პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე

ნინო ხელაძე სოციოლოგიის მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია სოციოლოგიის მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სოციალური თანასწორობის, სოლიდარობის, აქტივიზმისა და შრომის საკითხები.

ნინო თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ასევე, არის სტატიების ავტორი სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

თანაავტორია საერთაშორისო კვლევის: „ანგარიში პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის საჭიროებებისა და სტატუს-კვოს შესახებ“ (Increasing Knowledge and Partnerships on Mental Health and Psychosocial), რომელიც საქართველოს სომხეთის და ავსტრიის წითელი ჯვრის ასოციაციების მიერ ჩატარდა.