პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოწვევა საჯარო ლექციების ციკლში მონაწილეობის მისაღებად

სახელწოდება: „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“


პარტინორები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობით იწყებს საჯარო ლექციების ციკლს სახელწოდებით „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“.

თემატიკა: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართებიან ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აქვს მას გლობალურ წესრიგთან? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნებიან სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია?

ამოცანა: ლექციების ციკლის ამოცანაა თავი მოუყაროს ქართველი მკვლევრების მოხსენებებს კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ლექციების ეს ციკლი ასეთი მასშტაბის პირველი ღონისძიებაა, რომელიც კრიტიკული სამართლის თეორიას ეძღვნება. ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას.

ბოლო თარიღი: ოქტომბერი 9, 2023
სრულად
,,კომენტარი“ აცხადებს კონკურსს სამართლის კონსულტანტის პოზიციაზე

„კომენტარი“ აცხადებს კონკურსს სამართლის კონსულტანტის პოზიციაზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი: 17 ივლისი – 30 სექტემბერი, 2023
დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
– CV (ქართულ ენაზე);
– ადმინისტრაციული/სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მომზადებული სულ მცირე ერთი ნაშრომი.

საკონკურსო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@komentari.ge. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ბოლო თარიღი: ივლისი 14, 2023
სრულად
,,კომენტარი“ აცხადებს კონკურსს „ქოფირაითერის“ პოზიციაზე

„კომენტარი“ აცხადებს კონკურსს „ქოფირაითერის“ პოზიციაზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი: 17 ივლისი – 1 ოქტომბერი, 2023
დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
– CV (ქართულ ენაზე);
– სამოტივაციო წერილი შესრულებული ქართულ ენაზე.

საკონკურსო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@komentari.ge. Subject-ში მიუთითეთ „ვაკანსია – ქოფირაითერი“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ბოლო თარიღი: ივლისი 10, 2023
სრულად
ლექციების კურსი: საქართველოს გზა ევროკავშირისკენ – პირობები და შესაძლებლობები

პლატფორმა „კომენტარი“ იწყებს განაცხადების მიღებას სალექციო კურსზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ – პირობები და შესაძლებლობები“. ლექციები შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, არჩევნები, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები. ეს საკითხები იმ 12 რეკომენდაციის ნაწილია, რომლის შესრულებაც საქართველოს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის განუსაზღვრა.

 

კურსი მოიცავს 7 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის.

როდის გაიმართება პირველი შეხვედრა? პირველი ლექცია ჩატარდება მაისის პირველ კვირაში;

რა პერიოდულობით გაიმართება შეხვედრები: კვირაში გაიმართება ერთი ან ორი ლექცია;

დღის რა მონაკვეთში გაიმართება შეხვედრები? ლექციებისთვის განკუთვნილი დროა 19:00-21:00 საათი.

 

კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი (რისთვისაც საჭიროა მსმენელი სულ ცოტა 5 შეხვედრას დაესწროს).

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 25 აპრილამდე გამოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: komentari2022@gmail.com Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ – პირობები და შესაძლებლობები“.

ბოლო თარიღი: აპრილი 25, 2023
სრულად