პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ტენდერი: ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი
ბოლო თარიღი: მარტი 31, 2024

დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა კომენტარი) აცხადებს ტენდერს ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტის შესარჩევად.

კონსულტანტის სამუშაო მოიცავს შემდეგი დოკუმენტების შემუშავებას ან/და განახლებას:

  • ორგანიზაციის დებულება და შინაგანაწესი;
  • ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო;
  • სამსახურში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო პოლიტიკა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ადამიანური რესურსების მართვის პრინციპების ცოდნა;
  • შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
  • არამომგებიანი ორგანიზაციებისთვის ანალოგიურ სფეროში კონსულტირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vacancy@komentari.ge, subject-ში მიუთითეთ „HR კონსულტანტი“:

  • რეზიუმე/CV;
  • იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებთანაც დაინტერესებულ პირს უმუშავია ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით;
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაოს პერიოდი: მარტი - მაისი, 2024

ბოლო თარიღი: 17 მარტი, 2024.