პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვინ წარმოგვადგენს წარმომადგენლობით დემოკრატიაში

🎧 კომენტარის პოდკასტის მე-6 ეპიზოდში ჩვენ წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისზე, საქართველოში მის გამოვლინებასა და ალტერნატივებზე ვისაუბრებთ. თეორიულად წარმომადგენლობითი დემოკრატიის სათავეში ხალხი და მისი ინტერესი დგას. თუმცა, ის ვერ ამართლებს საკუთარ მიზნებს და წარუმატებელია როგორც მოქალაქეთა წარმომადგენლობის, ასევე მისი ინტერესების დაცვაში. როგორ მუშაობს ეს მოდელი საქართველოში? საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის საფუძვლების ძიებას თუ დავიწყებთ, ვნახავთ, რომ ის სათავეს მაჟორიტარული მართვიდან იღებს. მაჟორიტარიზმი ხელს უწყობს ელიტას, მოიპოვოს უმრავლესობა გადაწვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში. გამოსავალი საყოველთაო ჩართულობაზე ორიენტირებული მართვის გაძლიერებაშია.

🎙️ ეპიზოდის ავტორები არიან ვახუშტი მენაბდე და თამარ გვასალია.

🎙️ ეპიზოდის სტუმარია ვარვიკის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი წარმომადგენლობითი დემოკრატიის გამოჩენილი კრიტიკოსი კოლინ კრაუჩი.

>