პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვაკანსია: ადმინისტრაციული მენეჯერი
ბოლო თარიღი: მარტი 31, 2024

პლატფორმა „კომენტარი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • ოფისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ღონისძიებების ორგანიზებაში მხარდაჭერა და ვიზიტების დაგეგმვა;
  • შრომითი და მომსახურების კონტრაქტების გაფორმება;
  • სერვისების მოძიება და შესყიდვების განხორციელება;
  • ორგანიზაციული და პროექტული დოკუმენტების ორგანიზება, არქივის მართვა;
  • საპროექტო განაცხადებზე მუშაობაში მხარდაჭერა;
  • თანამშრომლებისთვის სხვა ორგანიზაციული მხარდაჭერის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგვიგზავნოთ 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@komentari.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ: ადმინისტრაციული მენეჯერი.

კანდიდატი შეირჩევა რეზიუმეს და გასაუბრების საფუძველზე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს შერჩევის დამატებითი ეტაპები. შერჩეული კანდიდატი საქმიანობას დაიწყებს 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.