პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
კომენტარი აცხადებს კონკურსს „ქოფირაითერის“ პოზიციაზე
ბოლო თარიღი: აპრილი 1, 2024

დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრის მიერ შექმნილი პროექტი „კომენტარი“ წარმოადგენს საინფორმაციო-ანალიტიკურ პლატფორმას, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს კრიტიკული ხედვა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რა მიზნითაც ის ქმნის და დაინტერესებულ პირებს უზიარებს სიახლეებსა და მოსაზრებებს, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად მიმდინარე მნიშვნელოვანი და აქტუალური პოლიტიკური და სოციალური პროცესების, კრიზისების, სიახლეებისა და მასშტაბური გარდაქმნების შესახებ.
„კომენტარი“ აცხადებს კონკურსს „ქოფირაითერის“ პოზიციაზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი: 17 ივლისი - 1 ოქტომბერი, 2023
დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით მცირე ტექსტების მომზადება;
- საინფორმაციო და ანალიტიკური ტექსტების რედაქტირება;
- სოციალური მედია არხებისთვის გამართული და შემოქმედებითი საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა (Facebook, Instagram, TikTok, Twitter, LinkedIn);
- პროექტის გუნდთან ერთად, მომზადებული მასალების გამოქვეყნების დაგეგმვა;
- განთავსებული კონტენტის მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გუნდისთვის გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ტექსტების შექმნის/რედაქტირების ან/და საზოგადოებრივი კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- გამართულად და შემოქმედებითად წერის უნარი ქართულ ენაზე;
კანდიდატი უნდა იზიარებდეს სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის და თანასწორობის ღირებულებებს.

უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომითი დისციპლინა.

პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- CV (ქართულ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი შესრულებული ქართულ ენაზე.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- წერითი დავალება.

საკონკურსო განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@komentari.ge. Subject-ში მიუთითეთ „ვაკანსია - ქოფირაითერი“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ივლისი, 20:00 საათი.