პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საგანგებო პოდკასტი #18 – რა ჭირს პოლიციას?

⭕3 თებერვალს კომენტარის რედაქტორები: სოფო ვერძეული, ვახუშტი მენაბდე, მერაბ ქართველიშვილი აჯამებენ გასული კვირის მოვლენებს. როგორია პოლიციის ქმედებები ბოლო თვეებში. ვისაუბრებთ 2 თებერვლის აქციაზე, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე და უკანონო დაკავებებზე.მზია ამაღლობელი და თემურ ქათამაძე უკვე 3 კვირაა შიმშილობენ, ხოლო „ოცნების“ პასუხი მხოლოდ ცინიკურია. ვისაუბრებთ ქართული ოცნების ანტისოციალურ ბუნებაზე, 2025 წლის 27 იანვარს, დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოსთან თავის დაწვა სცადა, რომელიც 1 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

🎙️ გადაცემის ავტორი - მერაბ ქართველიშვილი
🔔 გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.

‼️თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს!
‼️ სოლიდარობა ყველა ნაცემ და ნაწამებ ადამიანს!

>