პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ჭარბვალიანობის და გამოსახლების პრობლემები და მასშტაბები საქართველოში (მიმდინარე)

დონორი: USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

თანხა: 29 920 აშშ დოლარი

ვადები: 08/08/2024 - 31/01/2025

პროექტის დასახელება: „ჭარბვალიანობის და გამოსახლების პრობლემები და მასშტაბები საქართველოში“

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია ჭარბვალიანობისა და უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლების პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა. რაოდენობრივი კვლევის შედეგად, გამოიკვეთება საქართველოში ჭარბვალიანობის მასშტაბი, მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. მონაცემებსა და მულტისექტორულ (ეკონომიკურ და სამართლებრივ) კვლევაზე დაფუძნებით, შეიქმნება პოლიტიკის დოკუმენტი სისტემის სამომავლო რეფორმირების მხარდასაჭერად. საპილოტე კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია როგორც გავალიანების პრობლემაზე, ასევე მისი დაძლევის გზებზე.

პროექტის შედეგები: მიზნის მისაღწევი მთავარი საშუალებებია საბაზისო მონაცემების მოგროვება, ჭარბვალიანობის გამომწვევი მიზეზების ძიება კვლევაზე დაფუძნებული გზით და გამოსავლების შესახებ სისტემური ხედვის ჩამოყალიბება.