დონორი: ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველო (NDI Georgia)
თანხა: 25 496 ლარი
ვადები: 01/12/2023 - 30/04/2024
პროექტის დასახელება: „შრომითი უფლებების შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის მხარდაჭერა“
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია გააძლიეროს საზოგადოებრივი დისკუსია შრომითი უფლებების შესახებ საქართველოში და ხელი შეუწყოს მსჯელობის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას. ამისათვის, პროექტის გუნდი, პირველ რიგში, გამოარკვევს შრომის უფლებების სფეროში არსებულ საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებს, რათა გააანალიზოს ის გამოწვევები, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.
პროექტის შედეგები: პროექტის განხორციელების შემდგომ, იდენტიფიცირებული იქნება 3 ზოგადი, ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რომელიც აწუხებს სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს. ამ გამოწვევების შესახებ, საზოგადოების ფართო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი კამპანიის მეშვეობით, რაც გაააქტიურებს დისკუსიას შრომითი უფლებების შესახებ და ხელს შეუწყობს მათ დაბრუნებას პოლიტიკურ დღის წესრიგში.