ომარ გორდეზიანი სოციოლოგიის მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია სოციოლოგიის მიმართულებით.
ის როგორც მკვლევარი თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში.
მისი ავტორობით მომზადდა კვლევა „პოლიტიკური დისკურსის ანალიზი სამთავრობო საათის მაგალითზე: იდეოლოგიური და მეტაფორული რეპრეზენტაციები პოლიტიკოსების ენაში.“
ომარი თანაავტორია საერთაშორისო კვლევის: „ანგარიში პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის საჭიროებებისა და სტატუს-კვოს შესახებ“ (Increasing Knowledge and Partnerships on Mental Health and Psychosocial), რომელიც საქართველოს სომხეთის და ავსტრიის წითელი ჯვრის ასოციაციების მიერ ჩატარდა.
ძირითადი კვლევითი ინტერესები: შრომითი საკითხები, სოციალური თანასწორობა, სასაუბრო ენაში მეტაფორული და იდეოლოგიური რეპრეზენტაციების შესწავლა კრიტიკული და პოლიტიკური დისკურსის ანალიზის გამოყენებით (CDA & PDA).