პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
კომენტარი აცხადებს კონკურსს სამართლის კონსულტანტის პოზიციაზე
ბოლო თარიღი: ივლისი 14, 2023

დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრის მიერ შექმნილი პროექტი „კომენტარი“ წარმოადგენს საინფორმაციო-ანალიტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს კრიტიკული ხედვა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რა მიზნითაც ის ქმნის და დაინტერესებულ პირებს უზიარებს სიახლეებსა და მოსაზრებებს, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად მიმდინარე მნიშვნელოვანი და აქტუალური პოლიტიკური და სოციალური პროცესების, კრიზისების, სიახლეებისა და მასშტაბური გარდაქმნების შესახებ.
„კომენტარი“ აცხადებს კონკურსს სამართლის კონსულტანტის პოზიციაზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი: 17 ივლისი - 30 სექტემბერი, 2023
დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
პროექტის გუნდის მხარდაჭერა კვლევით საქმიანობაში, კერძოდ:
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ნორმების ანალიზი;
- შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;
- პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების რევიზია და უკუკავშირის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით პრაქტიკას);
- აკადემიური/კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (უნდა დასტურდებოდეს წარდგენილი ნაშრომებით);
- გამართულად წერის უნარი ქართულ ენაზე;

კანდიდატი უნდა იზიარებდეს სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის და თანასწორობის ღირებულებებს.

უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომითი დისციპლინა.

პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- CV (ქართულ ენაზე);
- ადმინისტრაციული/სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მომზადებული სულ მცირე ერთი ნაშრომი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

საკონკურსო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@komentari.ge. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 14 ივლისი, 20:00 საათი.