დონორი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო
თანხა: 17 996 ლარი
ვადები: 03/04/2023 – 30/09/2023
პროექტის დასახელება: „საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტების ლეგიტიმაციის კრიზისის ანალიზის გზით ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა“
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია შექმნას ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემო ქართულ საზოგადოებაში. მიზნის მისაღწევად, პროექტის გუნდი ახსნის კონსტიტუციური ინსტიტუტების ლეგიტიმაციის კრიზისის ფესვებს და შესთავაზებს საზოგადოებას პრობლემების გადაჭრის პოტენციურ გზებს.
პროექტის შედეგები: პროექტის ფარგლებში, მასალები მზადდება და ვრცელდება დემოკრატიის მიმართულების ფარგლებში. წერილობითი და ვიზუალური მასალა შეეხება ინსტიტუტების ლეგიტიმაციის კრიზისსა და მისი გადაჭრის გზებს. ამასთან, მასალა ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებეზე. პროექტის ფარგლებში, პლატფორმამ შექმნა პოდკასტის არხი და ჩაწერა პირველი გადაცემა, რომელიც მოიცავდა ინტერვიუს არენდ ლიპჰარტთან, სან დიეგოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორთან.