პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ტენდერი: ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი
ბოლო თარიღი: მარტი 31, 2024

დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა კომენტარი) აცხადებს ტენდერს ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტის შესარჩევად.

სამუშაოს აღწერილობა:

ორგანიზაციის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგი-შეფასების სისტემის (M&E) შემუშავება 2024-2026 წლებისთვის (მისიის, ხედვის, ცვლილების თეორიის განახლება, შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა თანამშრომლების ჩართულობით).

კონსულტანტმა უნდა შეიმუშავოს წერილობითი დოკუმენტი და დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ, ჩაუტაროს დოკუმენტის იმპლემენტაციაზე 1-დღიანი ტრენინგი თანამშრომლებს.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, სამართლის ან მომიჯნავე სფეროში.
  • მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. M&E სისტემაზე მუშაობა ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩაირთვება უპირატესობად.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ან/და საინიციატივო ჯგუფებისთვის სტრატეგიების, სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგი-შეფასების სისტემის შემუშავების გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური პროცესების ცოდნა, ინფორმაცია სამოქალაქო მოძრაობების, მათი გამოცდილებებისა და გამოწვევების შესახებ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vacancy@komentari.ge, subject-ში მიუთითეთ „ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი“:

  • რეზიუმე/CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებთანაც დაინტერესებულ პირს უმუშავია ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით;
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაოს პერიოდი: მარტი - აპრილი, 2024

ბოლო თარიღი: 17 მარტი, 2024.