პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ტედნერი: ვებ. გვერდის დეველოპერი
ბოლო თარიღი: ივნისი 30, 2024

დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი აცხადებს ტენდერს პლატფორმა „კომენტარი“-ის ვებ. გვერდის უსაფრთხოების გაძლიერებასა და ვებ. გვერდის განახლებაზე.

„კომენტარი“ წარმოადგენს ანალიტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს კრიტიკული ხედვა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რა მიზნითაც ის ქმნის და დაინტერესებულ პირებს უზიარებს სიახლეებსა და მოსაზრებებს, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად მიმდინარე მნიშვნელოვანი და აქტუალური პოლიტიკური და სოციალური პროცესების, კრიზისების, სიახლეებისა და მასშტაბური გარდაქმნების შესახებ.

სამუშაო აღწერილობა:

  1. საიტის სკანირება და აუდიტი უსაფრთხოების/დაცულობის გასაუმჯობესებლად.
  2. პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული ფლაგინების ვალიდურობის გადამოწმება, გამოუყენებელი ფლაგინების წაშლა და სხვა.
  3. საიტის სკანირების შედეგად აღმოჩენილი პრობლემების მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უსაფრთხოების ფლაგინების დამატებით დაყენება.
  4. ავტომატური ყოველდღიური ბექაფის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში გამართვა.
  5. ვებ. გვერდის Wordpress-ის უახლეს ვერსიაზე გადაწყობა.
  6. აღმოჩენილი ბაგების ფიქსინგი.
  7. ვებ გვერდის ოპტიმიზაცია ყველა სახის ბრაუზერისთვის: IE, Opera, Chrome, Firefox, და სხვა.
  8. ვებ.გვერდის 4-ვე ენის ოპტიმიზაცია და განახლება დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით.
  1. საიტის მობილური ვერსიის გასწორება შაბლონის მიხედვით.
  2. ვებ. გვერდთან დაკავშირებით, დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგვიგზავნოთ 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@komentari.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ: ვებ. დეველოპერი.

გთხოვთ მიუთითეთ შესასრულებელი სამუშაოს ფასი

კანდიდატი შეირჩევა რეზიუმეს საფუძველზე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს შერჩევის დამატებითი ეტაპები.