
„ქალაქი ზღვარზე – ბრძოლა ჭიათურისთვის“ არის ისტორია ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ჭიათურაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ორგანიზებული წინააღმდეგობის შესახებ. ეს ფილმი არის ადამიანების ბრძოლის ქრონიკა.
„ქალაქი ზღვარზე – ბრძოლა ჭიათურისთვის“ გვიყვება, როგორ იქცა ჭიათურასა და სოფელ შუქრუთში პროტესტი ყოველდღიურობად და როგორ იბადება იმედი, მაშინაც კი, როცა რეგიონს უმუშევრობა, სიღარიბე, სისტემური უყურადღებობა იპყრობს. როგორ უპირისპირდებიან ადგილობრივები და მაღაროელები დიდ კაპიტალს და სახელმწიფო რეპრესიებს.
ავტორები: მერაბ ქართველიშვილი, ქეთევან სახვაძე
რეჟისორი/ოპერატორი/მონტაჟი: ნინა ხუციშვილი
მუსიკა: ანი ზაქარეიშვილი (KDEMA)