დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის დაფინანსების მთავარი წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი გრანტები და შემოწირულობები. მომსახურება უნდა მოიცავდეს ორგანიზაციული აუდიტის ჩატარებას 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (ჯამური ბრინვა: 350 000 ლარი)
წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ იმ კომპანიებს/პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შიდა აუდიტის მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება;
- შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;
- კომპლექსური მონაცემების მოპოვების და ანალიზის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vacancy@komentari.ge, subject-ში მიუთითეთ „აუდიტორული მომსახურების ტენდერი“:
- კომპანიის/პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება;
- ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება;
- შესაბამისი აუდიტორული მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;
მომსახურების სავარაუდო ღირებულება (წლიური ბრუნვის გათვალისწინებით).
ორგანიზაცია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შერჩეული კომპანიისგან/პირისგან. ტენდერის შედეგად, შეირჩევა 1 კომპანია/პირი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს პერიოდი: 2024 წლის მარტი-აპრილი.