საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი უკვე 2 თვეა გრძელდება. დეკემბერში, არხის მენეჯმენტთან შეთანხმებით მოპოვებული "ხალხის ეთერი" იანვრიდან აღარ განახლდა. 31 იანვრის პოდკასტში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტის მონაწილეები - ხელოვანი ელენე დუდუჩავა და ხელოვნების მენეჯერი ელენე ფასური, ისაუბრებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტის მნიშვნელობაზე, მის როლზე საერთო წინააღმდეგობაში. ვისაუბრებთ 29 იანვრის მასშტაბურ აქცია/მსვლელობაზე და 30 იანვრის სამეურვეო საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით.
🎙️ გადაცემის ავტორი - მერაბ ქართველიშვილი
🔔 გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.
‼️თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს!
‼️ სოლიდარობა ყველა ნაცემ და ნაწამებ ადამიანს!