პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ფუნქციაა როგორც ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე საჯარო პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ინტერესების დაცვა; ამისთვის, ვქმნით საზოგადოებრივი ერთობის ახალ, განსაკუთრებულ პლატფორმას, რომელიც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარდატეხის შეტანას შეეცდება.

დღეს, პოლიტიკური პროცესები არ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს; პრაქტიკულად არასდროს არსებობს „შესაფერისი” დრო, გულდასმით და კეთილსინდისიერად ვიმსჯელოთ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რადგან პოლიტიკური პოლარიზაცია და ერთგვარი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კლავს ნამდვილი ინფორმაციის, ასევე მნიშვნელოვანი ცოდნის, აზრის გავრცელების შესაძლებლობას.

რა გვაწუხებს?

  • პოლარიზაცია პროცესებს პოლიტიკური შინაარსისგან ცლის და ჭამს ყველაფერს რაციონალურს. ამის გამო, სადისკუსიო სივრციდან პრაქტიკულად იდევნება ალტერნატიული მოსაზრებები, ირიყება ყველა, ვინც დამკვიდრებულ პოლიტიკურ გემოვნებას და იდეებს ემიჯნება;
  • ამით სარგებლობენ რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც საკუთარი ელექტორატის გაზრდას ცდილობენ. ისინი, მოქალაქეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ფსევდო გამოსავლებს სთავაზობენ. ეს მიდგომა კი ხშირად ეფუძნება ადამიანის უფლებების, ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის უარყოფას;
  • საჯარო განხილვები ლიდერებს შორის უხამსი, პერსონალური დაპირისპირების მოედნად იქცევა. მეინსტრიმული დისკუსიები პარლამენტში, მედიაში, ინტერნეტ სივრცეში ხელოვნურად წამოწეულ საკითხებზე იმართება;
  • ყურადღების მიღმა რჩება თემები, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს და ქართული დემოკრატიის წინსვლას აფერხებს. იქნება ეს სოციალური-ეკონომიკური-კულტურის პოლიტიკასთან თუ სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირებული პრობლემები;
  • საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტწილად, იზოლირებულია იმ მრავალფეროვანი ცოდნისა და მსჯელობისგან, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო გვთავაზობს.

საბოლოოდ, ერთი მხრივ, ეს ვითარება საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას საფუძვლიანად განიხილოს მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები და საქართველო გლობალური კონტექსტის შუქზე დაინახოს; მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი ხალხს პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პროცესების მიმართ უიმედობასა და უნდობლობას უღვივებს.

რას შევცვლით ჩვენ?

ჩვენ არ ვაქვეყნებთ მხოლოდ ინფორმაციას ან ანალიზს. ჩვენი ავტორები არიან პროფესიონალები, რომლებიც მკითხველს სთავაზობენ ახალ სადისკუსიო თემებს, პოზიტიურ დღის წესრიგსა და გამოსავლის გზებს;

ჩვენი მიზანია, გავაზიაროთ ცოდნა საზოგადოებისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე – შევქმნათ რესურსი ქართულ ენაზე, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

ჩვენ ვქმნით მსჯელობის ალტერნატიულ სივრცეს, რომელიც პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს, ვავრცელებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპზე აგებულ ცოდნას.

სარედაქციო საბჭო
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
თანადამფუძნებელი, სოციალური პოლიტიკის მიმართულების რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი სამართლის და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრია. მერაბი ბოლო 10 წელია მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაასთან (GYLA), სადაც ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობდა.
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
თანადამფუძნებელი, დემოკრატიის მიმართულების რედაქტორი
ვახუშტი მენაბდე პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია. ის 15 წელია, თანამშრომლობის ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა, სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
თანადამფუძნებელი, სამართლის პოლიტიკის მიმართულების რედაქტორი
სოფო ვერძეული კონსტიტუციური პოლიტიკის, სამართალისა და თეორიის მაგისტრია. ის ათ წელზე მეტია მუშაობს მართლმსაჯულების და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაზე და არის 10-ზე მეტი კვლევის ავტორი/თანაავტორი სასამართლო სისტემის, ნარკოპოლიტიკის, პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.
ავტორები
ალექსანდრა აროშვილი
ალექსანდრა აროშვილი
სოციალური პოლიტიკის მკვლევარი
ალექსანდრა აროშვილი დამოუკიდებელი მკვლევარია ძირითადად სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
იურისტი
ნინა ჩიხლაძე არის საჯარო სამართლის მაგისტრი. მას გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტში.
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
სოციოლოგი
ომარ გორდეზიანი სოციოლოგიის მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია სოციოლოგიის მიმართულებით.
ანა გვალია
ანა გვალია
სოციოლოგი
ანა გვალია სოციოლოგიისა და სოციალური განვითარების მაგისტრია. მისი ინტერესის სფეროა ქალთა შრომითი უფლებები, შრომითი მიგრაცია, უმუშევრობა და უმუშევრობის კომპენსაცია.
ზურაბ ქარჩავა
ზურაბ ქარჩავა
პოლიტიკის მეცნიერი
ზურაბ ქარჩავა შედარებითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
სოციოლოგი
ნინო ხელაძე სოციოლოგიის მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია სოციოლოგიის მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სოციალური თანასწორობის, სოლიდარობის, აქტივიზმისა და შრომის საკითხები.
მიხეილ სვანიძე
მიხეილ სვანიძე
სოციოლოგი
მიხეილ სვანიძე სოციოლოგიის და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრია. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობა და მისი სხვადასხვა გამოვლინებები; ადგილობრივი პოლიტიკა; საჯარო სივრცეები და მათი გამოყენება; ქალაქები და სოციალური პროცესები.
თეკლა ზუხბა
თეკლა ზუხბა
სოციოლოგი
თეკლა ზუხბა სოციოლოგიის მაგისტრია. 2014 წლიდან ის ჩართულია აქტივიზმში. მონაწილეობას იღებდა სტუდენტური ჯგუფის, „თვითორგანიზების ქსელის“ შექმნასა და ფორმირებაში.
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
იურისტი
მარიამ სვიმონიშვილი სამართლის ბაკალავრია. ამჟამად კი არის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლობდა მასარიკის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო და ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
სამართალმცოდნეობის ბაკალავრი
თორნიკე გერლიანი არის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი
პოლიტ-ეკონომისტი
ბერლინის ეკონომიკის და სამართლის სკოლის (HWR Berlin) მაგისტრი პოლიტ-ეკონომიის მიმართულებით. ასევე, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე და ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე.
ია ერაძე
ია ერაძე
კონსულტანტი ეკონომიკის მიმართულებით
ია ერაძე სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორია. მისი კვლევის ძირითადი სფერო ფინანსური სექტორის და სახელმწიფოს ფორმაციის ისტორიული პოლიტიკური ეკონომიაა. ამჟამად, ია ილიას უნივერსიტეტში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია.
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
სამართალმცოდნე
თამარ გვასალია სამართლისა და სამართალდამცავი სისტემების მართვის მაგისტრია. თამარი ბოლო 10 წელია მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთხოების და სამართლდამცავ სისტემის საკითხებზე. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მათ შორის სოციალური სამართლიანობის ცენტრთან. თამარი მუშაობდა საგამოძიებო სისტემის, პროკურატურის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის რეფორმებზე.
ვაკანსია: ადმინისტრაციული მენეჯერი

პლატფორმა „კომენტარი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ბოლო თარიღი: მარტი 31, 2024
სრულად
მოწვევა ლექციების ციკლში მონაწილეობის მისაღებად

თემატიკა: რა არის სამართლის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართებიან ერთმანეთს სამართლებრივი  რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აქვს მას გლობალურ წესრიგთან? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნებიან სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია? რას ამბობს კრიტიკული თეორია სოციალურ წესრიგსა და საპოლიციო ძალაუფლებაზე?

ბოლო თარიღი: მარტი 31, 2024
სრულად