❗27 მარტის საგანგებო პოდკასტში მაღაროელ ტარიელ მიქაცაძესთან და მოძრაობის „სოფელი ზოდის გადასარჩენად“ წევრ კოტე აბდუშელიშვილთან ერთად ვისაუბრებთ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებზე.
🔴 ჭიათურაში, უკვე 28 დღეა, რაც აქტიურად მიმდინარეობს პროტესტი. მაღაროელები მოითხოვენ კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვას, სამუშაოების აღდგენას, ითხოვენ რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა და მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, ამასთანავე შეიქმნას ფონდი, რომელიც მაღაროელების მიერ შექმნილი სიმდიდრის ნაწილი მოხმარდება ქალაქს და რეგიონს.
პოდკასტში შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვებს:
• რამ გამოიწვია კრიზისი ჭიათურაში?
• ვინ არის პასუხისმგებელი ამ კრიზისზე?
• რა მოხდა გუშინ გაერთიანებულ პროფკავშირებთან?
• რას პასუხობს „ქართული ოცნება“?
• ამ ჩიხური ვითარებიდან რა შეიძლება იყოს გამოსავალი?