დონორი: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
თანხა: 43 494,48 აშშ დოლარი
ვადები: 01/10/2022 – 30/09/2023
პროექტის დასახელება: „მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულების სექტორში არსებულ პრობლემებზე. მიზნის მისაღწევად, პროექტის გუნდი შეეცდება შეავსოს საინფორმაციო სიცარიელე, იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა აქვს მართლმსაჯულების სექტორში მიმდინარე პრობლემებს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
პროექტის შედეგები: პროექტის ფარგლებში, მზადდება ადვილად აღსაქმელი წერილობითი მასალა, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას მართლმსაჯულების სექტორში არსებულ მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე რეფორმების მიმართულებით და გლობალურად მიმდინარე დისკუსიებზე, რომლებიც შეეხება სასამართლო სისტემების რეფორმირებას. პროექტის ფარგლებში, მზადდება და ვრცელდება მულტიმედია პროდუქტები.