მერაბ ქართველიშვილი სამართლის და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრია. მერაბი ბოლო 10 წელია მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაასთან (GYLA), სადაც ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობდა.
მერაბი ჩართული იყო არაერთი რეფორმის განხორციელების პროცესში, ასეთი იყო შრომის კოდექსის 2020 წლის რეფორმა. 2021 წელს ისმონაწილეობდა ევროკავშირის ენერგო გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ნამოხვან ჰესთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მედიაციაში.
წლების მანძილზე მერაბი ასევე ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას სისხლის სამართალში. აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის წარმატებული პრაქტიკა.
ადამიანის უფლებების სფეროში ის არის 40-მდე კვლევის ავტორი ან/და ხელმძღვანელი. მათ შორისაა სისხლის სამართლის მონიტორინგის პირველი ქართულენოვანი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელია.