დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თანხა: 58 000 ლარი
ვადები: 15/02/2023 – 15/10/2023
პროექტის დასახელება: „სოციალური პოლიტიკის ცვლილებისთვის“
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია დაძლიოს ნიჰილიზმი, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული საზოგადოებაში სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მიზნის მისაღწევად, შეიქმნება ცოდნისა და კრიტიკული ანალიზისის ალტერნატიული რესურსები სოციალურ გამოწვევებზე.
პროექტის შედეგები: პროექტის ფარგლებში, მზადდება საინფორმაციო და ანალიტიკური სტატიები, ასევე მულტიმედია პროდუქტები, რომლებიც საზოგადოებას მიეწოდება სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით. დამატებით, „კომენტარის“ ვებგვერდი და რამდენიმე მომზადებული მასალა გადაითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.