
ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ საერთაშორისო არბიტრაჟში ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ საკითხზე დავა წააგო კომპანია „ენკასთან“. ამას მოჰყვა გარკვეული ოპოზიციური პარტიის წევრებისა და ოპოზიციური მედიების მხრიდან, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მართულობაზე საუბარი.
❗ბოლო 2 წელია „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული სახალხო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მთლიანად ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროტესტი, ის მას ხან რუსულ და ხან დასავლეთიდან დაფინანსებულ პროტესტად მოიხსენიებს.
🔴 7 ივლისის პოდკასტში, სოციალური პოლიტიკის მკვლევარ ალექსანდრა აროშვილთან და სოციალური სამართლიანობის ცენტრის, სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელ სალომე შუბლაძესთან ერთად ვისაუბრებთ რეალურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები ნამახვანჰესთან დაკავშირებით, როგორი იყო ხელშეკრულების პირობები და რა იყო პროტესტის მიზანი?
🔴 ამასთანავე, დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ ვინ ფლობს ხალხის სიმდიდრეს? რა კავშირი აქვს ერთმანეთთან სოციალურ და გარემოსდაცვით პროტესტებს. მიმოვიხილავთ ჭიათურაში შექმნილ მძიმე ვითარებას და ვისაუბრებთ გამოსავლის გზებზე.
🎙 გვიყურეთ პირდაპირ ეთერში, 7ივლისს, 16:00 საათზე.
🔔 გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.