პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი

ბერლინის ეკონომიკის და სამართლის სკოლის (HWR Berlin) მაგისტრი პოლიტ-ეკონომიის მიმართულებით. ასევე, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე და ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 

2020 წელს, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, პროექტის “საქართველოში ეკონომიკურ დოგმატიზთან დაპირისპირება,” ფარგლებში, თარგმნა Oxford University Press-ის მიერ გამოცემული ეკონომიკის სახელმძღვანელო – “ეკონომიკა ცვალებადი სამყაროსთვის,” რომლითაც ასწავლის მიკროეკონომიკას და მაკროეკონომიკას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორის სტატუსით. ასევე კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ეკონომიკაში.

მისი ინტერესის სფეროებია ჰეტეროდოქსული ეკონომიკა, პოლიტიკური ეკონომიკა და ეკონომიკური სოციოლოგია.