ანა გვალია სოციოლოგიისა და სოციალური განვითარების მაგისტრია. მისი ინტერესის სფეროა ქალთა შრომითი უფლებები, შრომითი მიგრაცია, უმუშევრობა და უმუშევრობის კომპენსაცია.
ანას სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში აქვს, ტურიზმის ადმინისტრირების მიმართულებით. ამავდროულად ის მუდმივად იყო ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ქალთა გაძლიერების მიმართულებით.
2016 წელს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა კვლევა NEET ჯგუფების („ახალგაზრდები განათლების, დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების მიღმა“) პრობლემების შესახებ.
საუნივერისტეტო კვლევების ფარგლებში ის მუშაობდა ქართული ფემინისტური აქტივიზმის, ქართველი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ნარატივების, საზღვარგარეთ მცხოვრები უცხოელი სტუდენტების სოციო-კულტურულ და ეკონომიკურ გამოწვევების შესახებ.