დღეს, პოლიტიკური პროცესები არ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს; პრაქტიკულად არასდროს არსებობს „შესაფერისი” დრო, გულდასმით და კეთილსინდისიერად ვიმსჯელოთ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რადგან პოლიტიკური პოლარიზაცია და ერთგვარი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კლავს ნამდვილი ინფორმაციის, ასევე მნიშვნელოვანი ცოდნის, აზრის გავრცელების შესაძლებლობას.
საბოლოოდ, ერთი მხრივ, ეს ვითარება საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას საფუძვლიანად განიხილოს მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები და საქართველო გლობალური კონტექსტის შუქზე დაინახოს; მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი ხალხს პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პროცესების მიმართ უიმედობასა და უნდობლობას უღვივებს.
ჩვენ არ ვაქვეყნებთ მხოლოდ ინფორმაციას ან ანალიზს. ჩვენი ავტორები არიან პროფესიონალები, რომლებიც მკითხველს სთავაზობენ ახალ სადისკუსიო თემებს, პოზიტიურ დღის წესრიგსა და გამოსავლის გზებს;
ჩვენი მიზანია, გავაზიაროთ ცოდნა საზოგადოებისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე – შევქმნათ რესურსი ქართულ ენაზე, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
ჩვენ ვქმნით მსჯელობის ალტერნატიულ სივრცეს, რომელიც პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს, ვავრცელებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპზე აგებულ ცოდნას.
დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა კომენტარი) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციულ გუნდში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vacancy@komentari.ge.
დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა კომენტარი) აცხადებს ტენდერს ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტის შესარჩევად. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ მოთხოვნილი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vacancy@komentari.ge.
პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ფუნქციაა როგორც ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე საჯარო პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ინტერესების დაცვა; ამისთვის, ვქმნით საზოგადოებრივი ერთობის ახალ, განსაკუთრებულ პლატფორმას, რომელიც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარდატეხის შეტანას შეეცდება.