ბოლო თარიღი: მარტი 31, 2024
დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი (პლატფორმა კომენტარი) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- ოფისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ღონისძიებების ორგანიზებაში მხარდაჭერა და ვიზიტების დაგეგმვა;
- შრომითი და მომსახურების კონტრაქტების გაფორმება;
- სერვისების მოძიება და შესყიდვების განხორციელება;
- ორგანიზაციული და პროექტული დოკუმენტების ორგანიზება, არქივის მართვა;
- საპროექტო განაცხადებზე მუშაობაში მხარდაჭერა;
- თანამშრომლებისთვის სხვა ორგანიზაციული მხარდაჭერის გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგვიგზავნოთ 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@komentari.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ: ადმინისტრაციული მენეჯერი.
კანდიდატი შეირჩევა რეზიუმეს და გასაუბრების საფუძველზე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს შერჩევის დამატებითი ეტაპები. შერჩეული კანდიდატი საქმიანობას დაიწყებს 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.