჯახო შრომის განსაკუთრებულ სპეციფიკას, საოჯახო მშრომელებს კი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მშრომელებად აქცევს. 

 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში საოჯახო მშრომელები გაცილებით მეტს შრომობენ, ვიდრე ევალებათ, რასაც მათ არავინ უნაზღაურებს, რადგან, როგორც წესი, არ გააჩნიათ წერილობითი ხელშეკრულება და მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით არიან დასაქმებულნი. ამით კი ისედაც არაადეკვატურად დაბალ ანაზღაურებას შრომითი ექსპლუატაცია და ემოციური მოწყვლადობაც ემატება.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორია საოჯახო მშრომელთა სოციალური დაცვის ბაზისური სტანდარტები, როგორია საქართველოს გამოწვევები ამ მხრივ და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ დასაქმებულთა შრომა მატერიალურადაც დაფასდეს, რათა მათ გაუჩნდეთ სოციალური დაცვის საბაზისო გარანტიები და არ წავიდნენ ემიგრაციაში.

ჩვენი კომენტარი: 

ცნება „საოჯახო შრომა“ არ გვხვდება საქართველოს შრომით კანონმდებლობაში,  რაც ამ შრომაში ჩართული ადამიანების უმრავლესობას ყველა იმ სოციალური ბენეფიტის გარეშე ტოვებს, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობა სხვა მშრომელებისთვის ითვალისწინებს. 

საბაზისო სოციალური დაცვისთვის აუცილებელია, ქვეყნის შრომითი კანონმდებლობა და სოციალური დაცვის სისტემა  ითვალისწინებდეს საოჯახო მშრომელებს  და ქმნიდეს მათთვის დეკრეტული შვებულების, სამედიცინო ბიულეტინის, საპენსიო შენატანების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისა თუ სხვა შრომითი უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.

ვინაიდან საქართველოში ისედაც მძიმე სოციალური ფონია და დაბალია შინამეურნეობების შემოსავლები, ოჯახში დასაქმებულებს უჭირთ ანაზღაურების ზრდის მოთხოვნა და ხშირად იღებენ მიგრაციის, სამუშაოს ქვეყნის გარეთ შესრულების, გადაწყვეტილებას. სახელმწიფო ვალდებულია, ჰქონდეს ქვეყანაში საკუთარი სამუშაო ძალის, მათ შორის, საოჯახო მშრომელების, შენარჩუნების და არა მათი განდევნის სტრატეგია. მას ასევე შეუძლია, თავად განავითაროს იმგვარი სოციალური ზრუნვისა და კეთილდღეობის სერვისები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს საოჯახო შრომის მოთხოვნას, ოჯახებს კი ჯიბიდან განკარგვად შემოსავლებს დაუზოგავს. 

სრულად

პროფესიული კავშირების როლი შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში

საქართველოში შრომითი უფლებები ხშირად ირღვევა, არსებული კანონმდებლობის აღსრულება კი სათანადოდ ვერ ხდება. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში სოციალური დიალოგი სათანადოდ არ მიმდინარეობს. ამასთან, საზოგადოება ნაკლებად ფლობს ინფორმაციას პროფესიული კავშირების შესახებ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

შრომითი უფლებების დაცვის,  დარღვევის პრევენციისა და დავების დროულად გადასაწყვეტად პროფესიული კავშირების არსებობა მნიშვნელოვანია. 

  • შრომითი პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი კოლექტიური მოლაპარაკებაა, რომელიც დასაქმებულებსა და დამსაქმებელს ან დამსაქმებლებს შორის მიმდინარეობს; 
  • ასეთ დროს მხარეთა შორის ძალთა ბალანსი შედარებით დაცულია და, ინდივიდუალური მოლაპარაკებისგან განსხვავებით, დადებითი შედეგის მიღწევის ალბათობაც უფრო მეტია.

შესაბამისად, დასაქმებულების მხრიდან ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტი სწორედ ძლიერი პროფკავშირების არსებობა და ეფექტიანი სოციალური დიალოგია.

ჩვენი კომენტარი 

  • ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც შრომითი კანონმდებლობა სათანადოდ არ სრულდება. ამ პირობებში საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანება და თვითორგანიზება გამარჯვების შესაძლებლობას ზრდის; 
  • დამოუკიდებელი და ძლიერი პროფესიული კავშირები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, იგი ეხმარება დასაქმებულებს შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულებასა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნაში;
  • სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ორმხრივი თუ სამმხრივი სოციალური დიალოგის განვითარება;
  • წარმატებული სოციალური დიალოგი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაწყვეტას, ზრდის სოციალურ მშვიდობას, ინდუსტრიულ სტაბილურობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობაზე?

შესავალი

დასაქმებულთა უფლებების სათანადოდ დასაცავად შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამსახურის სტრუქტურისა და უფლებამოსილების ხშირი ცვლილების გამო, ფართო საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია შრომის ინსპექციის ახლანდელი მანდატის შესახებ.

ჩვენი კომენტარი

საიმისოდ, რომ შრომის ინსპექციის საქმიანობამ დასაქმებულთა უფლებების დაცულობის ხარისხზე რეალური ზეგავლენა მოახდინოს, აუცილებელია, იგი სათანადო ოდენობისა და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსით აღიჭურვოს, რათა უფრო ინტენსიურად შეამოწმოს ობიექტები და მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ისეთ სფეროებზე, სადაც შრომის უსაფრთხოებისა და სხვა შრომითი უფლებების დარღვევის საფრთხეები სტატისტიკურად უფრო მაღალია. შრომის ინსპექციამ მეტი ინტერესი უნდა გამოხატოს არაფორმალური სექტორის მონიტორინგის მიმართაც, რათა უზრუნველყოს ყველაზე მოწყვლადი მუშახელის უფლებების დაცულობა და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის ამაღლებას.

მონიტორინგი თანაბრად ეფექტურად უნდა ხორციელდებოდეს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში და ფართო საზოგადოებას აქტიურად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების შესახებ. 

გარდა ამისა, აუცილებელია, რომ გაიზარდოს ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებული ჯარიმების რაოდენობაც. 

სრულად

რა მდგომარეობაშია საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები?

საქართველო სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით მდიდარი და, ამავე დროს, ინდუსტრიული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ტრადიციის მქონე ქვეყანაა. ეს ტრადიცია გულისხმობს, ერთი მხრივ, არსებული რესურსების მოპოვებას, მეორე მხრივ კი საბჭოთა პერიოდში აშენებულ გადამამუშავებელ/გამამდიდრებელ საწარმოებსა და სხვა მძიმე ინდუსტრიას, რომლის ნაწილიც ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ქვეყანა, რომელიც ათწლეულებია, სიღარიბეში ცხოვრობს და მოსახლეობისაგან იცლება, ფლობს ისეთ ძვირფას და მნიშვნელოვანი რესურსებს, როგორებიცაა: ოქრო და სპილენძი, მანგანუმი, ქვანახშირი; ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი ინდუსტრიული წარმოებაც: ფეროშენადნობები, რუსთავისა და ქუთაისის მეტალურგიული ქარხნები და სხვა.

თუმცა საქართველოს ეკონომიკა საკმარისად ვერ სარგებლობს ამ სიმდიდრეებითა და ინდუსტრიით. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათწლეულის გავლისა და სამი გრძელვადიანი მთავრობის გამოცვლის შემდეგ, ინდუსტრიული ქალაქები საქართველოში მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და დემოგრაფიულ კრიზისში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოპოვებული რესურსები  და წარმოებული პროდუქცია მნიშვნელოვანი სიმდიდრის წყაროა გლობალურ თუ ადგილობრივ ბაზარზე. 

უნდა ვიცოდეთ, რა რესურსები აქვს ქვეყანას, რათა ისინი უპირველესად ჩვენს კეთილდღეობას,  განვითარებას მოხმარდეს და არა კერძო პირთა გამდიდრებას – იმისთვის, რომ გარემო, რომელიც ამ სიმდიდრეს გვაძლევს, გადაურჩეს დაბინძურებასა და განადგურებას; ადამიანები კი, რომლებიც ამ სიმდიდრეებს ქმნიან, არ იტანჯებოდნენ სასოწარკვეთის, ჩაგვრის, გავალიანების, ავადმყოფობის, სოციალური უპერსპექტივობისაგან და შექმნილი პრობლემების გამო არ ცდილობდნენ ქვეყნის დატოვებას.

ჩვენი კომენტარი: 

საქართველოს მარეგულირებელი კანონმდებლობა, ინსპექტირების ორგანოები და მათი აღსრულების მექანიზმები დღემდე ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური, არაექსპლუატაციური, სოციალურად და ეკოლოგიურად სამართლიანი მოპოვების პირობებს.

საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა არ ითვალისწინებს მსხვილი ბიზნესისთვის ადეკვატური გადასახადების დაწესებას, მოგების გადასახადი ქვეყანაში მხოლოდ 15%-ია, ხოლო წიაღისეულზე დაწესებული მოსაკრებელი მინიმალურია. ამგვარი საგადასახადო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიულ და ბუნებრივ პოტენციალს უმეტესად მხოლოდ კერძო მესაკუთრეთა გამდიდრების წყაროდ ტოვებს.

ეს ყოველივე გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს უკვე ათწლეულებია, არჩეული აქვს მცირე სახელმწიფოს, მინიმალური ჩარევის, ანუ ჩაურევლობის, და მხოლოდ ინვესტორზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც იწვევს ხილულ და ცხად სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს ქვეყნის განვითარებისთვის.

სრულად

გაფიცვის უფლება საქართველოში

გაფიცვის უფლება ქართული კანონმდებლობისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა ის საკითხები, რომლებიც მის სრულფასოვან რეალიზებას უკავშირდება, კვლავ პრობლემურია. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში მშრომელებს ხშირად უწევთ უთანასწორო და უსამართლო გარემოში ღირსეული შრომითი პირობებისთვის ბრძოლა. ეს სტატია იმ კომპლექსურ პროცესს მიმოიხილავს, რომელსაც დასაქმებულები გაფიცვამდე გადიან. 

ჩვენი კომენტარი

გაფიცვა დავის მოგვარების უკანასკნელი საშუალებაა. მას წინ უსწრებს შემათანხმებელი პროცედურები, მედიაცია, რომელიც აღმოჩნდა, რომ უმეტესად არაეფექტიანია. შესაბამისად, მშრომელები იმაზე ხშირად იფიცებიან, ვიდრე ეს გამართული მოლაპარაკების პირობებში იქნებოდა საჭირო. მეორე მხრივ, პრობლემაა ისიც, რომ დამსაქმებელი გაფიცვის შედეგად მიღწეულ შეთანხმებებსაც უგულებელყოფს. ამის გამო, დასაქმებულებს შორის აქტივობა გაფიცვის დროს დაბალია.

სრულად

მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკის გამოწვევები

შესავალი 

მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია, რადგან ადამიანებს, რომლებიც შრომით ბაზარზე მწვავე კონკურენციის გამო არ არიან დასაქმებულები, ეხმარება სამსახურის მოძებნაში.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • რადგან არ არსებობს მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკის გრძელვადიანი გეგმა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გამოწვევებია ქვეყანაში ამ მიმართულებით;
  • პრობლემების და შესაძლო დაბრკოლებების იდენტიფიცირება ხელს შეუწყობს ამ პროცესს, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილზე დადებითად აისახება, რადგან საქართველო უმუშევრობის (20%-მდე) და არაფორმალური დასაქმების (40%-მდე) საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება; 

 

ჩვენი კომენტარი 

  • როდესაც სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოქალაქეების გასაჭირი მათივე გადაწყვეტილებების ნაყოფია, იგი ნაკლებად ცდილობს, მოქალაქეზე ინდივიდუალურად მორგებული გამოსავალი შესთავაზოს.
  • სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებს არ უნდა უყურებდეს ისე, თითქოს მათ შეუძლიათ, თუმცა არ სურთ დასაქმება და პროგრამები არ უნდა დააფუძნოს სანქცირებაზე.

ამას მოწმობს საერთაშორისო პრაქტიკა, იხილეთ სტატია: “რა არის დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა“

სრულად

„რბილი ევროსკეპტიციზმი“ და „მყარი ატლანტიციზმი“ – რას უნდა ელოდოს საქართველო იტალიის ახალი მთავრობისგან

25 სექტემბერს იტალიის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა ალიანსმა, რომელსაც სათავეში ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონის პარტია, „იტალიის ძმები” უდგას. კოალიციაში, ასევე, არიან სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალია” და მემარჯვენე პოპულისტური „ლიგა”, რომლის ლიდერიც ევროსკეპტიციზმით გამორჩეული ფიგურა – მატეო სალვინია. ახალი კაბინეტი 22 ოქტომბერს ოფიციალურად დამტკიცდა

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

გამარჯვებული კოალიცია იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მმართველი ძალაა. ძალაუფლება მათ ხელში საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ისტორიულად უაღრესად პროევროპულია, ეს კი თავისთავად აისახება საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ჩვენი კომენტარი

მიუხედავად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მოსალონდელი ცვლილებებისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ჯორჯია მელონის მთავრობას აიძულებს, იტალიის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მნიშვნელოვნად არ გადაუხვიოს.

სრულად

რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში – როგორ შეიძლება ვუპასუხოთ ამ გამოწვევას?

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მისივე მოქალაქეების ნაწილს უბიძგა საცხოვრებლად სხვა ქვეყნების ძებნა დაეწყოთ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გახდა, რაც საქართველოს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო. ამის ერთი მიზეზი სახმელეთო საზღვრი, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივეა.

რა პირობები ხვდებათ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?

  • ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა – რაც მათ შესაძლებლობას აძლევს საქართველოში 1 წლით დარჩნენ;
  • ამ ვადის გასვლის შემდეგ, შეუძლიათ, სიმბოლურად, გადაკვეთონ უახლოესი საზღვარი და შემობრუდნენ – 1 წლის ათვლა კი თავიდან დაიწყება.

ეს რეჟიმი იდეალურ პირობებს ქმნის მათთვის, დარჩნენ აქ რა ვადითაც სურთ, ან გამოიყენონ საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა.

სრულად

სტუდენტური საცხოვრებელი – სახელმწიფო პოლიტიკა და გამოწვევები

შესავალი 

სტუდენტური საცხოვრებელი არა მხოლოდ აგვარებს სტუდენტების პრობლემას, არამედ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მოქალაქეების განათლებაზე ხელმისაწვდომობა. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. მათი ნაწილი ცდილობს, სტუდენტებს რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი შესთავაზოს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ ზრუნავს ქართული სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ჩვენი კომენტარი 

  • სახელმწიფოს არ აქვს გამართული საბინაო პოლიტიკა – ეს ეხება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებსაც;
  • რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს განათლების ხელმისაწვდომობაზე და ტოვებს მას სტუდენტის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად;
  • გამოდის, რომ სტუდენტს ან მის ოჯახს, რომელსაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, იქირაოს ბინა, ეზღუდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა. 
სრულად

არალეგალური მიგრაცია და არალეგალურ შრომასთან დაკავშირებული რისკები

დღეს საერთაშორისო მიგრაცია უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და გავლენა აქვს როგორც ინდივიდებსა და მათ ოჯახებზე, ასევე სახელმწიფოებზეც. 

საერთაშორისო მიგრაციის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს არალეგალურ მიგრაციასა და არალეგალურ შრომით მიგრაციას. ხშირად ეს ორი ცნება ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და ერთმანეთისგან გამომდინარეობს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საინფორმაციო სტატიებში უკვე ვისაუბრეთ საქართველოდან მოსახლეობის გადინების მასშტაბებზე. ყოველწლიურად ქვეყანას  ათასობით ადამიანი ტოვებს. გადინების უმთავრეს მიზეზს ეკონომიკური ფაქტორები წარმოადგენს: უკიდურესი სიდუხჭირე, გაზრდილი ფასები და შემოსავლის წყაროს ძიება.

  • როგორც წესი, ადამიანები მიგრაციისათვის ირჩევენ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს. ბოლო წლებში  საქართველოს მოქალაქეებისთვის  განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები: 
  • იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მუშახელის თავისუფლად მიმოსვლა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. მუშახელი თავისუფლად ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება; 

მათ რჩებათ ერთი გზა:  არალეგალური მიგრაცია, ეს კი კანონდარღვევით საზღვრების გადაკვეთასა და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. სავარაუდოდ, საქართველოდან გასული მიგრანტების სოლიდური ნაწილი არალეგალურად კვეთს საზღვარს ან/და არალეგალურად რჩება უცხო ქვეყანაში.

ჩვენი კომენტარი 

  • სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა არალეგალური მიგრაციისგან, რადგან არალეგალური მიგრაცია უამრავ სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემას იწვევს არალეგალებისთვის;
  • ამისაგან თავის დაღწევის შედარებით ხანგრძლივი, ძვირადღირებული, თუმცა ეფექტიანი გზაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

სრულად

არაფორმალური შრომის გამოწვევები – რა უნდა შედიოდეს სახელმწიფოს ინტერესებში?

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქვეყანას არ აქვს გამართული სოციალური დაცვის სისტემა. ადამიანებს თავად უწევთ გაუმკლავდნენ არსებულ გაჭირვებას და იძულებული ხდებიან, ჩაერთონ არაფორმალურ დასაქმებაში, რადგან მათი უმეტესობა ვერ პოულობს სხვა სამსახურს. ამით კი მშრომელის ცხოვრება ხდება არაპროგნოზირებადი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

არაფორმალური დასაქმება ერთგვარი გადარჩენის საშუალებაა იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური დაცვის სისტემა არასრული და ფრაგმენტულია.

ასეთია საქართველოც, სადაც უმუშევრად დარჩენილ ადამიანს სახელმწიფო საბაზისო სოციალურ დაცვასაც ვერ სთავაზობს, მაგალითად:

  • გარკვეული დროით ფინანსურად არ უზრუნველყოფს; 
  • ყველას თანაბრად არ აძლევს პროფესიული განვითარების/გადამზადების საშუალებას;
  • არ სთავაზობს დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ადამიანის გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები.

ამის ფონზე, ქვეყანაში კი დაბალია  არაფორმალურ შრომაში ჩართულ პირთა დაცულობის დონე, რადგან მშრომელების უფლებებს არ იცავს კანონი.

ჩვენი კომენტარი:

  • სახელმწიფომ შეიმუშავოს მკაფიო და პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა არაფორმალური შრომა ეტაპობრივად გახდეს ფორმალური; 
  • სახელმწიფომ იზრუნოს არაფორმალურად დასაქმებულების ინფორმირებულობაზე, დაანახოს ფორმალური დასაქმების უპირატესობები და სიკეთეები,  თუ რა სარგებელი ექნებათ მათ ფორმალურ დასაქმებაში ტრანზიციას;  
  • საჭიროა, გაიზარდოს დასაქმების სააგენტოს კომპეტენციები. მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, რადგან არაფორმალურ შრომაში ჩართული პირები შემდგომში მარტივად დასაქმდნენ შესაბამის  ვაკანსიებზე; 
  • სახელმწიფომ დაიცვას არაფორმალურად დასაქმებულების უფლებები. ამ ნაწილში საჭიროა შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერება; 
  • დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს საბაზისო სოციალური დაცვის გარანტიები, ფორმალური დასაქმებაც არ სთავაზობს  მშრომელს ღირსეულ ხელფასსა და აუცილებელ ბენეფიტებს. ამ მოცემულობაში კი ნაკლებ მიმზიდველია არაფორმალი მშრომელების ნაწილისათვის, რადგან გაფორმალურების შემთხვევაში მოუწევთ  ისევ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა და დამატებითი გადასახადების გადახდა. 
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ მინიმალური ხელფასის შესახებ?

 

საქართველოს მოსახლეობისთვის დაბალი ხელფასები და შრომის არასათანადო ანაზღაურება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ საკითხის სიმწვავე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა როგორც პანდემიის დროს, ასევე მიმდინარე ინფლაციის პირობებში. მიუხედავად ამისა, საქართველოში არ არსებობს ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის სამართლიანად ანაზღაურებას და მუშახელის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის სიღარიბისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

ჩვენი კომენტარი

  • სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე და თანდათანობით დაუახლოვდეს ევროკავშირში მოქმედ დაცვის სტანდარტებს. კერძოდ, საქართველომ უნდა გადახედოს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და შეუსაბამოს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას ეროვნული მინიმალური ხელფასი;
  • ან, საწყის ეტაპზე, მინიმალური ხელფასი დაწესდეს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ან/და განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სექტორებში;
  • გადახედოს უკვე მოქმედ სექტორულ მინიმალურ ხელფასებს. 
სრულად

დამსაქმებლის პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების სფეროში

უსაფრთხო სამუშაო ადგილების შექმნა რისკების შეფასებითა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვით იწყება, რაც დამსაქმებლის ვალდებულებაა. დღეს შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დამსაქმებელზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების შესრულებას არ უზრუნველყოფს და არც მშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავადაა საკმარისი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ჩვენ გარშემო ადვილად მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც მშენებლობაზე უმუშავია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმეა და ხშირად მას ადამიანები ეწირებიან კიდეც, სიღარიბისა და უმუშევრობის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამსახურიცაა.

ჩვენი კომენტარი

საქართველოში დამსაქმებელთა უმეტესობა გულგრილად ეკიდება შრომის უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებას, ამას არასაკმარისად მკაცრი სანქციები, გეგმური, არაგეგმური ან განმეორებითი ინსპექტირების სიმცირეც უწყობს ხელს.

სრულად

საქართველოში სოციალური დაცვის სისტემა არ არის სტაბილური და საყოველთაო

გამართული სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა სწორად აირჩიონ სოციალური დაცვის მოდელი. ეს მოდელები კი განსხვავდება ერთმანეთისაგან და იცვლება ქვეყნების პოლიტიკური წყობის, რესურსების, ღირებულებებისა თუ სხვა ნიშან-თვისებების მიხედვით.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სოციალური დაცვის სისტემები ყველა მოქალაქეს ეხება. საქართველოში ეს სისტემა სუსტია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ კუთხით და რა შესაძლებლობები გვაქვს მომავალში.

ჩვენი კომენტარი 

  • საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკა ფრაგმენტულია, რაც არ ემსახურება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
  • ფრაგმენტული პოლიტიკა არამდგრადია, შესაბამისად,  ვერ უზრუნველყოფს  გრძელვადიან კეთილდღეობას;

შესაბამისად, საქართველოში სოციალური დაცვის ბერკეტები არ არის ორიენტირებული სიღარიბის დაძლევაზე.

სრულად

რატომ ვერ უზრუნველყოფს ახალი საპენსიო სქემა ღირსეულ სიბერეს?

პენსიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საპენსიო ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებაა. შესაბამისად, მხოლოდ ოჯახის წევრებზე დამოკიდებულება ხანდაზმულს ამ უფლებას ართმევს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოში პენსიის სიმწირემ სოციალურად დაუცველად აქცია ყველა, ვისაც არ ჰყავდა ვინმე, ვინც დამატებით უზრუნველყოფდა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში 2018 წელს დანერგილი დაგროვებითი საპენსიო სქემა შეეხო ყველას – რეფორმის მიღმა დარჩენილებს, მის მონაწილეებსა თუ მომავალ თაობებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ სისტემისგან და შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში უკეთესი საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომელიც

  • მოიცავდა ყველას; 
  • მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა უკვე არსებული პენსიონერების ცხოვრებას; 
  • მომავალი თაობებისთვის ღირსეული სიბერის გარანტიას შექმნიდა.

ჩვენი კომენტარი: 

საქართველოში შემუშავებული რეფორმა ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშების სქემაა, რომელიც გამორიცხავს თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპს. ის გათვლილია საზოგადოების უკიდურესად ვიწრო სეგმენტზე და მისი განხორციელების მიზანი არა ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფა, არამედ კაპიტალის ბაზრის განვითარებაა.

სრულად

რუსეთის შეჭრა უკრაინაში – რაში ცდება მემარცხენეების ნაწილი?

მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც უკრაინაში რუსეთის იმპერიალისტურ შეჭრამდე იყო და კრიტიკული თეორიაც ვეღარ იაზროვნებს იმ კატეგორიებით, იმ თეორიული ჩარჩოთი, რომლითაც იქამდე აზროვნებდა.

რატომ განვიხილავთ ამ თემას?

ეს უსამართლო ომი, რომელიც რუსეთმა, ჩვენს სამეზობლოში და ჩვენს წინააღმდეგ, გააჩაღა, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ თეორიულ დებატებს ანალიზისთვის ჩაგვრის კონკრეტულ, თანამედროვე მაგალითებს აძლევს. სიბრმავეა მისი ვერ დანახვა და სიჯიუტე უგულებელყოფა, თუმცა კრიტიკული სკოლის ზოგიერთი წარომადგენელი ამ ხაფანგში გაება.

ქართული მეინსტრიმული წყაროები სიამოვნებით ავრცელებენ იმ თეორიულ შეცდომებს, რასაც კრიტიკული სკოლის წარმომადგენელთა ნაწილი უშვებს. ასე განზრახ მოქმედებენ. საკუთარი ნეოლიბერალური დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ სურთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დაუხატონ სურათი, რომელშიც კრიტიკულ აზრს არსებულ ვითარებაში გარკვევის არ შეუძლია, სადაც ის ძველი, გამოუსადეგარი ინსტრუმენტების მორგებას ცდილობს ახალი სიტუაციისთვის, და რა გასაკვირია, რომ მარცხდება.

სინამდვილეში კი ვითარება ასეთია: კრიტიკული თეორიის მიმდევრებს შორის ორი პოზიცია გამოიკვეთა. პირველი უთანაგრძნობს უკრაინას, მაგრამ წირავს მას, მეორე კი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

ჩვენი კომენტარი:

მემარცხენე ინტელექტუალების პირველმა ნაწილმა საკუთარი იდეოლოგიური სიხისტის, რეგიონის შესახებ მწირი ცოდნის, რიტორიკაში მემარჯვენე კატეგორიების შემოტანის, უკრაინელი ხალხის უგულებელყოფის შედეგად, დაკარგა რეალობის გაგების შესაძლებლობა. მათი ანალიზი უკრაინის ომის შესახებ არასანდო და ზედაპირულია. შესაბამისად, არსებული კონტექსტისთვის გამოსადეგი კრიტიკული ანალიზი უმთავრესად იმ ანალიტიკოსებთან უნდა ვეძებოთ, რომლებიც თავად არიან ამ სივრცის ნაწილი, საკუთარ თავზე გამოუცდიათ რუსეთის მცდელობები, მათი ქვეყნებისთვის თავს მოეხვია საკუთარი ძალაუფლება.

სრულად

რატომ ვერ იცავს კანონი ქალებს დეკრეტული შვებულების დროს?!

საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული ქალები შვილის გაჩენისას მინიმალური სახსრებით რჩებიან.  არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ, თვითდასაქმებულ და უმუშევარ ქალებს კი ბევრად რთული პრობლემები ექმნებათ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • შვილის გაჩენა  თუ გადაწყვიტეთ და კერძო სექტორში მუშაობთ, სახელმწიფო თქვენს დასახმარებლად ფაქტობრივად არაფერს გააკეთებს;
  • დეკრეტული შვებულების სრულად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ მიზერულ, ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებთ;
  • ან სრულიად იქნებით დამოკიდებული დამსაქმებლის კეთილ ნებაზე;
  • სახელმწიფო ვერ ხედავს საკუთარ როლს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ და უმუშევარ ქალებთან დაკავშირებით. ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ისინი ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებიან.

ჩვენი კომენტარი: 

შრომის მოუწესრიგებელი კანონმდებლობა  ასუსტებს ქალის როლს საზოგადოებაში და მას ეკონომიკურად სხვაზე დამოკიდებულს ხდის, რადგან საქართველომ: 

  •  ვერ შეძლო დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში ადამიანზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა;  
  • 2020 წლის სექტემბერში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებითაც არ შეასრულა ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წლამდე უნდა შეესრულებინა – შეექმნა სოციალური დაცვის ისეთი სისტემა, რომელიც ქალისა და ბავშვის საჭიროებებს, ქალის დასაქმების სტატუსის მიუხედავად, ადეკვატურად უპასუხებდა.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ უმუშევრობის შემწეობის/დაზღვევის შესახებ

საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის ბენეფიტების სისტემა, რომელიც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდით სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენამდე მინიმალურ სოციალურ გარანტიებს შესთავაზებდა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საქართველოში არ არსებობს გამართული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ადამიანს ძირითადი სოციალური რისკებისგან დაიცავდა, მაგალითად, უმუშევრობის, უმუშევრად დარჩენის შემდგომი ფინანსური არასტაბილურობისა და სიღარიბისაგან. 

ჩვენი კომენტარი: 

  • სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული ადამიანი სოციალური რისკებისაგან და შეიმუშაოს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ადამიანების საჭიროებებს სათანადოდ უპასუხებს. 
  • კონკრეტულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს უმუშევრობის ბენეფიტების სქემა, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით. 
სრულად