პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ნინო კაპანაძე
ნინო კაპანაძე

ნინო კაპანაძე სამართლის (LL.M), საჯარო სამართლის და საჯარო მმართველობის მაგისტრია. ის ბოლო 4 წელია მუშაობს არასამთავრობო სექტორში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის საკითხებზე.

ნინო 8 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და განათლების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტებში. მისი საქმიანობის სფერო ძირითადად მოიცავდა კანონშემოქმედებით საქმიანობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობის პერიოდში (2020-2024) ნინოს ავტორობით გამოიცა რამდენიმე ანალიტიკური დოკუმენტი, მათ შორის აღსანიშნავია საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის კვლევა; ოპოზიციის როლი და პასუხისმგებლობა; საპარლამენტო ზედამხედველობის როგორც ქართული (მონიტორინგის ანგარიშები), ისე სხვა ქვეყნების გამოცდილება. ამის გარდა, მან მოამზადა შედარებითი კვლება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის კუთხით, აგრეთვე შეისწავლა საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. 2023-2024 წელს ბერლინის პარლამენტის სტიპენდიით იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც იკვლევდა საპარლამენტო კონტროლის საკითხებს.

ამჟამად ნინო იკვლევს საკონსტიტუციო სამართლის საკითხებს საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: საპარლამენტო სამართალი, კანონშემოქმედება, საპარლამენტო ზედამხედველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, პოლიტიკური პარტიები.