დღეს, პოლიტიკური პროცესები არ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს; პრაქტიკულად არასდროს არსებობს „შესაფერისი” დრო, გულდასმით და კეთილსინდისიერად ვიმსჯელოთ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რადგან პოლიტიკური პოლარიზაცია და ერთგვარი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კლავს ნამდვილი ინფორმაციის, ასევე მნიშვნელოვანი ცოდნის, აზრის გავრცელების შესაძლებლობას.
საბოლოოდ, ერთი მხრივ, ეს ვითარება საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას საფუძვლიანად განიხილოს მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები და საქართველო გლობალური კონტექსტის შუქზე დაინახოს; მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი ხალხს პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პროცესების მიმართ უიმედობასა და უნდობლობას უღვივებს.
ჩვენ არ ვაქვეყნებთ მხოლოდ ინფორმაციას ან ანალიზს. ჩვენი ავტორები არიან პროფესიონალები, რომლებიც მკითხველს სთავაზობენ ახალ სადისკუსიო თემებს, პოზიტიურ დღის წესრიგსა და გამოსავლის გზებს;
ჩვენი მიზანია, გავაზიაროთ ცოდნა საზოგადოებისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე – შევქმნათ რესურსი ქართულ ენაზე, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
ჩვენ ვქმნით მსჯელობის ალტერნატიულ სივრცეს, რომელიც პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს, ვავრცელებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპზე აგებულ ცოდნას.
სახელწოდება: „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“
პარტინორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობით იწყებს საჯარო ლექციების ციკლს სახელწოდებით „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“.
თემატიკა: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართებიან ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აქვს მას გლობალურ წესრიგთან? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნებიან სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია?
ამოცანა: ლექციების ციკლის ამოცანაა თავი მოუყაროს ქართველი მკვლევრების მოხსენებებს კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ლექციების ეს ციკლი ასეთი მასშტაბის პირველი ღონისძიებაა, რომელიც კრიტიკული სამართლის თეორიას ეძღვნება. ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას.
„კომენტარი“ აცხადებს კონკურსს სამართლის კონსულტანტის პოზიციაზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“.
შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი: 17 ივლისი – 30 სექტემბერი, 2023
დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
– CV (ქართულ ენაზე);
– ადმინისტრაციული/სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მომზადებული სულ მცირე ერთი ნაშრომი.
საკონკურსო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@komentari.ge. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ფუნქციაა როგორც ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე საჯარო პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ინტერესების დაცვა; ამისთვის, ვქმნით საზოგადოებრივი ერთობის ახალ, განსაკუთრებულ პლატფორმას, რომელიც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარდატეხის შეტანას შეეცდება.