ზურაბ ქარჩავა შედარებითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ის ამჟამად სწავლობს პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზურაბი აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებსა და გლობალურ მმართველობას. მის კვლევით ინტერესებში შედის: საერთაშორისო პოლიტიკა, დემოკრატიის კვლევები და საგარეო პოლიტიკის ანალიზი.
ზურაბი ამჟამად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის, ეთიკისა და მენეჯმენტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Adalan AI-ში ანალიტიკოსად.
ის თანაავტორია Adalan AI-ის და Urban AI-ის კოლაბორაციის შედეგად მომზადებული კვლევისა: „ჭკვიანი ქალაქების“ გეოპოლიტიკა: რბილი ძალის და ახალი წესრიგის გამოვლინება (Geopolitics of Smart Cities: Expression of Soft Power and New Order).