ბოლო თარიღი: ნოემბერი 10, 2024
დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა კომენტარი) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციულ გუნდში, პროექტების მართვის მიმართულებით.
სამუშაოს აღწერილობა:
- პროექტული აქტივობების მართვაში ორგანიზაციის მხარდაჭერა;
- შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების, მათ შორის, გასვლითი ვიზიტების დაგეგმვაში ადმინისტრაციული გუნდის მხარდაჭერა;
- ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოებაში მონაწილეობა;
- შესყიდვების განხორციელებაში მონაწილეობა;
- ოფისის ფუნქციონირებაში მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის ან შემდგომი საფეხურის სტუდენტები;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- მოხალისეობრივ პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 25 საათი (ოფისის სივრცეში)
სამუშაო პერიოდი: 2024 წლის 15 ნოემბრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ანაზღაურება: 900-1200 ლარი (დარიცხული)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგვიგზავნოთ 2024 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@komentari.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ: ანაზღაურებადი სტაჟირება.
კანდიდატი შეირჩევა რეზიუმეს და გასაუბრების საფუძველზე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს შერჩევის დამატებითი ეტაპები.