დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თანხა: 48 016 ლარი
ვადები: 01/03/2024 – 31/10/2024
პროექტის დასახელება: „საზოგადოების გაძლიერება სოციალური პოლიტიკის საკითხებზე, მათთვის ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური რაკურსით დანახული სხვადასხვა პერსპექტივის შეთავაზების გზით“
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ნიჰილიზმის დაძლევას ცოდნის ალტერნატიული წყაროებისა და კრიტიკული ანალიზის შეთავაზებით. მისი მიზანია გააძლიეროს საქართველოს მოქალაქეებს შორის კრიტიკული სოციალური საკითხების გააზრება ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური რაკურსით.
პროექტის შედეგები: პროექტის შედეგად, შეიქმნება სტატიები, მულტიმედია პროდუქტები სოციალურ საკითხებზე. მომზადებული მასალა გავრცელდება ვებ-გვერდსა და სოციალურ მედიებში. შედაგად, გაიზრდება მოსახლეობის წვდომა სოციალური პოლიტიკის კრიტიკულ ანალიზზე.