დონორი: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR)
თანხა: 39 995,5 ფუნტ სტერლინგი
ვადები: 01/09/2023 – 29/02/2024
პროექტის დასახელება: „საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია გაააქტიუროს დისკუსიები ეთნიკურ უმცირესობებში იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. პლატფორმა შეეცდება იპოვოს თანამოაზრეები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რომლებსაც შეუძლიათ ადგილობრივ დონეზე ცვლილებების მიღწევა.
პროექტის შედეგები: პროექტის ფარგლებში, პლატფორმის ყველა მიმართულება მოამზადებს და გაავრცელებს როგორც წერილობით, ასევე ვიზუალურ მასალებს იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ. პროდუქტები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. დამატებით, პლატფორმის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს აქტიურ მოქალაქეებთან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.