პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
FARA: რა უნდა ვიცოდეთ ამერიკულ კანონზე?
მარტი 7, 2023

საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ ინიცირებულ ორ კანონპროექტს იხილავს. ავტორების თქმით, პირველი კანონპროექტის შემუშავებისას იხელმძღვანელეს ავსტრალიისა და ისრაელის გამოცდილებით, ხოლო მეორე – აშშ-ს კანონის ანალოგია. 

კომენტარი წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება კანონპროექტებიდან მომდინარე ფუნდამენტური საფრთხეების ანალიზში, ასევე საერთაშორისო კონტექსტის უკეთ გაცნობაში. ამ სტატიით ამერიკის გამოცდილებაზე მოგიყვებით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

„ხალხის ძალის“ ინიციატივები ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას საქართველოში, ეწინააღმდეგება  საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროკავშირის პრინციპებს. ამ კანონების განხილვა და მიღება არამხოლოდ გზას უღობავს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ საფრთხეს უქმნის სოციალურ მშვიდობას. 

ჩვენი კომენტარი

FARA არ არის მიღებული საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. მისი ზოგადი ხასიათის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ის ძირითადად მიზნად ისახავს, აშშ-ს მთავრობისა და ხალხისთვის ცნობილი იყოს, ვინ ცდილობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას. ამ კანონის გავრცელების მთავარი პრინციპი არა უცხოური დაფინანსება, არამედ უცხო ძალის ინტერესების შესაბამისად მოქმედებაა. 

როგორია FARA-ს ისტორია?

  • აშშ-ში, 1938 წელს FARA ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ მიიღეს;
  • 1966 წლამდე აქტის მიზანიც ამერიკის დემოკრატიის დასაცავად, სწორედ პროპაგანდასთან ბრძოლა იყო;
  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაცისტური პროპაგანდა მთავარ საზრუნავს აღარ წარმოადგენდა და FARA, ფაქტობრივად, უფუნქციო დარჩა;
  • 1962 წელს აშშ ახალი რეალობის წინაშე დადგა: გაიზარდა ვაჭრობის სფეროში უცხო სახელმწიფოების ინტერესების ლობირება და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა; 
  • 1966 წლიდან, FARA-ს მთავარი ამოცანა უცხოური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის რეგულირება გახდა;
  • 2016 წლიდან, ამერიკის არჩევნებზე რუსეთის გავლენების საპასუხოდ, კანონის აღსრულება გამკაცრდა და არჩევნებზე უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა მოიცვა.

როგორ მუშაობს FARA?

FARA ავალდებულებს უცხო ძალის აგენტებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას ან კანონით განსაზღვრულ სხვა ქმედებებს, რომ პერიოდულად გაასაჯაროონ თავიანთი საქმიანობა, ფინანსური წყაროები და ოდენობა.  

აქ რამდენიმე ტერმინი დაზუსტებას საჭიროებს:

  • უცხო ძალა შეიძლება იყოს:
    • უცხო სახელმწიფოს მთავრობა და პოლიტიკური პარტია.
    • აშშ-ს გარეთ მცხოვრები ნებისმიერი პირი, ამერიკის მოქალაქის გარდა.
  • უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი გაერთიანება.


  • უცხო ძალის აგენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც: 
  • მოქმედებს როგორ უცხო ძალის წარმომადგენელი, თანამშრომელი ან მოსამსახურე;
  • მოქმედებს უცხო ძალის დავალებით, ხელმძღვანელობით, მითითებით ან მისი კონტროლის ქვეშ;
  • ან მოქმედებს ნებისმიერი სხვა პირის მითითებით, რომლის საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად, მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება, კონტროლდება ანდა სუბსიდირდება უცხო ძალის მიერ.

ასეთი პირი აგენტად მიიჩნევა თუ, უცხო ძალის ინტერესების შესაბამისად, აშშ-ში:

  • ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში; 
  • მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური კონსულტანტი;
  • ითხოვს, აგროვებს, იხდის ან ანაწილებს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ქონებას;
  • სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირების წინაშე წარმოადგენს უცხო ძალის ინტერესებს.

 

  • პოლიტიკურ საქმიანობად კი ითვლება:

ნებისმიერი ქმედება, რომელიც შტატების ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებზე ზემოქმედებით, უცხო ძალის ინტერესების შესაბამისად, მიზნად ისახავს აშშ-ს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ცვლილებას.

FARA და საზოგადოებრივი ორგანიზაციები

FARA-ში გამოყენებული ტერმინების ფართო განსაზღვრებებ და საგამონაკლისო საქმიანობების მცირე ჩამონათვალ (დიპლომატიური, აკადემიური, საქველმოქმედო საქმიანობა...), კანონის პრობლემურობაზე მიუთითებს. ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათის გათვალისწინებით, მისი აღსრულება განჭვრეტადი არ არის. თუმცა, ნათელია რომ საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების რეგულირება არ არის ამ კანონის მთავარი სამიზნე. ამას მოწმობს სტატისტიკაც. აშშ-ში FARA-ს საფუძველზე რეგისტრირებულ სუბიექტებს შორის, არაკომერციული ორგანიზაციების წილი 5%-ზე ნაკლებია. 

რა დამატებით კრიტერიუმებს იყენებენ უცხოური გავლენის საკითხის შესაფასებლად?

იუსტიციის დეპარტამენტი განმარტავს, რომ FARA- ზოგად ჩანაწერებთან ერთად, საყურადღებოა:

    • მ პირის იდენტიფიცირება, რომელიც დავალებას იღებს/მოქმედებს უცხო ძალის სახელით/წარმომადგენლობით; 
  • უცხო ძალის მოთხოვნის სპეციფიკურობა/კონკრეტულობა; 
    • ქმედების შესრულება კომპენსაციის სანაცვლოდ (ფული, ბიზნესის ხელშეწყობა და სხვ.) ან იძულებით;
  • თანხვედრის არსებობა პირის ინტერესებსა და პოლიტიკურ აქტივობას შორის, რომელსაც უცხო ძალის სახელით ასრულებს;
  • ქმედება, რომელიც არა თავად პირის სუბიექტურ ხედვას გამოხატავს, არამედ უცხო ძალის მიერ არის ნაკარნახევი;
  • უცხო ძალასა და აგენტს შორის თანამშრომლობის გარკვეული ტიპის არსებობა, მაგალითად, პასუხისმგებლობა, კონტროლი და სხვა.

საინტერესო გარემოებები FARA-ს შესახებ

  • უცხო ძალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების დადგენისას მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს აკისრია;
  • არსებობს საკონსულტაციო მოსაზრების მექანიზმი, რომლითაც ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს პასუხი, რეგისტრაციის ვალდებულების არსებობის თაობაზე;
  • FARA- მოთხოვნის განზრახ დარღვევა, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის განზრახ წარუდგენლობა, ფაქტის დამალვა ან ცრუ ინფორმაციის მითითება იწვევს არაუმეტეს 250 000$ ჯარიმას ან/და 5 წლამდე პატიმრობას;
  • თუ გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ პირი არ ასრულებს/არღვევს FARA- დებულებებს, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქმიანობის აკრძალვის ან ამ საქმიანობის FARA-სთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი