პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ია ერაძე
ია ერაძე

ია ერაძე სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორია. მისი კვლევის ძირითადი სფერო ფინანსური სექტორის და სახელმწიფოს ფორმაციის ისტორიული პოლიტიკური ეკონომიაა. ამჟამად, ია ილიას უნივერსიტეტში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. 

იას წიგნი „Unravelling Dollarization Persistence: the case of Georgia“ 2022 წელს გამოქვეყნდა ბრიტანული გამომცემლობა რუტლეჯის მიერ. ია ასევე არის რეცენზირებული სამეცნიერო სტატიების ავტორი. სხვადასხვა დროს, ია ასწავლიდა ბერლინის სამართლის და ეკონომიკის სკოლაში, კასელის უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

კასელის უნივერსიტეტში დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ია მუშაობდა პოსტ-სადოქტორო კვლევაზე – საქართველოს ფინანსური სექტორის აღმოცენება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – რომელიც ინიცირებული იყო ლაიბნიცის ინსტიტუტის თანამედროვე ისტორიის ცენტრის მიერ. 2022 წელს ია მიწვეული მკვლევარი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტში. მიმდინარე წელს კი ია მიწვეულია ტრინიტი კოლეჯსა და პარიზის სიანს პოში, მის მიმდინარე კვლევაზე სამუშაოდ, რომელიც საქართველოში კრიპტო ვალუტის წარმოებას ეხება.