პლატფორმა „კომენტარი“ გიწვევთ სამდღიან ვორქშოფზე, რომლის მიზანია შექმნას მსჯელობის და ურთიერთობის სივრცე თანამოაზრეებისთვის.
ქვეყანაში შექმნილი ვითარება გვიბიძგებს ვისაუბროთ პოლიტიკური სისტემის კრიზისსა და მიზეზებზე, ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროებაზე, გამოსავლის გზებსა და ორგანიზების მნიშვნელობაზე. ვორქშოფი სამდღიანია და მოიცავს ლექციებს, ფილმების ჩვენებას, თემატურ დისკუსიებს, გასვლით ვიზიტებს პროტესტის ადგილებზე და შეხვედრებს მის მონაწილეებთან.
ვორქშოფი ჩატარდება 6-8 დეკემბერს თბილისში. ვორქშოფი დაიწყება 6 დეკემბერს საღამოს და გაგრძელდება 7-8 დეკემბერს. სამივე დღეს მონაწილეობა სავალდებულოა. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მათი შერჩევა მოხდება გამოხატული ინტერესის და გამოცდილების გათვალისწინებით.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, 3 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ CV იმეილზე: vacancy@komentari.ge