ბოლო თარიღი: დეკემბერი 7, 2024
დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა კომენტარი) აცხადებს ტენდერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის შესამუშავებლად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტის სამუშაო მოიცავს შემდეგი დოკუმენტის შემუშავებას:
- ორგანიზაციის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
- არამომგებიანი ორგანიზაციებისთვის ანალოგიურ სფეროში კონსულტირების/დოკუმენტის შემუშავების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vacancy@komentari.ge, subject-ში მიუთითეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“:
- რეზიუმე/CV;
- იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებთანაც დაინტერესებულ პირს უმუშავია ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით;
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
- გაწეული სამუშაოს სავარაუდო ღირებულება, დარიცხული ლარში (gross);
- მცირე მეწარმის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს პერიოდი: დეკემბერი 2024 - იანვარი 2025.
ბოლო თარიღი: 7 დეკემბერი, 2024.