მიხეილ სვანიძე სოციოლოგიის და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრია.
მას აქვს რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების ჩატარების თხუთმეტწლიანი გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით როგორიც არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონი, International Alert, გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ადამიანი გაჭირვებაში (People in Need), ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტი.
მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა და მისი სხვადასხვა გამოვლინებები; ადგილობრივი პოლიტიკა; საჯარო სივრცეები და მათი გამოყენება; ქალაქები და სოციალური პროცესები. ბოლო ხნის მანძილზე, მან მისი ავტორობით დაიწერა კვლევა ჭარბვალიანობის შესახებ საქართველოში, პოლიტიკის დოკუმენტი საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის და სოფლის სკოლების განვითარების შესახებ და არის თანაავტორი წიგნისა „საქართველო, დამარცვლით: ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის პოლიტიკა და კულტურა“ (Georgien, neu buchstabiert: Politik und Kultur eines Landes auf dem Weg nach Europa).