კომენტარის პოდკასტის მე-5 ეპიზოდში ჩვენ პოლარიზაციაზე, მის მიზეზებზე და შედეგებზე ვსაუბრობთ. საქართველოში ის პოლიტიკური ელიტის მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ პრობლემაა. პოლარიზაციას საკუთარი ლოგიკა აქვს, რომელიც არა იმდენად მხარეებს შორის განსხვავებაზე, არამედ პოლიტიკური ბაზრის დაუფლების ინტერესზე გადის. ის ყველაზე ეფექტიანი საარჩევნო ტექნოლოგიაა, რომელსაც ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ამომრჩევლის მობილიზებისა და ხმების მოსაზიდად იყენებენ, სწორედ ეს ამოძრავებს ჩვენს პოლიტიკურ ელიტას. მისი საპირისპიროა დემოკრატიის აგონისტური მოდელი, რომელიც პოლიტიკური კონფლიქტის სათავედ საზოგადოებრივი ძალების ინტერესებს იღებს, თუმცა აქ მოწინააღმდეგე მეტოქეა და არა მტერი.
ეპიზოდის ავტორები არიან ვახუშტი მენაბდე და თამარ გავასალია.
ეპიზოდის სტუმარია დიკენის უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკური იდეების მკვლევარი საიმონ თორმი.
კომენტარის პოდკასტის მეოთხე ეპიზოდში პოპულიზმის ეპოქაში დამოუკიდებელი სასამართლოს ბედზე, მისი დამორჩილების ინტერესსა და სტრატეგიებზე ვისაუბრებთ. უნგრეთის, პოლონეთის, ისრაელის მაგალითზე განვიხილავთ რა გამოწვევების წინაშე დგას დამოუკიდებელი სასამართლოს იდეა დემოკრატიის უკუსვლისა და პოპულისტური ავტორიტარიზმის აღზევების პირობებში.
ეპიზოდის ავტორი:
სოფო ვერძეული - კომენტარის სამართლის პოლიტიკის მიმართულების რედაქტორი ეპიზოდის სტუმარი:
ნინა ჩიხლაძე - კომენტარის ავტორი
პოდკასტის მესამე ეპიზოდში ჩვენ სამართლიანობის აღდგენის, იგივე გარდამავალი მართლმსაჯულების საჭიროებაზე და პერსპექტივაზე ვისაუბრებთ. გარდამავალი მართლმსაჯულების ფუნქცია სამართლიანობის აღდგენა და წარსული გამოცდილების შემობრუნების პრევენციაა. ის ეფუძნება რწმენას, რომ საზოგადოებას წინსვლისთვის წარსულის ტრავმებთან გამარჯვება სჭირდება; რომ დემოკრატიამ იმგვარი სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა დააფუძნოს, რომელთაც წარსულზე სამართლიანი პასუხის გაცემა და საყოველთაო ჩართულობაზე ორიენტირებული მომავლის შექმნა შეეძლებათ. გადამავალი მართლმსაჯულება სოციალური ტრანსფორმაციის მექანიზმია.
ეპიზოდის მასპინძელი: სოფო ვერძეული
ეპიზოდის სტუმარი: თორნიკე გერლიანი
პოდკასტის #01 ეპიზოდის ავტორები არიან ვახუშტი მენაბდე და თამარ გვასალია.
ეპიზოდის სტუმარია არენდ ლიპჰარტი, სან დიეგოს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი და ამ საკითხის ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი.