დონორი: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR)
თანხა: 39 976 გირვანქა სტერლინგი
ვადები: 20/06/2024 – 20/12/2024
პროექტის დასახელება: „რეგიონული გამოწვევების აქტუალიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა თემის პრობლემების გადაჭრაში“
პროექტის აღწერა: პროექტი ემსახურება ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური ჩართულობის მხარდაჭერას, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის როლს და პოლიტიკური პარტიების პროგრამების ირგვლივ დისკუსიებს. პროექტის დამატებით სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ეთნიკური უმცირესობები და ქალები.
პროექტის შედეგები: პროექტის შედეგად, გაიზრდება ადგილობრივი თემის მედეგობა პრობლემების გადაჭრის პროცესში. გარდა ამისა, ფართო აუდიტორია მეტ ინფორმაციას მიიღებს ადგილობრივ დონეზე არსებულ გამოწვევებზე, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა შორის სოლიდარობისა და მობილიზაციის გაზრდას.