თამარ გვასალია სამართლისა და სამართალდამცავი სისტემების მართვის მაგისტრია. თამარი ბოლო 10 წელია მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთხოების და სამართლდამცავ სისტემის საკითხებზე.
ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მათ შორის სოციალური სამართლიანობის ცენტრთან. თამარი მუშაობდა საგამოძიებო სისტემის, პროკურატურის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის რეფორმებზე.
2018 წელს თამარის ავტორობით გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც უზენაესი კანონის რეფორმის შემდეგ კონსტიტუციურ სისტემაში პროკურატურის ადგილს შეისწავლის. 2019 წელს კი გამოქვეყნდა მისი კვლევა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ. მოგვიანებით 2021 წელს, თამარის თანაავტორობით გამოიცა დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკის ანალიზი.
ამჟამად თამარი იკვლევს საპოლიციო რეფორმების პოლიტიკას საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: გარდამავალი მართლმსაჯულება, სახელმწიფო მშენებლობა, სისხლის სამართლის პოლიტიკა და საპოლიციო რეფორმები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.