სახელწოდება: „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“
პარტინორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობით იწყებს საჯარო ლექციების ციკლს სახელწოდებით „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“.
თემატიკა: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართებიან ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აქვს მას გლობალურ წესრიგთან? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნებიან სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია?
ამოცანა: ლექციების ციკლის ამოცანაა თავი მოუყაროს ქართველი მკვლევრების მოხსენებებს კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ლექციების ეს ციკლი ასეთი მასშტაბის პირველი ღონისძიებაა, რომელიც კრიტიკული სამართლის თეორიას ეძღვნება. ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას.
რამდენი ლექციაა ციკლით გათვალისწინებული: ლექციების ციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას. კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი (რისთვისაც საჭიროა მსმენელი სულ ცოტა 7 შეხვედრას დაესწროს).
სად: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (TBC)
როდის: ყოველ ხუთშაბათს 12 ოქტომბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით. 19:00-21:00 საათი (TBC)
ვის შეუძლია გახდეს სმენელი: ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის სრულწლოვან ადამიანს, ვისაც აინტერესებს კრიტიკული სამართლის თეორია, შეუძლია გახდეს ლექციების ციკლის მსმენელი, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ იურისტებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ პირებს.
როგორ გავხდე მესმენელი: მონაწილეობის მისაღებად, 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@komentari.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.