პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოწვევა ლექციების ციკლში მონაწილეობის მისაღებად
ბოლო თარიღი: მარტი 31, 2024

სახელწოდება: „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“

პარტინორები: ანალიტიკური პლატფორმა „კომენტარი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, იწყებს საჯარო ლექციების ციკლს სახელწოდებით „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“.

თემატიკა: რა არის სამართლის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართებიან ერთმანეთს სამართლებრივი  რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აქვს მას გლობალურ წესრიგთან? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნებიან სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია? რას ამბობს კრიტიკული თეორია სოციალურ წესრიგსა და საპოლიციო ძალაუფლებაზე?

ამოცანა: ლექციების ციკლის ამოცანაა თავი მოუყაროს ქართველი მკვლევრების მოხსენებებს კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ. ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის გახსნითი და შემაჯამებელი ღონისძიებები.

მომხსენებლები:

  • ვახტანგ ნაცვლიშვილი - რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა;  ახალი კონსტიტუციონალიზმი და გლობალური წესრიგი.
  • თამთა მიქელაძე - რადიკალური დემოკრატიის იდეა; დემოკრატიის კრიზისი და დემოკრატიზაციის კონცეფციის კრიტიკა.
  • კოტე ერისთავი - გლობალიზაცია და ადამიანის უფლებები.
  • ქეთევან შუბაშვილი - თანასწორობის კრიტიკული გააზრება და მისი შესაძლებლობები.
  • ლიკა ჯალაღანია - სამართლის ფემინისტური თეორიები.
  • სოფო ვერძეული - იურიდიფიკაცია და მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაცია
  • გურამ იმნაძე - კრიტიკული კრიმინოლოგია.
  • თამარ გვასალია - სოციალური წესრიგი და საპოლიციო ძალაუფლება კრიტიკული პერსპექტივიდან.

რამდენი ლექციაა ციკლით გათვალისწინებული? ლექციების ციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას. კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი (რისთვისაც საჭიროა მსმენელი მინიმუმ  7 შეხვედრას დაესწროს).

სად? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.

როდის? ყოველ ხუთშაბათს 11 აპრილიდან  20 ივნისის ჩათვლით, 19:00-21:00 საათი.

ვის შეუძლია გახდეს მსმენელი? ნებისმიერი პროფესიის მქონე პირს, ასევე სტუდენტს, ვისაც აინტერესებს სამართლის კრიტიკული თეორია, შეუძლია გახდეს ლექციების ციკლის მსმენელი, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ სამართლის და მომიჯნავე პროფესიების ან გამოცდილების მქონე სპეციალისტებს.

როგორ გავხდე მსმენელი? მონაწილეობის მისაღებად, 31 მარტის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@komentari.ge. Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ: „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

---

ლექციების ციკლი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.