პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ იმარჯვებს და მარცხდება დემოკრატია
🎧 კომენტარის პოდკასტის პირველ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე და მის ერთ-ერთ მიზეზზე, მაჟორიტარიზმზე. მაჟორიტარიზმი მართვის ისეთი სისტემაა, სადაც ძალაუფლება მხოლოდ ელიტის ხელშია, ხოლო ყველა სხვა მართვის პროცესიდან გამოირიცხება. ამ მოდელის ალტერნატივა კონსენსულური, ანუ საყოველთაო ჩართულობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული დემოკრატიაა. ის ძალაუფლებას საზოგადოების ჯგუფებს შორის ანაწილებს. კრიზისების მიმართ უფრო მდგრად, სტაბილურსა და თანასწორს სისტემას ქმნის.

🎙️  პოდკასტის #01 ეპიზოდის ავტორები არიან ვახუშტი მენაბდე და თამარ გვასალია.

🎙️ ეპიზოდის სტუმარია არენდ ლიპჰარტი, სან დიეგოს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი და ამ საკითხის ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი.

>