პლატფორმა „კომენტარი“ იწყებს განაცხადების მიღებას სალექციო კურსზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ - პირობები და შესაძლებლობები“. ლექციები შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, არჩევნები, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები. ეს საკითხები იმ 12 რეკომენდაციის ნაწილია, რომლის შესრულებაც საქართველოს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის განუსაზღვრა.
კურსი მოიცავს 7 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის.
როდის გაიმართება პირველი შეხვედრა? პირველი ლექცია ჩატარდება მაისის პირველ კვირაში;
რა პერიოდულობით გაიმართება შეხვედრები: კვირაში გაიმართება ერთი ან ორი ლექცია;
დღის რა მონაკვეთში გაიმართება შეხვედრები? ლექციებისთვის განკუთვნილი დროა 19:00-21:00 საათი.
კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი (რისთვისაც საჭიროა მსმენელი სულ ცოტა 5 შეხვედრას დაესწროს).
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 25 აპრილამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@komentari.ge . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ - პირობები და შესაძლებლობები“.